გაერო 14 წლის გოგოს გარდაცვალების საქმის სრულყოფილ გამოძიებას მოითხოვს
საქართველოში გაეროს სააგენტოთა ჯგუფი ქობულეთში 14 წლის გოგოს გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც გარემოებების სრულყოფილ გამოძიებას მოითხოვს.
როგორც გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, მომხდარი საქართველოში არსებულ, გაუპატიურების, სექსუალური ძალადობისა და გენდერული უთანასწორობის სტერეოტიპებზე მიუთითებს.
გაეროს განცხადებაში, ასევე, აღნიშნულია, რომ ბავშვებზე სექსუალური ძალადობის საქმეებზე სპეციალიზირებული პროფესიონალები უნდა მუშაობდნენ. ჯგუფი წერს, რომ უნდა შეიცვალოს სოციალური ნორმები და დამოკიდებულებები, რომლის მიხედვითაც საზოგადოება მხარს უჭერს ქალებზე სექსუალურ ძალადობასა და გოგონების მიმართ ჩადენილ დანაშაულზე დაზარალებულს ადანაშაულებენ.
"დაუყოვნებლივ უნდა გადაიდგას ნაბიჯები, ტრაგედიის გამეორების თავიდან ასაცილებლად და ქალისა და ადამიანის უფლებების სრულად დასაცავად ყველა დროსა და სიტუაციაში. ქალებს აქვთ უფლება განათლების და აქვთ უფლება მიიღონ გადაწყვეტილება მათ აწმყოსა და მომავალზე",- ნათქვამია განცხადებაში.
ჯგუფი რეკომენდაციას გასცემს სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ბავშვთა ინტეგრირებული სერვისის შექმნაზე, რომელიც ბავშვების ფსიქოლოგიურ და სოციალურ რეაბილიტაციას უზრუნველყოფს.
გაერო მზაობას გამოთქვამს, სისტემური პრობლემების გადასაჭრელად, იმუშაოს საქართველოს მთავრობასთან, საზოგადოებრივ ჯგუფებთან და უფლებადამცველებთან.
mtavari.tv