ბრიტანელი მეცნიერები - დიდი ცხვირის მქონე მამაკაცები უფრო ნიჭიერები არიან
როცა საქმე ცხვირის ზომებს ეხება, ბევრი მამაკაცი თავის დიდ ცხვირს განსაკუთრებულ უნარებთან აკავშირებს და ამაში სიმართლის მარცვალი ნამდვილად არის. როგორც გაირკვა, დიდი ცხვირის მქონე ადამიანებს განსხვავებული თვისებები აქვთ, მაგრამ არა ფიზიკური.
დიდ ბრიტანეთში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ დიდი ცხვირის მქონე ადამიანები უფრო ამბიციურები და პროდუქტიულები, ინვესტორების უნარების მქონეები და კარგი ეკონომისტები არიან.
ბრიტანელი მეცნიერები ქალების გრძელ ცხვირთან დაკავშირებით არაფერს ამბობენ, თუმცა ჯერ კიდევ ძველ ბერძნებსა და რომაელებს სჯეროდათ, რომ გრძელი ცხვირი (ორივე სქესში) ადამიანის ძლიერ ნებისყოფაზე და ძალაუფლების სურვილზე მეტყველებს.
ცნობისმოყვარე ფაქტები ცხვირის შესახებ:
ადამიანის ცხვირი ბუნებაში ერთ – ერთ საუკეთესო ჰაერის ფილტრად ითვლება. ცხვირის ნესტოებში პატარა ბეწვები ჰაერიდან მიკრობებისა და მტვრის გაფილტვრაზე არიან პასუხისმგებლები და ბოლოს, ცხვირში ჰაერი თბება და ტენიანდება.
ადამიანების ცხვირს 10,000-ზე მეტი სახის სუნის აღქმა შეწულია.
ქალებში ცხვირი 15-17 წლამდე იცვლება და ვითარდება, ხოლო მამაკაცებში 17-19 წლამდე.
ჩვილები დედებს მხოლოდ სუნით აღიქვამენ.
ცხოვრების გარკვეულ ეტაპე ცხვირის წვერი ოდნავ ძირს ეშვება და ეს სიბერის პირველი ნიშანია.
რინოპლასტიკა მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული ესთეტიკური ოპერაციაა, რომლის დროსაც ცხვირის თანდაყოლილი დეფექტების გასწორება ხდება, მაგრამ ამავე დროს, ეს ყველაზე სარისკო ოპერაციაა. რინოპლასტიკას მილიმეტრების ქირურგიას ეძახიან, ვინაიდან წარმატებულ და სრულიად წარუმატებელ შედეგს შორის სხვაობა მილიმეტრებით განისაზღვრება.
სუნი პირდაპირ კავშირშია თქვენი ტვინის ჰიპოკამუსთან, რომელიც მოგონებებს ქმნის. ამიტომ, ნაცნობი სუნი მოგონებებს აღგიძრავთ. ადამიანის ხუთი გრძნობიდან სუნი ერთადერთი გრძნობაა, რომელიც ტვინში მოგონებებს აყალიბებს.
ცხვირი ვერ აღიქვამს ნახშირბადის მონოქსიდს და ბუნებრივ აირს, რადგან მათ სუნი არ აქვთ. სხვათა შორის, ამის გამო, სუნის მისაცემად, ბუნებრივ აირს სპეციალური ნაერთები ემატება.
ცემინების დროს, ცხვირიდან გამოტყორცნილი ნაწილაკები 160 კმ / სთ სიჩქარეს აღწევენ.