თეგებით ძიება

ვინ დაქორწინდება 2021 წელს - ფენ შუის რჩევები

ფენ-შუის 2021 წლის სასიყვარულო პროგნოზი მოგცემთ საშუალებას, გაიგოთ რა გელოდებათ მთელი წლის განმავლობაში და რომელი სახლის წარმომადგენლისთვის არის იდეალური წელი ქორწინებისთვის.

პირადი ურთიერთობები და ქორწინება ის თემაა, რომელიც ყოველთვის აქტუალურია.

გასული 2020 წელი უფრო სექსს ეხებოდა, ვნებები დუღდა, განქორწინებები, ქორწილები, მხილებები. აი 2021 წელი კი უფრო სახლს შეეხება!
ადამიანები დააფასებენ დამკვიდრებულ, ჩვეულებრივ ოჯახურ ღირებულებებს, ქალები გაიგენებ, რომ მამაკაცებს მათი ვალი არ აქვთ, რომ ეს ენერგიების მიმოცვლაა. პრიორიტეტული იქნება ქალი, რომელსაც გაცემა, გაზიარება შეუძლია და არა ქალი, რომელიც მხოლოდ მოითხოვს.

2021 წელი არის მყარი ოჯახების და ძალიან ჯანმრთელი, ჭკვიანი ბავშვები დაბადების წელი. გასულ წელთან შედარებით გაცნობა და ურთიერთობის აწყობა უფრო გაძნელდება, რადგან მამაკაცები ეკონომიკური პრობელემების მოგვარებით იქნებიან დაკავებული.

მაგრამ მეორეს მხრივ, თუ მამაკაცის მოზიდვას შეძლებთ, ეს იქნება სერიოზული ურთიერთობა, ოჯახის შექმნის კლასიკური ვარიანტი.

რას გვეუბნება 9 სახლის სისტემა ქორწინების შესახებ

დაქორწინების ყველაზე მეტი შანსი აქვთ 7-ებს.

მეორე სახლი ვისაც დიდი შანსი აქვს „თავის“ მამაკაცს შეხვდეს, არის 4. მაგრამ 4-ებს კარმული წელი აქვთ, მათთვის მთავარია კარმას გაუკლავდნენ. პირველ რიგში კარმაზე მუშაობა და შემდეგ შეხვედრები. 4-ებს ასევე დაორსულების დიდი შანსი აქვთ.

9-ებს და 2-ებს წელს ბევრი სექსი ექნებათ. თუ გესმით როგორ შეიძლება თქვენი სხეული მოდუნდეს, მაშინ სექსი დიდ ფულს მოგიტანთ (არასწორად ნუ გაიგებთ! ) სექსი და ფული ურთიერთდაკავშირებულია, რადგან ორივე ერთი სქესის ენერგიაა.

9-ს ბავშვის შეძენის დიდი შანსი აქვს.

3 და 5 სახლის მამაკაცებში დაქორწინების დიდი ალბათობაა

8-ს ურთიერთობებისთვის კარგი წელი აქვს

6-ე სახლს კატეგორიულად ეკრძალება ურთიერთობების ძიება, ეს ის წელი არ არის. ეს არის საკუთარ თავზე მუშაობის, ყველა ფრონტზე ზრდის წელი, სულიერი, პიროვნული, ფინანსური ზრდის წელი (სწორი სტრატეგიის შემთხვევაში), მაგრამ არავითარ შემთხვევაში ურთიერთობების! შეგიძიათ უბრალოდ შეხვედრები, ახალი სერიოზული ურთიერთობების გარეშე. სავარაუდოდ ადვილი წელი არ იქნება და ამას ძალიან სწორად უნდა მიუდგეთ.

ეს ცხოვრებაა და ის გრძელდება. პოზიტივი არ არის ერთმნიშვნელოვანი და ნეგატივი არ არის განაჩენი! ფენ შუი ყოველთვის იძლევა კორექციის საშუალებას.
მნიშვნელოვანია ისეთი აქტივაციების გაკეთება, რომელბიც ბასრ კუთხეებს შეარბილებს და მოვლენებიდან დადებთი შედეგების მიღებაში დაგეხმარებათ.

როგორ ამოვიცნოთ ჩვენი სახლი?

1 სახლი 1927, 36, 45, 54, 63, 72, 81, 90, 99, 2008,
2 სახლი 1926, 35, 44, 53, 62, 71, 80, 89, 98, 2007
3 სახლი 1925, 34, 43, 52, 61, 70, 79, 88, 97, 2006
4 სახლი 1924, 33, 42, 51, 60, 69, 78, 87, 96, 2005
5 სახლი 1923, 32, 41, 50, 59, 68, 77, 86, 95, 2004
6 სახლი 1922, 31, 40, 49, 58, 67, 76, 85, 94, 2003
7 სახლი 1921, 30, 39, 48, 57, 66, 75, 84, 93, 2002, 2011
8 სახლი 1920, 29, 37, 47, 56, 65, 74, 83, 92, 2001, 2010
9 სახლი 1937, 46, 55, 64, 73, 82, 91, 2000, 2008

თუ 1 იანვრიდან 4 თებერვლამდე პერიოდში ხართ დაბადებული იღებთ წინა წლის მონაცემს.

ავტორი: ფენ შუი - წარმატების ბილიკები


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა