თეგებით ძიება

რა იწვევს კრიტიკულ დღეებში დეპრესიას და გაღიზიანებადობას

კრიტიკული დღეების დადგომამდე ზოგიერთი ქალი ფიზიკურ დისკომფორტთან ერთად ხასიათის ცვლილებასაც უჩივის .
მოსალოდნელია:
• გაღიზიანება;
• აგრესიულობა;
• დეპრესიული მდგომარეობა;
• უმიზეზო, ხშირი ტირილი;
• მეხსიერების გაუარესება;
• ძილის დარღვევა.

ეს სიმპტომები მენსტრუაციის პირველივე დღეებში ან მისი დასრულებისთანავე ქრება. ამ მდგომარეობას ექიმები მენსტრუაციისწინა სინდრომს უწოდებენ. მენსტრუაციისწინა სინდრომს ყველაზე ხშირად უჩივიან ქალები, რომლებიც ეწევიან გონებრივ შრომას, განიცდიან პროფესიული მავნე ფაქტორების ზემოქმედებას, აქვთ რომელიმე ქრონიკული დაავადება.
მიიჩნევა, რომ მენსტრუაციისწინა სინდრომი ჰორმონული დარღვევების, კერძოდ, სისხლში ქალის სასქესო ჰორმონების შემცველობის მომატების შედეგია. ამ დროს აღინიშნება ვეგეტატიური ნერვული სისტემის მდგომარეობის ცვლილებებიც.
ქალებს.

ჰორმონული ფონის ყოველთვიური ცვლილებების თავიდან აცილება არ შეუძლიათ, მაგრამ უსიამოვნო მდგომარეობის შემსუბუქება სავსებით შესაძლებელია.

mkurnali.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა