თეგებით ძიება

სიცოცხლის ბოლომდე ლაქად გაგყვებათ ეს საქმე, თავი გადაირჩინეთ - ნიკა მელიას ადვოკატი მოსამართლეს

თქვენ აუცილებლად სიცოცხლის ბოლომდე ლაქად გაგყვებათ ეს საქმე და ამიტომ გთხოვთ, რომ თქვენი თავი გადაარჩინოთ , - ასე მიმართა
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა მოსამართლე ნინო ჩახნაშვილს .

ადვოკატის თქმით, მოსამართლის გადაწყვეტილება მელიას არაფერს დააკლებს

„ვინმეს ახლა ჩვენი შუამდგომლობის დაკმაყოფილება თუ სჭირდება და ვინმესთვის დადებითი შედეგის მომტანი თუ იქნება, ეს ხართ მხოლოდ თქვენ და არა ნიკა მელია. თქვენ მიერ გახმოვანებული გადაწყვეტილებით, ნიკა მელიას არაფერი დააკლდება და თქვენ ნამდვილად. ამ შუამდგომლობას თუ დააკმაყოფილებთ, აუცილებლად პოზიტიურად აისახება როგორც თქვენს პროფესიულ მომავალზე, ასევე თქვენს პიროვნულ ცხოვრებაზე, ასევე იმაზე, რაზეც ბატონი ბექა ბასიალია საუბრობდა, რომ მნიშვნელობა არ აქვს, პროფესიულად სად და როგორ იქნებით, მნიშვნელობა არ აქვს, რა გარემოებებში ხდება გადაწყვეტილების მიღება. თქვენ აუცილებლად სიცოცხლის ბოლომდე ლაქად გაგყვებათ ეს საქმე და ამიტომ გთხოვთ, რომ თქვენი თავი გადაარჩინოთ ამით და დააკმაყოფილოთ წინამდებარე შუამდგომლობა“, – მიმართა საძაგლიშვილმა მოსამართლეს.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას ადვოკატებმა მოსამართლე ნინო ჩახნაშვილის აცილება მოითხოვეს. მოგვიანებით მოსამართლე სათათბიროდ გავიდა, თუმცა, მან ადვოკატების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა