თეგებით ძიება

გარდაცვლილი 14 წლის გოგოს ძმა უარყოფს, რომ ბაბუა და ბიძები მის დაზე ძალადობდნენ

ქობულეთში გარდაცვლილი 14 წლის გოგოს ძმა, სულიკო ცეცხლაძე უარყოფს, რომ ბაბუა და ბიძები მის დაზე ძალადობდნენ.

„დედასა და ბაბუას კონფლიქტის მიზეზი იყო დედის მიერ ჩემზე და დებზე განხორციელებული ძალადობა. ბავშვობაში დედა ჩვენზე ძალადობდა. თავზე რაც იარები მაქვს დედის მიყენებულია და თმას ვერ ვიპარსავ. ნინი ყველას შვილივით ჰყავდა. არავის უძალადია მასზე. გარდა იმ ბიჭისა“, – განუცხადა გარდაცვლილი გოგოს ძმამ ჟურნალისტებს.

შეგახსენებთ, რომ 14 წლის გოგომ თავი 9 თებერვალს მოიკლა. ფაქტზე პოლიციამ 1997 წელს დაბადებული მამაკაცი დაკავა. მას პროკურატურა თექვსმეტ წელს მიუღწევლ პირთან სექსუალურ კავშირსა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტს ედავება. დღეს საქმეზე მოზარდის ბაბუაც დააკავეს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა