თეგებით ძიება

10 ფრაზა, რომელიც ჭკვიანი ადამიანი ხმამაღლა არასოდეს იტყვის

„ბრძენი ადამიანები საუბრობენ იმიტომ, რომ მათ აქვთ სათქმელი, სულელები კი იმიტომ, რომ რამე თქვან“ - პლატონი. ჭკვიანი და ემოციურად მომწიფებული ადამიანები გააზრებულად და გასაგებად მეტყველებენ, სწორად არჩევენ სიტყვებს, რომ მინიმუმამდე შეამცირონ უარყოფითი რეაქცია.

ადამიანის ნებისმიერი ნათქვამის განმარტება 4 გზით შეიძლება: პოზიტიური, უარყოფითი, ნეიტრალური და გაუგებარი. ჭკვიანი და ემოციურად მომწიფებული ადამიანები საუბრობენ შეგნებულად და მკაფიოდ და იყენებენ სწორ სიტყვებს უარყოფითი რეაქციების შესამცირებლად.

ამის მიუხედავად, ნებისმიერ ჩვენგანს ერთხელ მაინც უთქვამს ისეთი რამ, რის გამოც მოგვიანებით, უნანია. ჩვენმა სიტყვებმა შეიძლება სხვა ადამიანს ტკივილი მიაყენოს, გვინდა ეს თუ არა.

ემოციური ინტელექტი არის ადამიანის შესაძლებლობა გააცნობიეროს, აკონტროლოს და გამოხატოს თავისი ემოციები. ადამიანის ემოციური ინტელექტი იმითაც განისაღვრება, თუ როგორ აღიქვამენ სხვები მის ნათქვამს.

უფრო მეტიც, სწორედ ამ ტიპის ინტელექტი ასრულებს მნიშვნელოვან როლს იმაში, თუ რის თქმას გადაწყვეტს ადამიანი თქვას და რის თქმას არა. ემოციური ინტელექტი პირდაპირ კავშირშია სოციალურ ცნობიერებასთან - ადამიანის უნართან გაიგოს სხვისი ემოციები. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვენი უნარია (ან უუნარობა) გამოვხატოთ თანაგრძნობა.

უსიამოვნო შედეგების თავიდან ასაცილებლად, უნდა იცოდეთ, რის თქმას უნდა მოერიდოთ საჯაროდ, სხვების გასაგონად. აქ მოცემულია 10 ფრაზა, რომელსაც ემოციურად მომწიფებული ადამიანი არასდროს წარმოთქვამს:

1. „ეს უსამართლობაა“
ცხოვრება ხშირად უსამართლოდ გვეპყრობა, მაგრამ ამაზე საუბარი პრობლემის მოგვარებაში არ დაგეხმარებათ. როგორი რთულიც არ უნდა იყოს, მთელი ძალისხმევა გამოსავალის ძებნისკენ უნდა მიმართოთ. თავს მაშინვე უკეთ იგრძნობთ, ღირსებას შეინარჩუნებთ და შესაძლოა, თავად პრობლემაც კი მოაგვაროთ.

2. „დაღლილი ჩანხარ"
დაიმახსოვრეთ, ერთ ადამიანს ოდნავი წარმოდგენაც არ აქვს იმის შესახებ, თუ რა ხდება სინამდვილეში მეორე ადამიანის ცხოვრებაში, ასეთი ფრაზებით კი ვეწუბნებით, რომ გარშემო ყველამ იცის მისი პრობლემების შესახებ.
ამის ნაცვლად, შეეცადეთ თქვენს სიტყვებს თანაგრძნობა დაამატოთ. მაგალითად, კითხვა „კარგად ხარ?“ ადამიანს აგრძნობინებს, რომ თქვენთვის ეს ადამიანი სულ ერთი არაა და მასზე ზრუნავთ.

3. „თქვენი ასაკის ადამიანისთვის ..." და მსგავსი ფრაზები
აქ იგულისხმება ისეთი ფრაზები, როგორიცაა „თქვენი ასაკისთვის კარგად გამოიყურებით" ან „როგორც ქალმა, შენ ბევრს მიაღწიეთ".
სამწუხაროდ, ასაკისა და სქესის მიხედვით დისკრიმინაცია კვლავ არსებობს. სავარაუდოდ, ასეთი ფრაზების მოსმენისას, თქვენი თანამოსაუბრე მიკერძოებულ დამოკიდებულებას იგრძნობს და განაწყენდება.
არ არის საჭირო შედარების დამატება, უბრალო კომპლიმენტიც საკმასრისია.

4. „როგორც ვთქვი ..."
ზოგჯერ ყველას ავიწყდება საკუთარი ან სხვისი ნათქვამი სიტყვები. ეს ფრაზა კი გულისხმობს, რომ რაღაცის გამეორებით შეურაცხყოფილი ხართ და საკუთარ თავს თანამოსაუბრეზე მაღლა აყენებთ.
რა თქმა უნდა, არც ისე სასიამოვნოა ერთი და იგივეს მრავალჯერ გამეორება, მაგრამ ეცადეთ გაღიზიანების ნაცვლად, უფრო მკაფიოც და გასაგებად გაიმეოროთ.

5. „შენ არასდროს ...“ ან „შენ ყოველთვის ...“
ძალიან ხშირად, ასეთ ფრაზებს არაგულწრფელად და ძალიან დრამატულად წარმოთქვამენ. თითქოს ადამიანი ცდილობს ბრაზის ან უპატივცემულობის გამო თანამოსაუბრე შეურაცხყოს.
ეცადეთ საკუთარი პოზიცია დაასაბუთოთ და დააკონკრეტოთ. მაგალითად: „მე შევნიშნე, რომ თქვენ აგრძელებთ.. შემიძლია რამეში დაგეხმაროთ?"

6. „წარმატებებს გისურვებთ!“
ერთი შეხედვით, ამ ფრაზას არაფერი სჭირს, მაგრამ თუ ჩავუღრმავდებით, იღბალი და წარმატება ადამიანზე კი არა, ბედნიერ შემთხვევაზეა დამოკიდებული. მაგალითად, იყენებენ თუ არა ადამიანები თავიანთ შესაძლებლობებს ლატარიის მოსაგებად? არა, ეს არის მხოლოდ იღბალი.
ადამიანთა უმეტესობა ამ ფრაზას კეთილი განზრახვით ამბობს, მაგრამ ვიღაცამ შეიძლება სხვანაირად გაიგოს, ამიტომ უკეთესი იქნება თუ ადამიანს წარმატებას ამ სიტყვებით უსურვებთ: „მე ვიცი, რომ ამის გაკეთება შეგიძლიათ“ ან „თქვენ ნამდვილად მიაღწევთ წარმატებას“. ამგვარად თქვენ წარმატების სურვილთან ერთად, მის თავდაჯერებასაც განამტკიცებთ.

7. „არ მაინტერესებს"
როდესაც თანამოსაუბრე ცდილობს თქვენი მოსაზრების გაგებას, ის თქვენგან რჩევის მიღებას თუ არა, რაიმე სახის პასუხს მაინც ელის. იმის თქმით, რომ არ გაინტერესებთ, თქვენს თანამოსაუბრეს აგრძნობინებთ, რომ მისი კითხვა უმნიშვნელო და უინტერესოა და ამაზე დროის დაკარგვა არ გსურთ.
ამის ნაცვლად, შეეცადეთ თანამოსაუბრეს გაუგოთ. თუ ამჟამად დაკავებული ხართ, დაუნიშნეთ დრო, როდესაც შეძლებთ მის ნორმალურად მოსმენას.

8. „მთელი პატივისცემით ...“
დარწმუნებული ხართ,რომ ის, რის თქმასაც ამ ფრაზის შემდეგ აპირებთ, ნამდვილად თანამოსაუბრის მიმართ პატივისცემას გამოხატავს? თუ კი, გააგრძელეთ,მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ თქვენი სიტყვები, სხეულის ენა და ინტონაცია გაგთქვამთ და ცხადიო გახდება ნამდვილად გამოხატავთ თუ არა პატივისცემას.
გახსოვდეთ, რომ ამ ფრაზის საუბარში ან დისკუსიაში გაუცნობიერებლად გამოყენებას არაფერი აქვს საერთო პატივისცემასთან, ამიტომ მომავალში ეცადეთ მისი გამოყენებისგან თავი შეიკავოთ.

9. „ხომ გაფრთხილებდი“
ეს ფრაზა სავსეა უპატივცემულობითა და თანამოსაუბრეზე უპირატესობის გრძნობით, და ძალიან ბავშვურად ჟღერს. საკუთარი თავის პატივისმცემელი ადამიანი თანამოსაუბრეს ასე არ მიმართავს.
თითოეულ ჩვენგანს ცხოვრებაში ერთხელ მაინც გაუფრთხილებია სხვა ადამიანი მისი ქმედებების შესაძლო შედეგების შესახებ და დროს მისი პოზიციის სიმართლე დაუდასტურებია.
როდესაც ესაუბრებით ადამიანს, რომელმაც შეცდომა დაუშვა და არასწორი არჩევანი გააკეთა, ეცადეთ ასეთი ფრაზები თავიდან აიცილოთ. შესაძლოა, ამ ადამიანს დახმარება სჭირდება, რომელსაც თქვენ უბრალოდ ვერ შესთავაზებთ,ამიტომ სანამ რამეს იტყვით, ყველა შესაძლო ვარიანტი განიხილეთ.

10. „ჯობს დავთმო"
ეს ფრაზა ერთი შეხედვით, შეიძლება უწყინარი ჩანს, მაგრამ მისი წარმოთქმით აღიარებთ, რომ რაღაცასთან გამკლავება არ შეგიძლიათ. ეს შეიძლება უფროსთან ან კოლეგებთან ურთიერთობაში არსებული პრობლემები, რთული ამოცანა, პროექტი ან რაღაც სხვა იყოს.

მთავარია, გჯეროდეთ, რომ იმაზე ბევრად ძლიერი, ჭკვიანი და მოხერხებული ხართ, ვიდრე გგონიათ, ამიტომ თუ მოინდომებთ, ყველაფერს გაუმკლავდებით. „მე წარმატებას მივაღწევ” - ერთადერთი სიტყვებია, რომელიც რთულ ვითარებაში გჭირდებათ.
ნუ დაკარგავთ საკუთარი თავის რწმენას და ნურც სხვა ადამიანებს მისცემთ ამის საშუალებას.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა