თეგებით ძიება

"გუნდში დაპირისპირება არ არის“ - დიმიტრი ხუნდაძე

ქართული ოცნების წევრი დიმიტრი ხუნდაძე გიორგი გახარიას პოსტიდან გადადგომის შემდეგ ამბობს, რომ გუნდში დაპირისპირება არ არის.

"გუნდში დაპირისპირება არ არის. გახარიამ გააკეთა ის, რაც გააკეთა. მერჩივნა, რომ ის ყოფილიყო პრემიერად", - თქვა ხუნდაძემ.

ის ამბობს, რომ გახარიას გადაწყვეტილება "არადროული იყო". რაც შეეხება კითხვას, გაამწვავდება თუ არა ეს პროცესი, ხუნდაძე ამბობს: "არავითარ შემთხვევაში არ გამწვავდება".

გიორგი გახარიამ პრემიერმინისტრის პოსტი დღეს, 18 თებერვალს დატოვა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა