19 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
ნახეთ ვის ელის წარმატებული დღე და პლანეტების მფარველობა.
ვერძი
გასავლელი გზის შეფასებისა და შეჯამების დღეა. გულმოდგინე და შრომისმოყვარე ვერძი დაჯილდოვდება, შეცდომები კი ძვირად დაუჯდება. ამ დღეს დაწყებული საქმე აუცილებლად უნდა დაასრულოთ და ვერაფერმა უნდა მოგწყვიტოთ სერიოზული საკითხებისგან. დღის მეორე ნახევარში გადაღლა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები გელით.
კურო
ამ დღეს მოსალოდნელია ენერგიის შემცირება და გადაღლა. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას. ზოგიერთ კუროს ალკოჰოლზე დამოკიდებულება ემუქრება. ხანდაზმულებს ვურჩევთ თავიანთი ქრონიკული დაავადებები აკონტროლო და კონსულტაციისთვის სპეციალისტს დაუკავშირდნენ. შეეცადეთ მკაცრად დაიცვათ ექიმის რეკომენდაციები, წინააღმდეგ შემთხვევაში დაავადება შეიძლება ხანგრძლი და შეუქცევადი გახდეს.
ტყუპები
ეს დღე ხელსაყრელია ახალი საქმის დასაწყებად, სამთავრობო უწყებებთან ურთიერთობისა და სასამართლო დავისთვის. შესაძლოა, მაცდურმა შეთავაზებამ სარგებელი და მორალური კმაყოფილება მოგანიჭოთ. ნუ იჩქარებთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას, სანამ ყველაფერს დეტალურად არ განიხილავთ. ჯანმრთელობის მხრივ პრობლემები არ გელით.
კირჩხიბი
ჩვეულებრივი სამუშაო დღე გელით, რომელსაც კომფორტისა და თავდაჯერებულობის განცდას მოგიტანთ. სამსახურეობრივი პრობლემების გამო ოჯახური და პირად პრობლემები მეორეხარისხოვანი გახდება. გირჩევთ მეტი ყურადღება გამოიჩინოთ მეუღლის მიმართ. პიროვნული ხიბლი და თითქმის ბავშვური უშუალობა გარშემო მყოფ ხალხს თქვენს მიმართ კეთილად განაწყობს. საღამოს თავის ტკივილმა შეიძლება წყობიდან გამოგიყვანოთ და ამიტომ უმჯობესია დაისვენოთ, უარი თქვათ ვიზიტებზე და არ მოიწვიოთ სტუმრები.
ლომი
ეს დღე ხელსაყრელია ცხოვრებისგანახლებისა და ცვლილებებისთვის. მოსალოდნელია გარედან მხარდაჭერა - შეწსაძლოა, ახლობელმა ადამიანებმა თქვენი ფინანსური პრობლემების მოგვარება საკუთარ თავზე აიღონ. კარიერულ კიბეზე გარკვეული მოძრაობა გელით, მაგრამ რომელი მიმართულებით, მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული. ახალგაზრდა ლომებს ვურჩევთ გართობაზე დრო არ დაკარგონ და საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენა დაიწყონ.
ქალწული
ეს დღე ოჯახური და სამსახუბრივი პრობლემების მოგვარებაში ჩაივლის. სწავლასთან დაკავშირებული საქმეები თქვენთვის სასურველ შედეგს გამოიღებს. იმდენი საქმე გელით, რომ მცირე შჭესვენებასა და მოდუნებას ვერ ახერხებთ. ახალი, რომანტიკული გატაცება გელით, რომელიც შეიძლება დიდ რომანში გადაიზარდოს.
სასწორი
ხელსაყრელი დროა ადრე დაწყებული საქმის დასრულებისთვის. გირჩევთ საქმიანი ავტორიტეტის ამაღლებაზე იზრუნოთ და საჭირო კონტაქტები დროულად დაამყაროთ. თავადაც გაოცდებით,როცადაუფიქრებელი გადაწყვეტილებები წარმატებას მოგიტანთ. სასურველია სახლში სარემონტო სამუშაოები და ინტერიერის განახლება დაიწყოთ.
მორიელი
ხელსაყრელი პერიოდია მუშაობის, მნიშვნელოვანი შეხვედრების, სამომავლო გეგმების შედგენისა და სწავლისთვის. გარშემო მყოფ ხალხთან ურთიერთობა მარტივი და საინტერესო იქნება. ეჭვი არ შეგეპაროთ თქვენს უნარებსა და გამოცდილებაში. ამ დღეს თავი უნდა შეიკავოთ ხელისუფლებასთან დავისგან.
მშვილდოსანი
გირჩევთ მეტი ინიციატივა გამოიჩინოთ ახლა და ექსპერიმენტების ნუ შეგეშინდებათ! დაგეგმილი ღონისძიებები ინციდენტების ან უსიამოვნო სიურპრიზების გარეშე ჩაივლის. შეგიძლიათ მაღაზიაში სასურველი ნივთების შეძენა დაგეგმოთ. თავად შეძენის პროცესი შეიძლება სახალისო და სასიამოვნო გამოცდილების მომტანი აღმოჩნდეს.
თხის რქა
ეს დრო როგორც სამსახურში, ასევე სახლში მნიშვნელოვან წარმატებებს გპირდებათ. ეცადეთ, რომ ნებისმიერი საქმე, რომელსაც ამ დღეს დაიწყებთ, ბოლომდე მიიყვანოთ. ერიდეთ დაუფიქრებლად ან ემოციებით მოქმედებას და ყოველი ნაბიჯი კარგად აწონ-დაწონეთ. მეტი ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას და ფიზიკურ ფორმას.
მერწყული
ვარსკვლავები გირჩევენ მეტი ყურადღება მიაქციოთ ოჯახს, განსაკუთრებით კი ბავშვებს. ხელსაყრელი დროა საყოფაცხოვრებო საკითხების მოგვარებისა და სახლში კომფორტის გაზრდისთვის. სასურველია სამედიცინო გამოკვლევის ჩატარება და მკურნალობის კურსის დაწყება. ამ დღეს თუნდაც უმნიშვნელო თანხის სესხების ან გასესხებისგან თავი უნდა შეიკავოთ.
თევზები
გირჩევთ აქტიურობა შეამციროთ და მშვიდი და მოზომილი ცხოვრების წესი არჩიოთ. ვარსკვლავები აფრთხილებენ, გარემოებები შეიძლება ისე განვითარდეს, რომ შესაძლებლობების ზღვარზე მუშაობა მოგიწიოთ. ჭარბი წონის მქონე ადამიანებისთვის ხელსაყრელი დროა გამაჯანსაღებელი დიეტის დაწყებისთვის - შედეგი შთამბეჭდავი იქნება.