ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ბიძინა ივანიშვილს ფინანსური სანქციები დაუწესა
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ბიძინა ივანიშვილს ფინანსური სანქციები დაუწესა - ამის შესახებ აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის განცხადებაში წერია
„ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, „ქართულმა ოცნებამ“ წინ წასწია კრემლის ინტერესები საქართველოს ევრო-ატლანტიკური ტრაექტორიის რელსებიდან გადაყვანით, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება იმას, რასაც ითვალისწინებს საქართველოს კონსტიტუცია და ქართველი ხალხი“, - წერს სახაზინო დეპარტამენტი
ივანიშვილის „მთელი ქონება, რომელიც განთავსებულია შეერთებულ შტატებში, ან აშშ-ის პირების მფლობელობაში ან კონტროლში, დაიბლოკება (ანუ გაიყინება)“
წყარო: „რადიო თავისუფლება“