ნამცხვარი ბაუნტი
ბაუნტის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:
ბისკვიტისთვის:
4კვერცხი
200გრ.შაქარი
ვანილი
მწიკვი მარილი
200მლ.რძე
200მლ.ზეთი
300გ.ფქვილი
2ჩ.კ გამაფხვიერებელი
2ს.კ კაკაო
ავთქვიფოთ კვერცხი მწიკვ მარილთან და შაქაეთან ერთად გათეტრებამდე+ზეთი+კაკაოიანი რძე, ვანილი და ბოლოს დავაცრათ ფქვილი, რომელსაც გამაფხვიერებელი წინასწარ შევურიე, ვაცხობთ 160 გრადუსზე 30წუთი, გავაციოთ და გავჭრათ შუაზე.
ქოქოსის ბისკვიტი:
5კვერცხის ცილა
200გრ. შაქარი
ვანილი
მწიკვი მარილი
200გრ. ქოქოსის ფანტელი
1ჩ/კ გამაფხვიერებელი
ვამზადებთ მყარ ბეზეს, ვურევთ ქოქოსის ფანტელს ძალიან ფრთხილად, ბოლოს ვუმატებთ გამაფხვიერებელს, ვაცხობთ, იგივე სიდიდის ფორმაში, რაც გამოვიყენეთ ბისკვიტისთვის 170 გრადუსზე 30წუთი.
კრემის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:
5კვერცხის გული
6ს/კ შაქარი
1შეკვრა ვანილის პუდინგი ან 5ს/კ სიმინდის სახამებელი
ვანილი
500მლ. რძე
250გრ. კარაქი
კვერცხის გულები+შაქარი, ვანილი, პუდინგის ფხვნილი ავურიოთ კარგად დავასხათ 250მლ. რძე, მორჩენილი 250მლ. რძე კი წამოვადუგოთ და დავასხათ კვერცხიანი მასა, ვურიოთ გამუდმებით დაბალ ცეცხლზე. კრემი არ უნდა აგვიდუღდეს, როგორც კი შესქელდება, მზადაა, გადავიტანოთ სხვა ჭურჭელში დავაფაროთ სამზარეულოს ცელოფანი, ისე რომ კრემს ეხებოდეს, გავაციოთ და გაციებულ მასას შევათქვეფთ ნელ-ნელა კარაქს.
ბისკვიტის ერთ ნაწილს წავუსვათ კრემი, დავადოთ ქოქოსის ფენა, გადავუსვათ კრემი, ბოლო ფენას მოვასხათ მხოლოდ მინანქარი.
ქოქოსის ბურთულები, დეკორისთვის. რისთვისაც დაგვჭირდება 200 გრ ქოქოსის ფანტელი და 150 გრ შესქელებული რძე.
ასევე შეგიძლიათ გაუკეთოთ მინანქარი: 3 სუფრის კოვზი კაკაო, 3ს/კ შაქარი, 3ს/კ რძე და 50 გრ შაქარი.
მოამზადეთ და გემრიელად მიირთვით
ავტორი: თამო თედორაძე