თეგებით ძიება

შვილმა დედა დაჭრა - ქალს ოპერაცია დასჭირდა

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ განჯალაში შვილმა დედა დაჭრა. report.ge-ს ინფორმაციით, შუა ხნის ქალს ჭრილობები მუცლისა და გულ-მკერდის არეში, ცივი იარაღით აქვს მიყენებული. დაჭრილს სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა.

ექიმების შეფასებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა