დედა თავადაა მოძალადე, თავს ვერ ვიპარსავ იმდენი შრამი მაქვს მისგან მოყენებული - გარდაცვლილი 14 წლის გოგოს ძმა დედას უპირისპირდება
14 წლის ნინის გარდაცვალების საქმეზე არასრულწლოვნის ბაბუის დაკავებას და წაყენებულ ბრალს ოჯახის წევრები არ ეთანხმებიან.
არასრულწლოვნის ძმა აცხადებს, რომ დედის ჩვენება, თითქოს ბაბუა შვილიშვილზე ძალადობდა, სიმართლე არაა და დედა თავადაა მოძალადე.
“დედაჩემი რომ ამდენს ლაპარაკობს, ყველაფერი არის პირიქით. თავს ვერ ვიპარსავ იმდენი შრამი მაქვს დედასგან მიყენებული, ვერ დავითვლი”, – განაცხადა გარდაცვლილის ძმამ “მთავართან”.
შეგახსენებთ, რომ გარდაცვლილი არასრულწლოვნის დედა, მერი რომანაძე აცხადებს, რომ მის შვილზე ბაბუა ძალადობდა და მან გაუპატიურების დღესაც სცემა ბავშვი.
“ბაბუა ძალადობდა ჩემს შვილზე. ფიზიკურად, ხელითაც ეხებოდა ხოლმე. მითხრა, რომ ნასვამი შემოვიდა ჩემ ოთახში, მე მეძინა და თავზე დამახტა და ცემა დამიწყოვო…გაუპატიურების დღეს სცემა უმოწყალოდ”, – ამბობს მერი რომანაძე.
ცნობისთვის, 14 წლის გოგო ქობულეთში ბაბუამ 9 თებერვალს, საკუთარ სახლთან ახლოს გარდაცვლილი ნახა. არასრულწლოვნის მიმართ სექსუალური ძალადობის ბრალდებით დაკავებულ 23 წლის მამაკაცს პატიმრობა შეეფარდა.
15 თებერვალს ქობულეთის მუნიციპალიტეტში გარდაცვლილი მოზარდის ბაბუა დააკავეს.