თეგებით ძიება

რაზე გვიამბობს ბავშვის დაბადების დრო?

ასტროლოგების აზრით, ბავშვის დაბადების დრო გავლენას ახდენს მისი პიროვნების ჩამოყალიბებაზე. ისინი დღეს 12 ნაწილად ყოფენ, რომელთაგან თითოეული ჩინური ზოდიაქოს ერთ, რომელიმე ცხოველს შეესაბამება.

მაგალითად, თუ თქვენი შვილი დაიბადა:
23:00 საათიდან 1:00 საათამდე - ეს დრო „ვირთხის საათად" ითვლება. ამ დროს დაბადებული ბავშვები ჭკვიანები და ფრთხილები არიან.

1:00 საათიდან 3:00 საათამდე - „ხარის საათია". ამ პერიოდში დაბადებული ბავშვები მშვიდები და თავშეკავებულებები იქნებიან, მაგრამ თუ ვინმე მათ გაღიზიანებას და პროვოცირებას ეცდება, ძალიან ინანებს, რადგან „ხარებს“ თავიანთი ბობოქარი ტემპერამენტის გამოვლენა შეუძლიათ.

3:00 საათიდან 5:00 საათამდე - „ვეფხვის საათი". თუ თქვენი შვილი ამ პერიოდში დაიბადა, ეს ნიშნავს, რომ ის გულუხვი და მოსიყვარულე ადამიანი იქნება, თუმცა საჭიროების შემთხვევაში, მტკიცედ გამოხატავს საკუთარ პოზიციას.

5:00 საათიდან 7:00 საათამდე - „კურდღლის საათი". კურდღლის გამორჩეული თვისებებია სამართლიანობა და კეთილშობილება.

7:00 საათიდან 9:00 საათამდე - „დრაკონის საათი". ამ დროს დაბადებულ ბავშვებს თანდაყოლილი, ძლიერი ბუნება აქვთ. მათ იციან როგორ მართონ და დაზოგონ თავიანთი ფინანსები.

9:00 საათიდან 11:00 საათამდე - „გველის საათი". ჩინურ ზოდიაქოში ითვლება, რომ გველი სიბრძნეს და გამოჩენილ გონებრივ შესაძლებლობებს ანიჭებს მათ, ვინც ამ დროს დაიბადა.

11:00 საათიდან 13:00 საათამდე - „ცხენის საათი". ამ დროს დაბადებული ადამიანები ბევრს მოძრაობენ, ენერგიულები და გონებამახვილები არიან.

13:00 საათიდან 15:00 საათამდე - „თხის - ცხვრის საათი". თუ თქვენი ბავშვი ამ საათის ინტერვალში დაიბადა, მას აქვს მომთმენი და სამართლიანი იქნება.

15:00 საათიდან 17:00 საათამდე - „მაიმუნის საათი". მაიმუნის საათში დაბადებული ბავშვები ადვილად აღწევენ წარმატებას, კომუნიკაბელურები და გამჭრიახები არიან.

17:00 საათიდან 19:00 საათამდე - „მამლის საათი". ამ დროს დაბადებულ ბავშვებს აქვთ ისეთი თვისებები, როგორიცაა ორგანიზებულობა, სიზუსტე და გამჭრიახობა.

19:00 საათიდან 21:00 საათამდე - „ძაღლის საათი". ამ დროს დაბადებული ბავშვების დამახასიათებელი ნიშნებია წესიერება, პატიოსნება და კეთილგანწყობა.

21:00 საათიდან 23:00 საათამდე - „ტახის საათი". ამ დროს დაბადებული ადამიანი გამბედავი, ღირსეული და მომთმენია.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა