სიყვარულია, როცა... - სოციალური გამოკითხვა, რა არის სიყვარული
სიყვარულია როცა... და მაინც, საინტერესოა, რა არის სიყვარული? როგორ აღვიქვამთ ჩვენ ამ გრძნობას, რას ვუწოდებთ მას და რას ვაკეთებთ სიყვარულისთვის.
ჩვენმა მოწვეულმა პერსონალურმა ქოუჩმა, თამარ ბოკერიამ, რომელსაც უკვე იცნობს ჩვენი მკითხველი, ჩაატარა სოციალური გამოკითხვა სხვადასხვა ასაკის ადამიანებში და მათი მოსაზრებები, თუ რა არის სიყვარული, სტატიის სახით წარმოგიდგინათ.
მაშ ასე, გაგაცნობთ თუ რა არის სიყვარული როგორც 18 წლის, ასევე 80 წლის ადამიანისთვის.
გადავწყვიტეთ, გამოკითხვის დროს მიღებული თითოეული ცოცხალი ემოცია მკითხველს გავუზიაროთ: მაშ ასე, სიყვარულია, როცა...:
-უყურებ მას და ნეგატიურს ვერაფერს ამბობ, როგორი გაბრაზებულიც არ უნდა იყო... - გიორგი 18 წლის
-როდესაც მელოდრამას უყურებ მისი ხათრით:) - ლუკა 23 წლის
-სიყვარულია როცა 16 კვადრატულში ცხოვრობ, სადაც ვერ ეტევით, მაგრამ მას ძალიან უნდოდა ცუგა და მოუყვანე... - ერეკლე 28 წლის
-სიყვარულია როცა აძლევ თავისუფლებას! - თამუნა 39 წლის
-სიყვარულია როცა ფეხბურთს უყურებ მასთან ერთად:) - მარიამი 26 წლის
-სიყვარულია როცა შენს ხელებს მისი ქურთუკის ჯიბეში ითბობ.. - თამუნა 27 წლის
-სიყვარულია როცა ზომიერება შეგიძლია... - ჰამლეტი 80 წლის
-სიყვარულია როცა გზად, მაღაზიის ვიტრინაში ხედავ უამრავ კაბას და ზუსტად იცი მისი რომელია?! - გიორგი 32 წლის
-სიყვარულია როცა მოსვენებას დაკარგავ, გული საგულეში ვერ ეტევა ისე ძგერს, სული აფორიაქებულია და ადგილს ვერ პოულობ... - ციცინო 67 წლის
-როცა მოქმედებ მისთვის სასიკეთოდ... - ზაზა 38 წლის
-როცა გგონია რომ ყველაზე ლამაზია,არადა შეუხედავია:) მის დანახვაზე გულს ბაგაბუგი გასდის, როცა ორმოცი წლის თავზე მასთან შესახვედრად ისევე იპრანჭები როგორც 40 წლის წინ... - თათო 62 წლის
-სიყვარულია როცა მის გვერდით ხარ ის, ვინც ნამდვილად ხარ... - გოგა 47 წლის
-სიყვარულია როცა უყურებ და უკეთესი ხდები - ირაკლი 24 წლის
-სიყვარულია როცა იღვიძებ, ტელეფონს იღებ და გინდა პირველი მას მისწერო დილამშვიდობისა ...და ამით უიმისოდ გაღვიძების სიცარიელე შეივსო - ილია 32 წლის
-სიყვარულია როცა საბანს გისწორებს, რომ არ შეგცივდეს - ნია 22 წლის
-სიყვარულია როცა ერთად აგროვებთ ბედნიერ წუთებს - ლიკა 23 წლის
-სიყვარულია როცა სუნთქვა გეკვრის და ჟანგბადიც თვითონ არის.. - რუსკა 26 წლის
-სიყვარულია როცა ერთმანეთი არ გბეზრდებათ - შორენა 69 წლის
-სიყვარულია როცა იცი დღეს მის ფეისბუქზე რამდენი ახალი ადამიანი დაემატა :) - თინი 25 წლის
-სიყვარულია როცა მისი ხმის გაგონებაზე, პეპლები გივლის მუცელში, გული გიჩქარდება და გრძნობ როგორ ივსები ფეხის ტერფიდან თმის ღერამდე, უსაზღვრო ენერგიით - ლიკა 41 წლის
-სიყვარულია როცა ერთმანეთს პატივს სცემენ და ერთგულები არიან მუდამ.. - მარიამი 13 წლის
-სიყვარულია როცა 20 წლის წინათ ნანახ კალიგრაფიას იცნობ - ხათუნა 38 წლის
-სიყვარულია როცა კარგავ თავს მისთვის და პოულობ მასში - ლიკა 44 წლის
-სიყვარულია როცა ყოველ დილით ჯერ მის ჰოროსკოპს კითხულობ :) - თეონა 28 წლის
-როცა მის გარეშე არ შეგიძლია - რამაზი 42 წლის
-სიყვარულია როცა დილით საუზმეს მიმზადებს - ელო 41 წლის
-სიყვარულია როცა მის დანახვაზე მადა გეკარგება (ასე გავხდი) :):) - ნინი 31 წლის
-სიყვარული უპირობოა - თათია 33 წლის
-სიყვარული არის შიში, მისი დაკარგვის შიში..ყოველდღე სჭირდება მოფრთხილება და ზრუნვა... - ნათია 36 წლის
-სიყვარულია როცა ძალიან გიხარია, რომ ჩვენი შვილები გვანან მას - გიგი 46 წლის
-სიყვარულია როცა მასზე გაბრაზება არ შეგიძლია - სოფია 43 წლის
-სიყვარულია როცა მის ნაჩუქარ წვენის ბოთლს, ქურთუკზე მომძვრალ ღილს, ინახავ და თან ჩანთიდან ჩანთაში გადაგაქვს ყოველჯერზე ჩანთის შეცვლისას :)
მაიკო 23 წლის
-სიყვარულია როცა საყვარელ ბურგერს არ უკვეთავ, იმიტომ რომ ის დიეტაზეა:) - დათო 21 წლის
-სიყვარულია როცა გეკითხება - თბილად ხარ? - ტასო 23 წლის
-სიყვარულია როცა უზარმაზარი ტექსტი დაალაგე და რომ ხედავ ვერაფერს ეუბნები:) - თემო 27 წლის
--სიყვარულია როცა ვალენტინობამდე არ გეჩხუბა, იმის გამო რომ საჩუქარი არ ეყიდა:):) - რუსა 32 წლის
-სიყვარულია როცა იცი როგორ გაახარო?! - ზურა 52 წლის
-სიყვარულია როცა ყველაზე კაბაზე მეტად იგი გიხდება:) - თამარი 39 წლის
-სიყვარულია როცა ჩვენს შვილს ატარებს სხეულით - ნიკოლოზი 29 წლის
-სიყვარულია როცა დღეში 97 ზარს და შეტყობინებას პატიობ :) - არჩილი 38 წლის
-როცა იცის როგორი ჩაი გიყვარს, მუქი თუ ღია?! - ნიკო 24 წლის
-სიყვარულია როცა ცუდი ფიქრისთვისაც კი ვერ გაიმეტებ - ნინო 52 წლის
-სიყვარულია, როცა ისევ ისე ძალიან გიყვარს, უფრო მეტადაც, ვიდრე ოდესღაც...დაკარგე და ახლა სულს მისცემდი, რომ კვლავ გეპოვა...მაგრა მარაფერს აკეთებ, რადგან იცი რომ იგი ძალიან კარგად არის... - დავითი 48 წლის
-სიყვარულია როცა საშინლად ამზადებს და მე ვაქებ, როგორი გემრიელია:) - ზაზა 24 წლის
-სიყვარულია როცა არ ვბერდები, რადგან მის თვალებში ჩემს თავს ვხედავ ... - ალექსანდრე 78 წლის