თეგებით ძიება

ინტერვალური შიმშილი ანუ როგორ დავიკლოთ 5კგ სამ დღეში

ეს დიეტა მაშველი რგოლია მათთვის, ვისაც პაემანის წინ ან მნიშვნელოვან ღონისძიებამდე წონის სწრაფად დაკლება სურს. მას პერიოდულად მიმართავენ ჯენიფერ ენისტონი და მირანდა კერი.

ინტერვალური შიმშილის არსი იმაში მდგომარეობს, რომ დღე-ღამეში ზედიზედ 16 საათი იშიმშილოთ, ხოლო დანარჩენი 8 საათი შეგიძლიათ ყველაფერი მიირთვათ: ფუნთუშები, ნამცხვრები, შემწვარი კარტოფილი...

მაგალითად, თუ დილის 9 საათზე საუზმობთ, მაშინ ბოლო კვება (ეს შეიძლება იყოს პიცა, მაკარონი ან სტეიკი) საღამოს 5 საათამდე უნდა მოასწროთ.

გაითვალისწინეთ, რომ ეს დიეტა მენიუდან სწრაფი კვებისა და სგაზიანი სასმელების ამოღების გარეშე არ იმუშავებს.

კვების ასეთი სისტემა ძალიან ეფექტურია, მაგრამ ყველასთვის არა. მაგალითად, თუ ადამიანს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პრობლემები აქვს (გასტრიტი ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული), მაშინ საკვების მიღებებს შორის ასეთი ხანგრძლივი ინტერვალი არ უნდა გააკეთოს. და კიდევ, 16-საათიანი შიმშილის შემდეგ პირველი კვება ყველაზე ნოყიერი უნდა იყოს, დღის ბოლომდე კი კალორიების რაოდენობა თანდათან უნდა შეამციროთ.

მიუჩვეველ ორგანიზმს შეიძლება16 საათიანი შიმშილობის გადალახვა გაუჭირდეს, ამიტომ ყველაზე რთულ დროს შეგიძლიათ მწვანე ჩაი ან ერთი ჭიქა წყალი დალიოთ.

ზოგადად, ინტერვალური შიმშილობა არა უმეტეს, ორი კვირისა გრძელდება. ზედმეტი კილოგრამების კლებას სამი დღის შემდეგ იგრძნობთ და დიეტას თუ ზედმიწევნით დაიცავთ, შეგიძლიათ ამ სამ დღეში 5 კგ-მდე დაკარგოთ.

ზოგიერთი ექიმი ასეთი დიეტის რამდენიმე თვის განმავლობაში დაცვას არ კრძალავს, თუმცა იმ პირობით, რომ სხეული 16 საათიან შიმშილს კარგად უმკლავდება. თუ წონის კლებისა და ძალების მოზღვავების გარდა, თავბრუსხვევას და სისუსტეს იგრძნობთ, უმჯობესია შიმშილობის გადადოთ და რამე სასარგებლო, მაგალითად, მწვანე ვაშლი მიირთვათ.

სხვათა შორის, ინტერვალურ შიმშილს უკუჩვენებებიც აქვს. თუ 18 წლამდე ასაკის ან ორსული ხართ, თუ დიაბეტი ან პოდაგრა გაქვთ ან ბავშვს ძუძუთი კვებავთ, მაშინ ეს დიეტა სათქვენო არ არის. ზოგადად, ნებისმიერი დიეტის დაწყებამდე სასურველია, რომ ექიმთან კონსულტაცია გაიაროთ.

ინტერვალური შიმშილიდან კვების ჩვეულებრივ რეჟიმზე ძალიან ფრთხილად უნდა გადახვიდეთ. მძიმე, ცხიმიან საკვებზე ერთბაშად გადასვლის შემთხვევაში, ზედმეტი კილოგრამები სწრაფად დაგიბრუნდებათ. ეცადეთ თანდათანობით შეამცირეთ დროის ინტერვალი საკვების მიღებას შორის და თქვენს დიეტას ადვილად ასათვისებელი საკვები: სალათები, პიურე სუპები, ბოსტნეული და ხილი დაამატეთ.

გარდა იმისა, რომ ინტერვალური შიმშილის დროს, სხეული ენერგიას ცხიმების დაშლის შედეგად იღებს, ხდება დეტოქსიკაცია, ყურადღების კონცენტრაცია უმჯობესდება და სისხლში შაქრისა და ქოლესტერინის დონე იკლებს და ეს შესანიშნავია!


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა