თეგებით ძიება

ხაჭო, შოკოლადი და კვერცხი - 3 ინგრედიენტი ზღაპრული დესერტისთვის

თუ გსურთ საკუთარი თავი და ოჯახის წევრები ნატურალური და ხელმისაწვდომი პროდუქტებისგან დამზადებული უგემრიელესი დესერტით გაახაროთ, ეს რეცეპტი თქვენთვისაა.

შემადგენლობა:
4 კვერცხი;
300 გრ ხაჭო;
100 გრ შოკოლადი.

მომზადების წესი:
1. შოკოლადი წყლის აბაზანაზე გაადნეთ და გაგრილეთ. პერიოდულად მოურიეთ, რომ ერთგვაროვანი მასა მიიღოთ.
2. კვერცხების ცილები და გულები გააცალკევეთ. გულები კარგად ათქვიფეთ ხაჭოსთან ერთად და გამდნარი შოკოლადს შეურიეთ.
3. კვერცხის ცილები მიქსერით კარგად ათქვიფეთ, სანამ მყარ ქაფს არ მიიღებთ. შემდეგ ფრთხილად შეურიეთ ხაჭოსა და შოკოლადს ქვევიდან ზემოთ მიმართულებით.
4. ყალიბში საცხობი ქაღალდი დააფინეთ და ხაჭოიანი მასა გადაიტანეთ.
5. ყალიბი ჩადგით უფრო დიდ წყლიან ჭურჭელში ისე, რომ წყალი ყალიბის ნახევარს ფარავდეს და წყლიანად ღუმელში მოათავსეთ.
6. გამოაცხვეთ 180 ° C ტემპერატურაზე 50–55 წუთის მანძილზე.
7. გამომცხვარი დესერტი ღუმელიდან გამოიღეთ და გააგრილეთ. 10 წუთის შემდეგ ფორმიდან ამოიღეთ და კარგად გააცივეთ.
8. დესერტი თქვენი გემოვნებით გააფორმეთ - გახეხილი შოკოლადით, ქოქოსის ფანტელებით, დაჭრილი თხილი და ა.შ.

გემრიელად მიირთვით!


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა