თეგებით ძიება

ჰოროსკოპი და გახდომა - როგორ უნდა დაიკლონ წონა ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნებმა?

ჩვენს ჰოროსკოპს მთავარი ვარსკვლავი - მზე განსაზღვრავს, თუმცა, ჩვენს კვებით ჩვევებზე პასუხისმგებელი მთვარეა. ზუსტად ის გვეძახის ღამით მაცივრისკენ.

პროფესიონალ ასტროლოგს სწორედ მთვარის მდებარეობა ადამიანის ნატალურ რუკაზე აძლევს შესაძლებლობას, რომ დაადგინოს და რეკომენდაცია გაუწიოს ოპტიმალურ დიეტას.

ჰოროსკოპი რა თქმა უნდა, ინდივიდუალურია, თუმცა ეს განზოგადოებული რჩევები ინდივიდუალური გეგმის შედგენაში დაგეხმარებათ.

ვერძი
ვერძს წონის დაკლებისთვის ფიზიკური დატვირთვა სჭირდება - არა იმდენად სიმძიმების აწევა, არამედ აქტიური მოძრაობა, რომ დაგროვილი დაძაბულობისგან გათავისუფლდეს. იმ ვერძიებსაც კი, რომლებიც დაძაბულობას ან დაგროვილ აგრესიას არ განიცდიან, ფიტნეს ან სირბილი შინაგანი მდგომარეობის დაბალანსებაში დაეხმარებათ. სპორტის კატეგორიული უარყოფის შემთხვევაში შეგიძლიათ იმღეროთ (ხმამაღლა, მთელი ძალით) ან უბრალოდ იყვიროთ (საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე, ამის გაკეთება სასურველია დახურულ სივრცეში!).

კურო
ნებისმიერი ქმედებით უნდა დაკავდეთ, რომელსაც შემოსავალი და მატერიალური სარგებელ მოაქვს. მატერიალური კეთილდღეობისკენ მიმართული ენერგიის ხარჯვით კუროს მოქმედება გულწრფელია და ის თავს არ ზოგავს. ფულის შოვნის შემდეგ საყიდლებზე სიარულიც შეგიძლიათ: კურო ის იღბლიანია, ვისაც ფიტნესის ნაცვლად საყიდლებზე სიარულს ურჩევენ. თანაც ისეთ სიარულს, რომ დღის ბოლოს დაღლილობისგან ფეხე ვერ იდგეთ.

ტყუპები
ტყუპები თავს შესანიშნავად გრძნობენ, როდესაც ხანმოკლე ან ხანგრძლივი მოგზაურობის საშუალება მიეცემათ. უქმებზე, მეზობელ ქალაქში დასვენება, სუფთა ჰაერზე ექსკურსიები და ველოსიპედით გასეირნება - აი, მათი საუკეთესო ფიტნესი. ამასთან ტყუპებს ტონუსისთვის ბევრი საუბარი, ურთიერთობა და ინფორმაციის გაცვლა სჭირდებათ.

კირჩხიბი
შოპინგი, ჭორაობა - ფიტნესი კიდევ რომელი საინტერესო სახეობა არსებობს? როგორ უცნაურადაც არ უნდსა ჟღერდეს, კირჩხიბები შესანიშნავ ფორმაში არიან, როცა ნერვიულობენ და უმიზეზოდ განიცდიან. მათგან განსხვავებით, ვინც სტრესს ჭამით ებრძვის, კირჩხიბები მადას კარგავენ. ამიტომ მშვიდი, კომფორტული და გაწონასწორებული ცხოვრება კირჩხიბებისთვის არაა. თუ გსურთ ტანწერწეტა იყოთ, პრობლემებსა და საზრუნავს უნდა ეძებდეთ. მაგალითად, თუ პური გინდათ, მაღაზიაში წასვლის ნაცვლად, ცომი მოზილეთ და თავად გამოაცხვეთ. რას იზამთ, სილამაზე მსხვერპლს მოითხოვს.

ლომი
ლომები შესანიშნავ ფორმაში არიან, როდესაც საჯარო გამოსვლა და აღფრთოვანებული ადამიანების აპლოდისმენტები ელით. აუდიტორიის წინაშე გამოჩენასთან დაკავშირებული მღელვარება უამრავ კალორიას წვავს. წონის სხვა ეფექტური სტაბილიზატორი იქნება მოძრავი თამაშები და მხიარული მოგზაურობა. მთავარია, რომ ყოველთვის გამოირჩეოდეთ და ყურადღების ცენტრში იყოთ.

ქალწული
ქალწულებმა მკაფიო, დეტალური ფიტნეს გეგმა უნდა შეიმუშაონ და ყოვეწლდღიურ გრაფიკში შეიტანონ. სამსახურით ან საოჯახო საქმეებით როგორი დაკავებულიც არ უნდა იყოთ, ყოველდღიური ვარჯიშის დრო უნდა გამონახოთ. დიახ, ქალწულისთვის ცხოვრების ჩვეული გრაფიკის შეცვლა ძნელია, მაგრამ ჰოროსკოპი თქვენთვის საინტერესო სხვა რეცეპტს არ გთავაზობთ და წვეულებები ან მაღაზიებში სირბილი ვერ დაგეხმარებათ. თქვენ აუცილებლად სპორტდარბაზში სიარული გჭირდებათ.

სასწორი
თქვენ აუცილებლად გჭირდებათ სხვა ადამიანებთან ურთიერთობა, იდეების გაცვლა, საერთო ინტერესების პოვნა. სხვათა მოსაზრებებისა და საჭიროებებისადმი ინტერესი და გახსნილობა - ასეთი ინტენსიური და ემოციური აქტივობა სასწორს საშუალებას მისცემს ენერგია სწორი მიმართულებით დახარჯოს და წინააღმდეგობა გაუწიოს წონის დაგროვების ტენდენციას.

მორიელი
მორიელებს ჭარბი დატვირთვა სჭირდებათ, როგორც ფიზიკური, ასევე ემოციური. სიმშვიდე და კომფორტი მათთვის წონის სტაბილური მატების გარანტიაა. მორიელებისათვის ასტროლოგებს უკიდურესად მავნე რჩევა აქვთ - იკამათეთ! იპოვეთ „შესაფერისი" მოწინააღმდეგე და მიეცით გასაქანი თქვენს მჭევრმეტყველებას. (ზოგჯეწრ, სწრაფი სიარულით ჩანაცვლებაც შეგილიათ)

მშვილდოსანი
მშვილდოსნების ტონუსი მაშინ ირთვება, როდესაც ჭკუა არიგებენ იმას, ვისაც ეს არ მოსწონს. არამეგობრული აუდიტორიის წინაშე დიდაქტიკური გამოსვლა და არაკეთილმოსურნეთა პროვოცირება ზედმეტი კილოგრამების დაკლებაში დაგეხმარებათ. მნიშვნელოვანია სწავლების დონის გართულება მუდმივად, რადგან ნაცნობი, უკვე „დამუშავებული” აუდიტორია საზოგადოებასთან ენერგის გაცვლაში ვერ დაგეხმარებათ.

თხის რქა
თხის რქებს, ქალწულების მსგავსად, ვარჯიშის მკაფიო გეგმა უნდა ჰქონდეთ, რომელიც უნდა დაიცვან, თუნდაც მიწისძვრა ან წარღვნა იყოს. რაც თხის რქებს ხარისხობრივ ურთიერთობაში და გარე სამყაროსთან ენერგიის გაცვლაში ნამდვილად ეხმარება, ნებისმიერი სოციალური მიღწევაა. მათი მასშტაბი შეიძლება ნებისმიერი იყოს, მთავარია, რომ ის მისთვის მნიშვნელოვანი იყოს.

მერწყული
მერწყული მაქსიმალურად ინარჩუნებს ოპტიმალურ წონას ... ფრენის დროს. თქვენი ფიტნესი არის ფრენა, ტრამპლინი, პარაშუტი.. სიჩქარეც ასევე ეფექტურია: მოტოციკლი ან ცხენის ჭენება. კარგი შედეგი აქვს როკ-ჯგუფის გამოსვლის დროს ცეკვას. მთელი ხმით აყევით სიმღერას, რათა დაძაბულობისგან მაქსიმალურად გათავისუფლდეთ და დაისვენოთ. სასარგებლოა მასშტაბური ძიების ჩატარება ან რთული პროექტის განხორციელება. მერწყულები არ ანებდებიან, პირიქით - ერთობიან და საკვებს ივიწყებენ.

თევზები
თევზები, ისევე როგორც კირჩხიბი, ემოციებზეა დამოკიდებული, მაგრამ ყველაფერი არც ისე მარტივია: ნეგატიურ ემოციებს წონის მომატების პროვოცირებაც შეუძლიათ. უმჯობესია, ყურადღება პოზიტივზე გადაიტანოთ: მაგალითად, დაიწყეთ ცეკვის გაკვეთილებზე სიარული მასწავლებელთან, რომელიც მუსიკას გაგრძნობინებთ. გარდა ამისა, წონის კლებაში მოგზაურობაც დაგეხმარება და რაც უფრო შორს, მით უკეთესია. ფეხით სიარული აუცილებელი არ არის, თუმცა კარგი აზრია.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა