თეგებით ძიება

რას იმიზეზებენ ქალები ყველაზე ხშირად სექსის თავიდან ასაცილებლად?

საშინლად მტკივა თავი" - ეს ქალების მთავარი ხრიკია, რომელზეც არაერთი ხუმრობაც არსებობს. თუ რეალურად გტკივათ თავი, წამალი დალიეთ.

1. დავიღალე.
ყველაზე გავრცელებული მიზეზია - "ძალიან დავიღალე". თუმცა, ძალიან ხშირად, განსაკუთრებით მძიმე სამუშაო დღის და საოჯახო საქმეების შედეგად, ეს შეიძლება მართალიც აღმოჩნდეს. სრულიად ნორმალურია, რომ სექსისათვის საჭირო ენერგიის ნაკლებობას განიცდიდეთ, როდესაც მხოლოდ იმაზე ფიქრობთ, თავი ბალიშამდე როგორ მიიტანოთ.

არადა, დაღლილობას რომ თავი დააღწიოთ და "ძალები სექსისათვის შემოინახოთ", სულაც არ არის ძნელი. სპეციალისტები გირჩევენ საკუთარი "ლიბიდოს" გაღვივებას თელი დღის განმავლობაში. მოიწყვეთ მცირეხნიანი შესვენება და გონება ცოტა ხნით მაინც დაუთმეთ სექსუალურ ფანტაზიებს, სახლში დაბრუნებულმა, მგზნებარე კოცნა აჩუქეთ მეუღლეს. ამგვარად, ფსიქოლოგიურად მზად იქნებით სექსისთვის.

2. თავი მტკივა.

"საშინლად მტკივა თავი" - ეს ქალების მთავარი ხრიკია, რომელზეც არაერთი ხუმრობაც არსებობს. თუ რეალურად გტკივათ თავი, წამალი დალიეთ. საუკეთესო წამალი თავის ტკივილისთვის კი...სექსია! მეცნიერებმა დაადგინეს, რომ სრულყოფილი სექსი გამაყუჩებელი აბები-ანალგეტიკების მოქმედების ტოლფასია. აღარ დაგჭირდეთ.
ასე რომ, თუ შემდგომში თავი აგტკივდათ, თავად შეგიძლიათ იმკურნალოთ და შესთავაზოთ პარტნიორს სექსი სამკურნალო მიზნით და არა მხოლოდ...

3. არ მცალია.

სექსისგან თავის არიდების მიზნით ქალები ხშირად დაღლილობასაც იმიზეზებენ, ირწმუნებიან, რომ წუთი არ აქვთ თავისუფალი.
15 წუთის "მოპარვა" ყოველთვის შეიძლება, რაც უნდა ბევრი საქმე გქონდეთ. თანაც, თუ ბოლო კვლევების შედეგებს დავეყრდნობით, სქესობრივი აქტი 5 წუთზე მეტ ხანს არ გრძელდება. (რა თქმა უნდა, ეს ინდივიდუალურია).

ყველაფერი პრიორიტეტებზეა დამოკიდებული. თუ სასიყვარულო ურთიერთობებს თქვენს ცხოვრებაში პირველი ადგილი არ უკავია, მაშინ ყოველთვის მოიძებნება რაღაც "უფრო მნიშვნელოვანი".

4. ხასიათზე არ ვარ.

ქალბატონები უგუნებობასაც იმიზეზებენ ხოლმე. მიზეზი ისაა, რომ მამაკაცს აღგზნება დიდი ძალისხმევის გარეშე შუძლია. ქალებს კი მეტი დრო და რაც მთავარია, განწყობა სჭირდებათ.

ასეთ სიტუაციებში, სექსოლოგები ურჩევენ პარტნიორებს გაშიშვლებას და ერთად დაწოლას. მსგავსი კონტაქტი ხელს უწყობს ფერომონების გამოყოფას (ჰორმონები, რომლებიც სექსის სურვილს აღძრავენ). რამდენიმე წუთი ჩახუტებული წოლაც საკმარისია, რომ სიყვარულის "მორევში" გადაეშვნენ.

5. არ მომწონს ჩემი სხეული.

ბევრი ქალი დაკომპლექსებულია ზედმეტი წონისა და არაიდეალური ფორმების გამო. ფიქრი იმაზე, რომ ინტიმური სიახლოვის მომენტში საყვარელი ადამიანი ზედმეტ ნაკეცს შეამჩნევს სხეულზე, ნამდვილად შეიძლება გახდეს სექსზე უარის თქმის მიზეზი.
გახსოვდეთ, სწორედ სექსი დაგეხმარებათ კომპლექსებისა და მორცხვობის დაძლევაში. ჩაიცვით ლამაზი თეთრეული... უშუალოდ სექსის დროს კი, ყურადღება არა გარეგნობაზე, არამედ შეგრძნებებზე გადაიტანეთ.

6. ჩემი საყვარელი სერიალი გადის.

საკმაოდ ხშირად გამოყენებადი ფრაზაა: "მოიცა, ჩემი კინო დაიწყო". ამ შემთხვევაში მამაკაცს შთაბეჭდილება ექმნება, რომ სატელევიზიო გადაცემები იმისთვისაა, რომ წყვილებში ვნება ჩაკლას.

გახსოვდეთ, არ არსებობს არც ერთი ფილმი და სერიალი, რომელიც თქვენს ურთიერთობას შეედრება. თუ მაინცდამაინც ვერ გადაიტანთ მის "უნახავობას", მოგვიანებით უყურეთ ინტერნეტით. ბოლოს და ბოლოს, მოიძებნება "გულისხმიერი" ადამიანი თქვენს საახლობლო წრეში, რომელიც სიამოვნებით მოგიყვებათ, ამჯერად რა დაუშავა "ურჩხულმა" ვიქტორიამ "პატიოსნებისა და სიკეთის განსახიერება"- ევა ლუნას...

ჟურნალი "და ქალი"
(თებერვლის ნომერი)

marao.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა