კაცების მაგნიტი - რით ხიბლავენ „მეგობარი გოგონები“ დაქორწინებულ მამაკაცებს?
ხშირად ვერ შეხვდებით ქალს, რომელმაც იცის როგორ დარჩეს მამაკაცისთვის სასურველი წლების ან მთელი ცხოვრების მანძილზე და კიდევ უფრო იშვიათია ქალი, რომლებიც ამ ცოდნას იყენებს.
იმის შესახებ, თუ რა „მაგნიტური“ თვისებები აქვთ „მეგობარ გოგონებს“ და რისი გაკეთება შეუძლიათ მათ მამაკაცის გულისთვის, თავად ეს გოგონები და მათი საყვარელი მამაკაცები ანონიმურად ყვებიან.
„ის მორალისტი არ არის, მასთან ცხოვრება ძალიან ადვილია. იცის როგორ გაერთოს და გაართოს საყვარელი მამაკაცი, კერძებს გემრიელად ამზადებს. ის ურთიერთობისთვის კი არა, სიამოვნებისთვის ცხოვრობს, რაც საშინლად მომწონს”.
„ჩემი ხუმრობები მოსწონს. ნებისმიერ დროს შემიძლია ცრემლებამდე გავაცინო. ჩემი ყოფილი ცოლი გაღიმებითაც კი იშვიათად იღიმებოდა, ის კი ბავშვივით იცინის”.
„მე მას ხშირად ვაქებ და ეს გულწრფელი ქებაა. მე ნამდვილად მაკვირვებს, რამდენად ბევრი იცის და როგორ ბევრის გაკეთებას ასწრებს. მომწონს, რომ რამდენი ხანიც არ უნდა გავიდეს, რა ბევრიც არ უნდა ისაუბროს საკუთარ თავზე, ის მაინც ცოტათი იდუმალი რჩება ... ვფიქრობ, მას თვითონაც ესმის, რომ მე არ ვთამაშობ, რომ გულწრფელი ვარ”.
„მას არანაირი კომპლექსი არ აქვს. მგონი მის ლექსიკონში საერთოდ არ არსებობს სიტყვები „უხერხული“, „მიუღებელია“, „უხამსია".
„გავიგე, რომ მას ნაკითხი და განათლებული გოგონები მოსწონს, ამიტომ ალიან ბევრ წიგნს ვკითხულობ. მინდა დარწმუნებული ვიყო, რომ ყოველთვის ვეყვარები. თუმცა ზოგჯერ მეჩვენება, რომ ჩემთან მხოლოდ იმიტომ არის, რომ ლამაზი ვარ”.
”ლამაზი სხეული მაქვს და თავსაც კარგად ვუვლი. დიეტას ვიცავ, ვვარჯიშობ და საჭირო პროცედურებს ვიტარებ. სახლიდან მოუწესრიგებელი არასოდეს გავდივარ, თუნდაც სახლთან ახლოს, მაღაზიაში მივდიოდე. მან იცის, რომ დღის და ღამის ნებისმიერ წუთს მეც და ჩემი სახლიც მოწესრიგებული დახვდება და უსიამოვნო სიურპრიზებს არ მოვუწყობ“.
„მომწონს, რომ კითხვებით თავს არ მაბეზრებს. ბევრს ვსაუბრობთ, მაგრამ ერთმანეთისგან იმაზე მეტს არ ვითხოვთ, ვიდრე მიცემა შეგვიძლია”.
„იმიტომ ავირჩიე, რომ მისი გარეგნობა გამომწვევი არაა. მისი სილამაზე „არ ყვირის“, ყურადღების მიქცევას არ ცდილობს, მაგრამ შეულებელია, თვალი მოწყვიტო. გამვლელები მუდამ თვალს აყოლებენ, ის კი შეცბუნებული მეკითხება - სახე დასვრილი მაქვს? როგორ არ უნდა შემყვარებოდა?“
ვფიქრობთ, ანონიმი რესპონდენტების გულახდილი აღიარება ნაწილობრივ მაინც გასცემს პასუხს კითხვა - რით ხიბლავენ „მეგობარი გოგონები“ დაქორწინებულ მამაკაცებს? და საჭირო დასკვნების გაკეთებაში დაგეხმარებათ.