თეგებით ძიება

როგორ მართავს ქვეცნობიერი თქვენს ცხოვრებას

ძალიან ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ თავად განკარგავს საკუთარ ცხოვრებას, უფრო სწორედ, მიაჩნია, რომ გააზრებულად ირჩევს და მოქმედებს!

მაგრამ რა იქნება, თუ გეტყვით, რომ გარდა ცნობიერისა, არსებობს ძლიერი მექანიზმი, რომელიც მართავს თქვენს ცხოვრებას და მას ვუწოდებთ ქვეცნობიერს და ზუსტად ის წყვიტავს თუ როგორი წესებით იმოქმედებთ განსაზღვრულ მომენტსა და დროში.

და რაც ყველაზე საინტერესოა - ქვეცნობიერზე გავლენის მოხდენა შესაძლებელია იმ დონეზე, რომ მოიშოროთ დესტრუქციული პროგრამები და თუ ეს შეძელით შეცვლით ძირფესვიანად თქვენს რეალობას!

ენერგეტიკული პრაქტიკების ოსტატი, ფსიქოლოგი ანუკი ვეფხვაძე ამ სტატიაში მოგაწვდით პრაქტიკულ რჩევებს, თუ როგორ უნდა იმუშაოთ ქვეცნობიერზე, რომლის საშუალებით შეგიძლიათ გადაწეროთ თქვენი შინაგანი პროგრამები და რწმუნებულებები.

მაგრამ თავდაპირველად გავერკვეთ, საერთოდ რა არის ქვეცნობიერი და როგორ მოახდინოთ მისი ტრანსფორმაცია.

ქვეცნობიერი და ცნობიერი ეს არის ადამიანის გონების ორი განსხვავებული ნაწილი. ეს არის ორი სამყარო, სრულიად განსხვავებული ერთმანეთისგან და ამასთანავე ერთმანეთთან დაკავშირებული. ისინი გამუდმებით ერთმანეთთან ურთიერთქმედებენ.

ახლა კი გავერკვეთ, თუ როგორ განსხვავდება ქვეცნობიერი ცნობიერისგან:

ცნობიერი ჩვენთვის ხელმისაწვდომია, რადგან ზუსტად ამ ნაწილში ფორმულირდება ფიქრები, იდეები, ჩანაფიქრი... ცნობიერი არის ჩვენი გააზრებული აზროვნება:

ცნობიერი ასრულებს 4 მთავარ ფუქნციას და ესენია:
• ინფორმაციის იდენტიფიცირება;
• შედარება და დადგენა ინფორმაციის;
• ინფორმაციის გაანალიზება;
• გადაწყვეტილებების მიღება;

ამასთანავე უნდა აღინიშნოს, რომ ცნობიერს არ გააჩნია "მეხსიერება“.

ქვეცნობიერი ამით განსხვავდება ცნობიერისგან, რომ მას არ აქვს ანალიზის ფუნქცია, სულ სხვა ფუქნციას ასრულებს და ეს არის ინფორმაციის შენახვა და მიწოდება... სადაც ინახება თქვენი გამოცდილება, დიდი რაოდენობით მიღებული ინფორმაცია, მისი ძალა განუსაზღვრელია და უზარმაზარი. რომელიც აძლევს ადამიანს მიმართულებას და გამუდმებით ამოწმებს, მიყვება თუ არა ადამიანი პროგრამებს, რომელიც დალექილია და ინახება წლობით მის ქვეცნობიერში.

ახლა ავხსნათ, თუ როგორ ურთიერთქმედებს ცნობიერი ქვეცნობიერთან:

როდესაც ამბობენ "რასაც დასთეს, იმას მოიმკი“ დაახლოებით ასეთი ფორმულით ურთიერთქმედებს ქვეცნობიერი ცნობიერთან.

იმისათვის, რომ უფრო ნათლად გაიგოთ, თუ როგორ ფუნქციონირებს ქვეცნობიერი და ცნობიერი და გააცნობიეროთ, თუ რატომ არ ეწყობა თქვენი ცხოვრება ისე, როგორც გსურთ, მოვიყვან ასეთ მაგალითს თვალსაჩინოებისათვის:

წარმოიდგინეთ, რომ თქვენი ცნობიერი - მებაღეა და ქვეცნობიერი - ნაყოფიერი ნიადაგი! რასაც თქვენი ცნობიერი "დათესავს“ იმ "მოსავალს“ იღებთ ქვეცნობიერის ზეგავლენით.

ქვეცნობიერის საოცარი ძალაც ამაში მდგომარეობს, როდესაც ნებისმიერ იდეას მივაწვდით ქვეცნობიერს და ეს იდეა რეალიზდება, მატერიალიზდება ფიზიკურ დონეზე.
ახლა გაიხსენეთ რამდენ ფიქრებს, რწმუნებულებებს, ემოციებს ატრიალებს თქვენი გონება, სხეული და რას აწვდის თქვენს ქვეცნობიერს, იმისათვის, რომ ეს ყოველივე რეალიზდეს.

და გახსოვდეთ, რომ თქვენი ქვეცნობიერი მორჩილად ასრულებს ყოველივეს რასაც ფიქრობთ, ნეგატიურს, პოზიტიურს არ ხდება მისგან ამის გარჩევა ეს თქვენთვის კარგის მომტანია თუ ცუდის, მას რაც მიეწოდება იმას ასრულებს!

ამიტომ არის მნიშვნელოვანი იფიქროთ პოზიტიურად და ტრანსლირებდეთ დადებით ემოციებს, რომ თქვენმა ქვეცნობიერმა, რაც ნამდვილად გსურთ აასრულოს, რადგან რაც უფრო მძაფრად ატრიალებთ გონებაში ფიქრებს, რწუმენებულებებს და განიცდით ემოციებს, მით უფრო მალე მატერიალიზდება ეს ყოველივე თქვენი ქვეცნობიერის გავლენით!

გააცნობიეროთ, რომ საკმარისი არაა მხოლოდ "სურვილი“ და ელოდო საოცრებებს, აუცილებელია იმუშაო იმ დონეზე, რომ დადებითი გავლენა მოახდინო თქვენს ქვეცნობიერზე, რათა ქვეცნობიერმა მოიზიდოს თქვენს ცხოვრებაში ის, რაც სინამდვილეში გსურთ!

• პირველი, რაც უნდა გააკეთოთ - შეცვალეთ შეხედულება თქვენს ცხოვრებაზე, რადგან უკეთესადაც შეგიძლიათ იცხოვროთ!

• დაუკვირდით თქვენს ფიქრებსა და ემოციებს დღის განმავლობაში!

• იცხოვროთ ახალი ფიქრებით, რომელიც მეტ შედეგს მოგიტანთ ცხოვრებაში!


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა