ყველაფერი მშვილდოსნებზე - როგორები არიან სამსახურში, სიყვარულში, სექსსა თუ მეგობრობაში
იცით როგორები არიან მშვილდოსნები სამსახურში, სიყვარულში, სექსსა თუ მეგობრობაში, რა არ უყვართ მათ და რა უნდა გახსოვდეთ ზოდიაქოს ამ ნიშანთან ურთიერთობისას? - განაგრძეთ კითხვა და ბევრ საინტერესო რამეს შეიტყობთ მათზე.
პერიოდი: 23 დეკემბერი – 21 ნოემბერი
მშვილდოსანი – ზოდიაქოს ყველაზე კონსერვატორული ნიშანია. მიუხედავად იმისა, რომ გარეგნობით დიდად არ გამოირჩევიან, მათთვის დამახასიათბელი ქარიზმა მაგნიტივით იზიდავს გარშემომყოფებს. მშვილდოსნებს მრავალმხრივი ნიჭი აქვთ. თუ გსურთ, რომ ცხოვრებაში ერთი საიმედო ადამიანი მაინც გყავდეთ, მაშინ ნამდვილად უნდა გაიცნოთ და დაუმეგობრდეთ მშვილდოსანს.
მამაკაცი მშვილდოსნის მოკლე დახასიათებაში ფიგურირებს ისეთი ნიშნები, როგორიცაა: სიჯიუტე, პასუხისმგებლობა, გულუხვობა, იღბლიანობა, ვნებიანობა, მიზანდასახულობა და საიმედოობა.
რაც შეეხება მშვილდოსან ქალს, ის არის მომხიბვლელი, მგრძნობიარე, ქედმაღალი, წუნია და ტემპერამენტიანი.
მშვილდოსანი სამსახურში
ისინი მუდმივად აგვიანებენ, ამიტომ, მათ მოქნილი გრაფიკი და ხელმძღვანელობის მხრიდან მეტი გაგებით დამოკიდებულება სჭირდებათ. მშვილდოსნებს არ უყვართ ჩარჩოები და მაგალითად იმის მოყვანა, რომ „ასე ცხოვრობს მთელი ქვეყანა“. ისინი ნებისმიერ სიტუაციაში იგონებენ თავის მეთოდებს თუ როგორ იცხოვრონ. თუ მშვილდოსანს უყვარს ის საქმე, რომელსაც აკეთებს, დროსაც ყოველთვის გამონახავს და ძალებსაც ნებისმიერი პროექტის შესასრულებლად. სკოლაში გამორჩეული მოსწავლეები არ არიან, თუმცა შემდგომში აქტიურად და ინტერესით ითვისებენ იმ პროფესიებს, რომლებიც ყველაზე მეტად მოსწონთ და აინტერესებთ და ახერხებენ უზრუნველყოფილადაც იცხოვრონ ამის ხარჯზე.
მშვილდოსანი სიყვარულში
მამაკაცი-მშვილდოსანი ძალიან რომანტიკული, ყურადღებიანი და მოსიყვარულეა, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ქორწინების უღელის კისერზე დასადგმელად მზად არის. მშვილდოსანი მამაკაცებისთვის უთავრესია თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის შეგრძნება. თუმცა, თუკი მოახერხეთ მამაკაცი მშვილდოსნის გულის დაპყრობა, იცოდეთ, რომ მას შეუძლია ძალიან დიდხანს და ერთგულად სიყვარული. თანამგზავრად მშვილდოსანი მამაკაცი საუკეთსოთა შორის საუკეთესოს ირჩევს, რადაგან მისთვის მთავარია პარტნიორის მხრიდან გაგება და მხარდაჭერა, ამის გარეშე მას სიყვარული ვერც კი წარმოუდგენია.
ქალი-მშვილდოსანი სიყვარულის მორევში პირდაპირ თავით ეშვება. მაგრამ, თუ პარტნიორმა იმედი გაუცრუა, ან თავად დაკარგა ინტერესი მის მიმართ - უთქმელად წავა. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ქალებისთვის მთავარი არის ბედნიერება და არაფერში სჭირდებათ ყოფითი პრობლემები, შეუსრულებელი დაპირებები ან დაუსრულებელი კამათი. ქალი მშვილდოსანი რომანტიკის, გაგებისა და გულახდილობის მუდმივ ძიებაშია.
მშვილდოსანი საწოლში
მამაკაცი-მშვილდოსანი საწოლში ძალიან აზარტულია. მას ეხერხება პარტნიორისთვის კომფორტის შექმნა, თუმცა მისთვის მთავარ წესს წარმოადგენს თავშეკავება და მაცდუნებელი ობიექტის გამო თავის დაკარგვა არ ახასიათებს. კლასიკური სექსი მისი სტილია, თუმცა, თუკი პარტნიორი ექსპერიმენტს შესთავაზებს, უარს ნამდვილად არ იტყვის. მშვილდოსან მამაკაცს უყვარს ინტიმური კოსტუმები, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი და ქალის სხვა სექსუალური შიდა სამოსი ვნებების აღძვრისა და ხანგრძლივი პრელუდიისთვის.
ქალი-მშვილდოსანი – მსუყე სექსის მომხრეა, ის საპირისპირო სქესისთვის მაგნიტია, რადგან არასოდეს ცდილობს საკუთარი ნაკლის დაფარვას და საწოლში ძალიან თავისუფალია. ამ ნიშნის ქალებს უბრალოდ უყვართ საკუთარი თავი და სიამოვნებას იღებს სიცოცხლის სიყვარულის ნიჭისგან. ქალი მშვილდოსანი არ დარდობს იმაზე, თუ რამდენად ხანგრძლივი იყო ურთიერთობა, მისთვის მთავარია, რომ ყველაფერი სწრაფად დაიწყო და დასრულდა სასურველი შედეგით.
მშვილდოსანის ეროგენული ზონები:
მამაკაც-მშვილდოსანს უყვარს როცა ქალი ზურგზე ეხება, ხოლო შემდეგ ნაზად მიუყვება სხეულის ქვედა ნაწილს. ქალს შეუძლია გამოიყენოს როგორც ნაზი, ისე ვნებიანი შეხება, კბენა, ჰაეროვანი შეხება და კოცნა. მამაკაცი მშვილდოსანი ჭკუას კარგავს, როცა ქალი წელზე ეხება.
ქალი-მშვილდოსანი უდიდეს სიამოვნებას იღებს თავის მასაჟით და თმაზე მოფერებით. თუკი ამ ყველაფერს პარტნიორი მამაკაცი აბაზანაში გააკეთებს, ის შეძლებს დაინახოს მშვილდოსანი ქალის ყველა დაფარული მხარე, უსაზღვრო ვნება და აღგზნება.
მშვილდოსანი მეგობრობაში
ამ ნიშნის წარმომადგენლები ერთ-ერთი საუკეთსო მეგობრები არიან. დახმარებაზე არასოდეს უარს არ ამბობენ. მშვილდოსანს მოსწონს განვითარებული და წარმატებული ადამიანები და ცდილობს გარშემო ასეთი ხალხი შემოიკრიბოს. მათი ნდობა ბოლომდე შეგიძლიათ, რადგან ისინი არასოდეს გიღალატებენ და არც იმედს გაგიცრუებენ.
მშვილდოსნებს არ უყვართ, როცა მათი ნაცნობები ან მეგობრები ცხოვრებაზე წუწუნებენ, რადგან თავად ყოველთვის გამოსავალს ეძებენ და იციან, რომ წუწუნი ვერავის უშველის სიტუაციის შეცვლაში. ისინი მოქმედების და არა თმენის მომხრეები არიან.
ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ცნობილი ადამიანები არიან: ჯანი ვერსაჩე, იულია ტიმოშენკო, თინა ტერნერი, ვენსან კასელი, ემირ კუსტურიცა, ბრიუს ლი, ვერა შიფერი, რიდლი სკოტი, მარკ ტვენი, ვუდი ალენი, ნელი ფურტადო, ბრიტნი სპირსი, ჯულიანა მური, პატრისია კაასი და სხვანი.
მნიშვნელოვანია გახსოვდეთ - ზოდიაქოს ყოველი ნიშანი გამოირჩევა თავისებური ხასიათითა და თვისებებით, თუმცა, ყოველი ადამანი თავისებურად ინდივიდუალური და უნიკალურია. თითოეული ჩვენგანისთვის მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ცხოვრებაში აქცენტი უნდა გავაკეთოთ თვითშეცნობასა და თვითგანვითარებაზე. ზოგჯერ ძალიან ადვილია ყველაფერი საკუთარი დაბადების თარიღს დავაბრალოთ, ვიდრე თავი შევიკავოთ რაიმეს კეთებისგან ან პრობლემების მოგვარებაზე ვიზრუნოთ.