„სამი დღის წინ გავიდა სახლიდან და მას მერე აღარ უნახავთ“ - ოჯახი 27 წლის ლაშა კობახიძეს ეძებს
თბილისში 27 წლის ახალგაზრდას ეძებენ.
როგორც ახლობლები აცხადებენ, ლაშა კობახიძე სახლიდან 23 დეკემბერს გავიდა და მას შემდეგ აღარავის უნახავს.
"მეგობრებო, ოჯახი ეძებს ლაშა კობახიძეს.
ლაშა სამი დღის წინ გავიდა სახლიდან და მას მერე აღარ უნახავთ.
აცვია შავი ქურთუკი, შავი შარვალი და შავი ბოტასი. მობილური ტელეფონი გამორთული აქვს!
თუ სადმე შენიშნეთ, გთხოვთ დაუკავშირდეთ ☎️ 579 08 55 30 სალომე“ - ვკითხულობთ ინფორმაციაში.