დღეს სიტყვა იძენს რეალურ ძალას, რასაც ხმამაღლა ისურვებ, განხორციელდება - ფენ შუის რჩევები
დღეს, მთვარის მე-7 დღეს, სიტყვა იძენს რეალურად ძლიერ ძალას!
რაც ხმამაღლა იქნება ნათქვამი, შეიძლება მტკიცედ და დიდი ხნით შემოვიდეს ჩვენს ცხოვრებაში. რასაც ხმამაღლა უსურვებ სხვას ან საკუთარ თავს რეალურად განხორციელდება.
განსაკუთრებით საშიშია სიცრუე და ვინმესთვის ცუდის სურვება, ამიტომ დღეს განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ სიტყვებს და ხმამაღლა მხოლოდ პოზიტიური აზრები გამოთქვით.
მთვარის მე-7 დღეს ძალიან ეფექტურია მანტრებით და შელოცვებით ფულის მოზიდვა და სურვილების ასრულება.
ეს მეთოდები ყოველთვის მუშაობს, მაგრამ დღეს ბევრად უფრო ადვილია უმაღლეს ძალებთან ურთიერთობა და დაკავშირება.
შეასრულეთ რიტუალი:
გადით ბუნებაში, განტვირთულ ადგილას, დადექით სახით აღმოსავლეთისაკენ, დახუჭეთ თვალები, მოეშვით, ღრმად ისუნთქეთ, შეიგრძენით ბუნებასთან ერთიანობა. გონებრივად მოუწოდეთ თქვენს მფარველ ანგელოზს და ყველა ნათელ ძალებს. გაახილეთ თვალები და ხმამაღლა თქვით:
"ძლიერო ძალებო, ნათელო ძალებო, დედა ბუნებავ - გმადლობთ მხაედაჭერისთვის. მომეცით საშუალება ვიცხოვრო ჩემი ბედისწერის ყველაზე ხელსაყრელი გზით. დამეხმარეთ სურვილების ასრულებაში, თუ მათი შესრულება არავითარ ზიანს არ მოიტანს არც ჩემთვის და არც სხვებისთვის. მადლობა"
შემდეგ ხმამაღლა წარმოთქვით სურვილები და მადლობა გადაუხადეთ ზეცას მხარდაჭერისთვის.
და დაიმახსოვრეთ - იმისათვის, რომ მიმართვამ სასწაული მოახდინოს მასზე უნდა გაამახვილოთ ყურადღება, გონება არ გაგეფანტოთ, გული და სული ჩადეთ, გონებით მიყევით ნათქვამ სიტყვებს, მათი აზრით განიმსჭვალეთ.
გააკეთეთ ეს ჯადოსნური რიტუალი! მზიან განწყობას და ყველა კეთილი სურვილის ასრულებას გისურვეთ! - ფენშუი, წარმატების ბილიკები.