თეგებით ძიება

14 წლის გოგოს მიმართ სექსუალური ძალადობის ბრალდებით დაკავებულ კაცს პატიმრობა შეეფარდა

14 წლის მოზარდის მიმართ სექსუალური ძალადობის ბრალდებით დაკავებულ 23 წლის მამაკაცს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოში სხდომა დახურულ ფორმატში გაიმართა. მოსამართლემ გადაწყვეტილება მედიის თანდასწრებით გამოაცხადა.

14 წლის გოგომ 9 თებერვალს სავარაუდოდ თავი მოიკლა. შემთხვევის შემდეგ დააკავეს ბრალდებული ვის წინააღმდეგაც ჩვენება გოგონას დეკემბრის დასაწყისში ჰქონდა მიცემული. გამოძიება სხვა შესაძლო ძალადობის საქმეზეც მუშაობს.

შეგახსენებთ, რომ გოგონას გარდაცვალების შემდეგ, შსს-მ ინფორმაცია გაავრცელა, რომლის თანახმად, პოლიციამ ქობულეთში 16 წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევის ბრალდებით, 1997 წელს დაბადებული მამაკაცი დააკავა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა