თეგებით ძიება

ნიკა მელიას დასაკავებლად მისული პოლიციის წარმომადგენლები „ნაცმოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში არ შეუშვეს, რის შემდეგაც მათ ტერიტორია დატოვეს

„ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისთან შსს-ს წარმომადგენლები მივიდნენ, თუმცა იქ შეკრებილებმა სამართალდამცველებს შენობაში შესვლის საშუალება არ მისცეს.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია მთელი ღამე, მხარდამჭერებთან ერთად ენმ-ს ოფისში იმყოფებოდა.

პოლიციის წარმომადგენლები ნიკა მელიას მოუწოდებენ, დაემორჩილოს კანონს.

მათ აქვთ განჩინების ტექსტი მიტანილი, სადაც აფრთხილებენ, რომ ნიკა მელია საკუთარი ნებით ჩაბარდეს პოლიციას, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება ალტერნატიული ქმედებები მის დასაკავებლად.

პოლიციის წარმომადგენლები „ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში არ შეუშვეს, რის შემდეგაც მათ ტერიტორია დატოვეს.

შეგახსენებთ, 16 თებერვალს „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერს ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ პატიმრობა შეუფარდა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა