თეგებით ძიება

თბილისში პარკირების ჯარიმებმა 11.8 მლნ ლარს გადააჭარბა

თბილისში პარკირებაზე 8 თვეში გამოწერილმა ჯარიმებმა 11.8 მლნ ლარს გადააჭარბა. უფრო კონკრეტულად, საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების (კონსოლიდაციის გარეშე), მიხედვით, 2024 წლის იანვარ-აგვისტოში დედაქალაქში პარკირების წესების დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმებით ბიუჯეტში 11 836 042 ლარი შევიდა, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში - 11 288 954 ლარი.

ამასთან, გაზრდილია ზოგადად საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ბიუჯეტში შესული თანხის მოცულობაც. ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, წელს იანვარ-აგვისტოში საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ბიუჯეტში 151.273 მლნ ლარი შევიდა, წინა წლის 7 თვეში - 140.370 მლნ ლარი.

ცნობისთვის, 2022 წლის შემოდგომიდან პარკირების წესების დარღვევაზე ჯარიმები გაიზარდა, ნაცვლად 10 ლარისა, 50 ლარი გახდა.

ბიზნესპრესნიუსი


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა