თეგებით ძიება

ბაღდადის რაიონ სოფელ ზედადიმში ხიდი ჩაინგრა

ბაღდადის რაიონ სოფელ ზედადიმში საცალფეხო ხიდი ჩამოინგრა და 6 სოფელი ბაღდადის ცენტრს მოწყდა.

მაცხოვრებლებს საცალფეხო ხიდი აღარ აქვთ შემოვლითი გზა კი 14 კილომეტრია და ტაქსით ცენტრამდე მისვლას 10 -15 ლარი სჭირდება.

გადაჭრილია წყლის მილებიც ამჟამად სოფელს წყალი არ მიეწოდება.

აქციას მართავენ მოსახლეობა და ხიდის სასწრაფოდ აღდგენას ითხოვენ.

აღსანიშნავია, რომ მთავარ ხიდს რესტავრაცია უტარდება და გაკეთებული იყოს დროებითი საცალფეხო ხიდი, უამინდობის გამო წყალდიდობამ ბეტონის ბურჯი წაიღო შედეგად კი ხიდი ჩამოინგრა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა