რა აჩუქა ნინი ქარსელაძეს მილიონერმა ქმარმა სიყვარულის დღეს?
მომღერალ ნინი ქარსელაძეს მეუღლემ ვალენტინობა მიულოცა და უზარმაზარი თეთრი თაიგული მიართვა. ამის ამსახველი ფოტო ნინიმ სოციალურ ქსელ ინსტაგრამზე ატვირთა.
“გილოცავ ვალენტინობას, მიყვარხარ”,- დაწერა მომღერალმა.
ცნობისთვის, მომღერალი ნინი ქარსელაძე დაახლოებით ერთი თვის წინ გათხოვდა. მისი რჩეული 38 წლის თაზო ჯახუტაშვილია, რომელზეც მან მალულად იქორწინა.
ნინი ქარსელაძის მილიონერი საქმრო წარმოშობით ბათუმიდან არის, მისი სახელი ე.წ პანამის დოკუმენტებში ფიგურირებს, თუმცა რა ბიზნეს ფლობს კონრეტულად უცნობია.
primetime.ge