თეგებით ძიება

"სახელმწიფომ და ოჯახმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ გავბოზებულიყავი!" - ახალგაზრდა ქალის ტრაგიკული ისტორია

ადამიანები ამორალურები არ იბადებიან. დევიანტებს საზოგადოება, სოციალური პირობები აყალიბებს. მართალია, არსებობს გარკვეული პათოლოგიური გადახრაც, მაგალითად ნიმფომანია, როცა უკვე ჰორმონები აყალიბებს ქცევის ამა თუ იმ ტიპს, მაგრამ ნეტწილად მაინც ოჯახსა და სოციუმზეა დამოკიდებული, რამდენად აქვს პიროვნებას სუბლიმაციის უნარი.

მინდა, გიამბოთ ახალგაზრდა ულამაზესი და ძალიან საინტერესო ქალის შესახებ, რომელიც სწორედ საზოგადოებისა და ქვეყანაში გაბატონებული ნეპოტიზმის გამო მეძავად იქვცა.

ლ.ს. ახლა 40 წლისაა.
უმაღლესი განათლებით, სხვათა შორის, წარჩინების დიპლომით.
აი, რას ჰყვება იგი:

"12 წლისას დედა დამეღუპა ავტოკატარსტროფით, 3 წელის შემდეგ მამა ახლიდან დაქორწინდა. უდედობის მთელი ტკივილი სწავლაზე გადამქონდა, არ მინდოდა მეფიქრა ბევრი და თავგადადებული ვსწავლობდი, ძალიან ბევრს ვკითხულობდი. მერე ჩავირიცხე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რომელიც წარჩინებით დავამთავრე. აქედან მოყოლებული თუ სადმე ვაკანსია ცხადდებოდა, ყვეგან შემქონდა განაცხადი, გავდიოდი საკონკურსო გამოცდებზე სამინისტროებში, პარლამენტში, ვიღებდი მაქსიმალურ ქულებს 100%-ით, 99%-ით და დაბალქულიანებს იღებდნენ, მე კი გარეთ ვრჩებოდი. მახსოვს ერთხელაც გავდივარ კონკურსს და გარეთ შკრებილი კონკურსანტებისგან მესმის, რომ ჩვენ შანსი არ გვაქვს, რადგან ჩვენი კონკურენტი ამა და ამ დეპუტატის საყვარელია.

ერთ-ერთ სამინისტროში, სადაც ტესტირებისას 100 ქულა ავიღე, დეჟავუ დამემართა, რადგან იქაც ჩემი კონკურენტი ერთ-ერთი პოლიტიკური თანამდებობის პირის საყვარლი აღმოჩნდა.

ვიარე ასე უამრავ გამოცდაზე, ტესტირების შემდეგ გასაუბრება ტარდებოდა, მიღომოდნენ, მაქებდნენ გასაუბრებისას, მადლობას მიხდიდნენ, რომ ძალიან კარგად ვარ მომზადებული და ბოლოს აღარავინ მეძახდა.

პარალელურად ოჯახში დამეძაბა სიტუაცია, მამაჩემის ცოლი მუდამ ღიზიანდებოდა იმით, რომ ვმეცადინეობდი, ვკითხულობდი და " სხვის ნაშრომს მივირთმევდი", არადა რაც შემეძლო საოჯახო საქმეებს დაუზარლად ვაკეთებდი. არც შეყვარებული მყოლია, რომ გათხოვება და ამ სახლიდან გაქცევა მეფიქრა. მქონდა იმედი, რომ სადმე აუცილებლად გამეღებოდა ის კარი, რომელზევ მონდომებით ვაკაკუნებდი.

ერთხელაც ერთ-ერთი გასაუბრების შემდეგ თანამდებობის პირმა კაბინეტში შემიყვანა. მამაჩემზე უფროსი კაცი იყო და ვიფიქრე გამიმართლა, მოეწონა ჩემი მომზადების დონე და სამსახურში ავყავარ-თქო, გავიფიქრე. თურმე ჩემი ინტელექტი და განათლება კი არა, ფეხები მოწონებია, ფეხები!

24 წლის ვიყავი მაშინ. დამიწყო ძიძგილაობა ოთახში, ძლივს ვიშორებ ამ ბაბუისტოლ კაცს, ქშინავს და მეჭიდავება. თან მპირდება, რომ თუ კარგად "მოვემსახურები", სასათბურე პირობებს შემიქმნის.

რაღაც მომენტში მიხვდა, რომ არ ვარ ნაფერებ-ნაბურჯგნი, წესიერი და პატიოსანი გოგო ვარ და ამით კიარ იძაბება და ბოდიშს მიხდის? პირიქით, ძალიან ბინძურად და დამცინავად მეუბნება:
-ასეთი გოგო ამდენი ხანი მოუ@@@@ლი დადიხარ?
თან ისე ქირქილებს, თითქოს უზარმაზარი დანაშაული მქონდეს ჩადენილი.

აბსოლუტურად შტერი ვიყავი ამ ხვევნა-კოცნა-მტლაშა-მტლუშის მიმართულებით, მშიშარაც, დედინაცვლისგან დათრგუნული და ყვირილისაც კი შემეშინდა! ძლივს დავეხსენი, გამოვვარდი გარეთ, კაბა გავისწორე და გამოვქანდი ატირებული ქუჩაში.

ეს იყო უკანასკნელი მცდელობა, მონაწილეობა მიმეღო სამუშაოზე ასაყვან კონკურსებში! რადგან ყველა კონკურსში "პრიზი" წინასწარ იყო დარიგებული! თუმცა ეს უკვე 23-ე კონკურსი იყო.

სახლში ასეთ მდგომარეობაში ვერ მივიდოდი და თანაკურსელს მივაშურე. ძალიან აღელვებუმა მოვუყევი, რაც მოხდა. მეთქი უნდა ვუჩივლო და მირჩიე რაიმე. დაქალმა მითხრა, მაგ კაცს იმხელა თანამდებობა აქვს, აქეთ გაგაუბედურებს სამუდამოდო.
საშინელი დეპრესია დამეწყო. საჭმელსაც კი აღარ ვჭამდი. აღარც კითხვა შემეძლო, თავზე კი დედინაცვალი დამკიოდა, რომ უვარგისი ვარ, რომ არსად არ მიმიღეს, რომ შტერი ვარ, თორემ, აბა, როგორ აჰყავთ სამსახურებში დანარჩენები?

ერთ დღესაც საწოლიდან ძლივს წამოვდექი. ჩავიცვი, რაც შეიძლებოდა, გამომწვევად. გარეგნობა კი მიწყობდა ხელს და ქუჩაში უკანასკნელი კახპასავით გამოვედი. დავდექი პავლოვის პარკის წინ და პირველსავე მანქანას, რომელმაც გამიჩერა, ჩავუჯექი.

ასე დაიწყო ჩემი "მუშაობა", შემზარავი და გულისამრევი.

საღამოს შინ რომ ვბრუნდებოდი პროდუქტებით, არავინ მეკითხებოდა, სად ვმუშაობ და რა ჯანდაბით ვყიდულობ ამ პროდუქტებს. სიამოვნებით მიირთმევდა დედინაცვალი ჩემს "ნაშრომს". ყველაზე მეტად კი ის მიკვირდა, რომ მამაც არაფერს მეკითხებოდა, არასდროს ინტერესდებოდა, სად დავდივარ, რას ვაკეთებ, რით ვირჩენ თავს, ვარჩენ მის აფთარ ცოლს და ცოლის მოყოლილ ქალიშვილს. თუმცა იმ ბავშვს რას ვერჩი, ყველაზე მეტად ის გრძნობდა, რომ ჩემს თავს რაღაც უბედურება ტრიალებდა. როცა ჩემთვის ჩუმად ოთახში ვტიროდი, შემოვიდოდა, დამიჯდებოდა და თავზე მეფერებოდა, ისიც ჩუმად ჩემთან ერთად ტიროდა ხოლმე, მიუხედავად იმისა, რომ არასდროს უკითხავს, რატომ ვტიროდი ასე. მოსწავლე იყო და ვერც ვეტყოდი, ვერც ავუხსნიდი, მაგრამ გრძნობდა, რომ რაღაც ცუდ სიტუაციებში გავიხლართე ჩემი უბედური ყოფის გამო.

ამასობაში ორსულად დავრჩი, არც კი ვიცოდი, ვისგან... დამცავს ზოგი იყენებდა, ზოგი არა.
ოჯახში ჩემი ორსულობა რომ გაიგეს, ისეთი კონცერტი მომიწყვეს, თითქოს თვითონ არ მაიძულეს ფულის საშოვარზე გასვლა ნებისმიერი გზით. ჰოდა, წამოვედი, ერთ ჩემნაირ გზაარეულ გოგოს შევეკედლე, ისიც ჩემსავით გამოგდებული იყო სახლიდან და ერთად ვიხდიდით ქირას.

ბავშვიც ამ გოგოსთან გავაჩინე, ვაივაგლახით წამოვზარდე და... ისევ ორსულად დავრჩი. მირჩია მომეშალა, მაგრამ ამას ვერ გავაკეთებდი, შვილს ვერ მოვსპობდი და გავაჩინე!. ამასობაში ცალკე ბინაშიც გადავედი ქირით, მაგრამ ვაი ასეთ ცხოვრებას.

როცა მეზობლები მიხვდნენ, როგორ ვარჩენდი ბავშვებს, სოციალური სამსახური დამაყენეს თავზე...
ბოლოს ყველაფერი ბავშვების წართმევით დამთავრდა და არა ნორმალური, მინიმალური ანაზღაურებიანი სამსახურის შემოთავაზებით.

ასე ბავშვების და მეძავეობის ამარა დარჩენილმა რაღაცნაირად მოვახერხე, ამეგროვებინა ფული და გერმანიაში წამოვსულიყავი. ჩემში არასდროს იჯდა ამორალური არსება, საკუთარი მორალის და სინდისის წინააღმდეგ გალაშქრებამ დამისუსტა ნერვები, მაგრამ ეტყობა არაფერი იკარგება უკვალოდ და გერმანიაში ძალიან კარგ ოჯახში მოვეწყვე ბავშვების ძიძად. სხვის შვილებს ვზრდიდი ჩემი წართმეული შვილების ნაცვლად.

ამ ოჯახში ყველას შევუყვარდი ჩემი გულიანობით, ყურედღებიანობით, ინტელექტით, უნარებით, წესრიგით და მალე ბავშვების ბიძამ - დედის ძმამ ხელი მთხოვა. ეს იყო ჩემი ყველა ტკივილისთვის გადახდილი სიკეთე უფლისგან!

ქორწინებიდან 1 წლის თავზე მეუღლემ ბავშვების საქართველოდან წამოყვანის ნებაც დამრთო. ახლა მყავს ორი ბიჭი და ერთი გოგონა. მაგრამ სამივე შვილს ჩემი მეუღლის გვარი მივეცით. გერმანიაში სწავლა გავაგრძელე, დისერტაციაც დავიცავი და ამჟამად ვმუშაობ ერთ-ერთ მაღალანაზღაურებად სამსახურში იურისტად.

საქართველოსკენ გამოხედვაც აღარ მინდა, ქვეყნისკენ, სადაც ცოდნას, ნიჭიერებას, უნარებს ჩალის ფასი აქვს და თუ ვიღაც მაღალჩინოსნისგან რაიმენაირი ზურგი არ გაქვს, ვერაფერს მიაღწევ, მიაღწევ კი არა, შეიძლება ისე გატკინონ გული, რომ იძულებული გაგხადონ გაბოზდე!

მადლობა უფალს, რომ ბოლომდე არ გამიმეტა იმ სიბინძურისთვის, რომელშიც აღმოვჩნდი. დღეს უკვე ის წარსული კოშმარული სიზმარი მგონია"...

როცა ადამიანის სული სუფთაა, ის ყოველთვის ცდილობს, იპოვოს გზა ჭაობიდან ამოსაძვრომად და მისი სამშობლოც ისაა, სადაც ის თავის სულიერ სისუფთავეს პოულობს და იბრუნებს.
ლ.ს. ამის ცოცხლაი ნიმუშია!
intermedia.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა