17 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
ნახეთ ვის ელის წარმატებული დღე და პლანეტების მფარველობა.
ვერძი
ამ დღეს ეცადეთ სიახლეებს და ექსპერიმენტებს ერიდოთ. იმოქმედეთ ძველი, კარგად ნაცნობი მეთოდებით. აუცილებელია შექმნილ სიტუაციაში სწორად ორიენტირება შეძლოთ და მოვლენათა ბუნებრივ მსვლელობას ხელი არ შეუშალოთ. ეცადეთ თავშეკავება და სიბრძნე გამოიჩინოთ და ეგოისტ და არაკეთილსინდისიერ ადამიანებს ერიდოთ.
კურო
ამ დღეს წარუმატებლობის არ უნდა შეგეშინდეთ, რადგან ნებისმიერ სირთულეს სწრაფად და ოსტატურად აუვლით გვერდს. დადებითი ტენდენციების მიუხედავად, რისკს უნდა მოერიდოთ და მიზნის მისაღწევად სწორი გზა უნდა შეარჩიოთ. ეს დღე ხელსაყრელია ინტიმური შეხვედრებისა და ცოლქმრული სიყვარულისთვის. ყველა დაავადება, რომელიც ამ დღეს გამოვლინდება, სწრაფად და ადვილად განკურნებადია. სიზმრების შესახებ სჯობს არავის უამბოთ.
ტყუპები
ზედმეტი დატვირთვა არასასურველია. თუ ავტომობილს მართავთ, ამ დღეს განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყოთ. მოსალოდნელია მცირე გაუგებრობები და დაუცველობის გრძნობა. აუცილებელი არ არის საკუთარ თავს ყველაფერზე უარი უთხრათ. გათავისუფლდით პირქუში ფიქრებიდან და ეცადეთ საკუთარ თავს მეტი სიამოვნება მიანიჭოთ. უსარგებლო ნივთებზე ფულის ხარჯვას ერიდეთ. სიზმრები შეიძლება წინასწარმეტყველური იყოს.
კირჩხიბი
ამ დღეს ძალზე მაღალია კონფლიქტური სიტუაციების ალბათობა. ვიღაც ცდილობს პროვოკაცია მოგიწყოთ, ამიტომ ნუ იქნებით გულწრფელი იმ ადამიანებთან, რომელთა წესიერებაში დარწმუნებული არ ხართ. შეიძლება გამომუშავებულ თანხებთან დაკავშირებით, პარტნიორებთან სერიოზული უთანხმოება მოგივიდეთ. ამ დღეს ურთიერთგაგება საერთოდ არ არსებობს. ბრალს ისეთ საქმეშჭი დაგდებენ, რაც არ ჩაგიდენიათ. თუ შესაძლებელია, ეცადეთ განმარტოვდეთ. არ იდარდოთ, ყველაფერი ისე ცუდად არ არის, როგორც ჩანს.
ლომი
ბევრი ლომი უცხო ადამიანებში თავს შინაურად და შინაურებში უცხოდ იგრძნობს. სავარაუდოდ, ახალ სამსახურში გადასვლის შეთავაზება მიიღოთ. სანამ დათანხმდებით, ეცადეთ ყველა დადებითი და უარყოფითი მხარე კარგად აწონ-დაწონოთ. გამორიცხული არაა შემოთავაზებული აქტივობა თქვენს ცხოვრებისეულ ღირებულებებს და შეხედულებებს არ ემთხვევა. ნუ წახვალთ კომპრომისზე საკუთარ სინდისთან.
ქალწული
შესაძლოა, ამ დღეს ოჯახში დაძაბული სიტუაციის განმუხტვა შეძლოთ, თუმცა ორმხრივი წყენით გამოწვეული უსიამოვნო მოგონებები დიდხანს გაგყვებათ. ახლობელ ადამიანებთან ურთიერთბა პრობლემების თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ. ახალი, საინტერესო ნაცნობობა შეიძლება მეგობრობაში გადაიზარდოს.
სასწორი
ეს დღე პირად ცხოვრებაში უამრავ სიურპრიზსა და უსიამოვნებას გპირდებათ. გირჩევთ ინტიმური შეხვედრების გააუქოთ, რადგან მოსალოდნელია ჩხუბი ან ერთმანეთის მიმართ უკმაყოფილება. თქვენი ცინიზმი და უხეშობა სიტუაციას გაართულებს, ამიტომ მაქსიმალური მოქნილობისა და ტაქტის გამოჩენა მოგიწევთ. ცხოვრება თავად დაგანახებთ პრობლემიდან სწორ გამოსავალს. სასურველია ყველა შეხვედრა და ვიზიტი გააუქმოთ და მთელი დღე სახლში დარჩეთ.
მორიელი
ეს დღე აურისა და დადებითი ტენდენციების გაძლიერებას უკავშირდება და ხელსაყრელია მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მისაღებად. საქმეთა წარმატებით დასრულების ან მოულოდნელი დახმარების შედეგად მოსალოდნელია ფინანსური მდგომარეობის მნიშვნელოვნად გაუმჯობესება. ამ დღეს განწყობა შეიძლება მხოლოდ სოციალურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში მომხდარმა მოვლენებმა გაგიფუჭოთ.
მშვილდოსანი
ხელსაყრელი დღეა გაწყვეტილი ურთიერთობების აღდგენისთვის. შესაძლებლობა გექნებათ, რომ დაწყებული საქმე წარმატებით დაასრულოთ და საჭირო ადამიანებთან კონტაქტი დაამყაროთ, რაც დამატებითი შემოსავალის მიღების საშუალებას მოგცემთ. საღამოს მზად იყავით მოულოდნელი სტუმრების მისაღებად.
თხის რქა
ზოგადად, ხელსაყრელი დღეა, თუმცა სასურველსა და რეალობას შორის შეუსაბამობის გამო საღამოს საკუთარი თავით მაინც უკმაყოფილო დარჩებით. ბევრი თხის რქა ამ დღეს ცხოვრების აზრის პოვნას და მარადიული ჭეშმარიტების აღმოჩენას დაუთმობს. თავი აარიდეთ ეგოისტ ადამიანებს, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება მათზე დამოკიდებული გახდეთ.
მერწყული
ამ დღეს მერწყულებმა შეიძლება საკუთარი თავი, როგორც ნიჭიერმა რედაქტორებმა და მწერლებმა გამოავლინონ. ოჯახური პრობლემები ისე წინა პლანზე გამოვა და მნიშვნელოვან ფინანსურ ხარჯებს მოითხოვს. დღის მეორე ნახევარში გირჩევთ ოჯახის წევრების გარემოცვაში ან მარტო გაატაროთ.
თევზები
ამ დღეს იზრდება და ძლიერდება ისეთი თვისებები, როგორებიცაა სიზარმაცე და ცდუნებებისკენ მიდრეკილება. ეცადეთ ცდუნებებს გაუმკლავდეთ და ყველა მიწიერი სიამოვნების შეზღუდოთ. ამ დღეს მხოლოდ მკაცრი დიეტა და თავშეკავება გჭირდებათ.მტკივნეულად ნუ განიცდით თქვენა გარშემო მიმდინარე მოვლენებს, რადეგან ამ დღეს თქვენზე ძალიან ცოტარამ არის დამოკიდებული. ეცადეთ ბუნებასთან უფრო ახლოს იყოთ.