16 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
ნახეთ ვის ელის წარმატებული დღე და პლანეტების მფარველობა.
ვერძი
ამ დღეს პარტნიორებთან საერთო აზრზე შეთანხმება უკიდურესად რთული იქნება, ამიტომ საქმიანი შეხვედრები სხვა დროისთვის გადაიტანეთ. ერიდეთ საქმის დაწყებას, რომელშიც კარგად ვერ ერკვევით. მდიდარმა ფანტაზიამ და რომანტიკულმა ბუნებამ შეიძლება სასიყვარულო ურთიერთობებში იმედგაცრუება მოგიტანოთ.
კურო
მოსალოდნელია უთანხმოება ახლობლებთან, რომელიც თქვენს სასარგებლოდ არ გადაწყდება. ნუ იდარდებთ, განსაკუთრებით, თუ თქვენს გვერდით სანდო მეგობრები არიან. მათი თავგანწირვა და ერთგულება თქვენს მომავალზე დადებითად აისახება. არ მოდუნდეთ და პრობლემების მოგვარება სამომავლოდ არ გადადოთ.
ტყუპები
ამ დღეს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ცვლილება გელით. ფულის გამომუშავების შესაძლებლობა მოგეცემათ, მაგრამ სარისკო საქმეებს, მაქინაციებს და სპეკულაციებს უნდა ერიდოთ. ეს მოგების ნაცვლად, ფინანსურად დაგაზარალებთ ან საუკეთესო შემთხვევაში, შემოსავლისგარეშე დაგტოვებთ. ოჯახურ კონფლიქტს შეიძლება საშიში და დრამატული შედეგები მოჰყვეს. იფიქრეთ შვილებზე.
კირჩხიბი
საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობაში სირთულეები გელით, თუმცა ამ სიტუაციაში დამნაშავე თავად იქნებით. გამორიცხული არაა, რომ თქვენი ემოციური აფეთქებებით, მუდმივი უკმაყოფილებით და ახირებებით ყველა დაიღალა. შეეცადეთ ამ თვისებებისგან გათავისუფლდეთ. გირჩევთ დღის მეორე ნახევარი ოჯახურ დასვენებას და აქტიურ სპორტს დაუთმოთ.
ლომი
გირჩევთ, მკლავები დაიკაპიწოთ და ახალი და პერსპექტიული საქმე დაიწყოთ. წარმატების მისაღწევად გამძლეობა და დისციპლინა დაგჭირდებათ. მოთმინება მოიკრიფეთ და სწრაფი შედეგის იმედი ნუ გექნებათ. ფრთხილად იყავით, რომანტიკულ თავგადასავლებს შეიძლება არასასურველი შედეგი მოჰყვეს.
ქალწული
სავარაუდოდ, ამ დღეს თქვენი აზრები და ქმედებები საყოველთაოდ მიღებულ წესებს ეწინააღმდეგება. ეცადეთ სხვა ადამიანების გავლენას არ დაემორჩილოთ, თორემ თქვენს ავტორიტეტს სახლსა და სამსახურში საფთხე ემუქრება. დაუგეგმავი ხარჯების გამო თქვენი ოჯახური ბიუჯეტი მნიშვნელოვნად შემცირდება.
სასწორი
ცვლილებებისა და ტრანსფორმაციის დღეა. ამ ნიშნის მრავალი წარმომადგენელი იძულებული იქნება სამომავლო გეგმებს გადახედოს. ბიზნესში სწრაფი წარმატების იმედი არ უნდა გქონდეთ. ბედის იმედად ნუ იქნებით, ეცადეთ ენერგიულად და მიზანმიმართულად იმოქმედოთ. გამორიცხული არაა, რომ გავლენიან ადამიანებთან ურთიერთობა თქვენგან დამოუკიდებელიმიზზეების გამო უარესობისკენ შეიცვალოს.
მორიელი
დღის უმეტეს ნაწილს პირად საქმეებს დაუთმობთ, რაც გონებრივი ძალის დიდ ხარჯვას მოითხოვს. ახლო წარსულში მომხდარი კონფლიქტების შემდეგ ამ დღეს შეიძლება ზავის დღე ეწოდოს.ეცადეთ წყენა აპატიოთ და რთულად, მაგრამ მაინც იპოვით თქვენს მეორე ნახევართან საერთო ენას.
მშვილდოსანი
ეცადეთ ფული უფრო ეკონომიურად ხარჯოთ და ფინანსური რესურსები აკონტროლოთ.მოსალოდნელია თაღლითობა და ყაჩაღობაა. ხანდაზმულ და დასუსტებულ მშვილდოსნებს ქრონიკული დაავადებების გამწვავება ელით. გაუფრთხილდით ნერვულ სისტემას. სტრესი და ემოციური დისბალანსი შეიძლება დაავადების მიზეზი გახდეს.
თხის რქა
არ არის, რომ ხელმძღვანელობისგან საინტერესო წინადადება მიიღოთ. ვარსკვლავები გირჩევენ ფინანსური გარიგებების დადების, მოლაპარაკებებისა და ურთიერთობის გარკვევის დროს სიფრთხილე გამოიჩინოთ. შეიძლება ნათესავებს თქვენი ყურადღება დასჭირდეთ. გახსოვდეთ, რომ საგანგებო ვითარების შემთხვევაში, ალკოჰოლი ცუდი დამხმარეა.
მერწყული
პესიმიზმი რომ არ დაგეუფლოთ, საჭიროა მოვლენებისა და ფენომენების ფილოსოფიური გააზრება. ერიდეთ კონფლიქტურ სიტუაციებს და ემოციები აკონტროლოთ. დღისმეორე ნახევარი გაციების საწინააღმდეგო პრევენციულ ზომებს დაუთმეთ.
თევზები
ეს დღე ემოციებს, შემოქმედებითი აქტიურობას და ხორციელ ცდუნებას უკავშირდება. შეილება თავში უამრავი ფანტაზია მოგივიდეთ. ეცადეთ ცდუნებებს და ილუზიებს არ აჰყვეთ, რომლებმაც შეიძლება თქვენს მეხსიერებაში უსიამოვნო კვალი დატოვონ. საკუთარი იდეები ლოგიკით და ფხიზელი გაანგარიშებით შეამოწმეთ.