თეგებით ძიება

Wizz Air ფრენებს ზაფხულამდე არ განაახლებს

Wizz Air-ის კომუნიკაციების ხელმძღვანელმა ანდრაშ რადომ განაცხადა, რომ კომპანია ფრენებს ზაფხულამდე არ განაახლებს.

მისი თქმით, ქუთაისში ბაზის დაბრუნება სწორედ შეზღუდვების მოხსნასთან არის დაკავშირებული.

„ჩვენ კვლავაც არ ვიცით ზუსტი თარიღი, თუ როდის აღვადგენთ ფრენას საქართველოდან, ეს მეტწილად დამოკიდებულია იმ ევროპულ ქვეყნებზე, სადაც Wizz Air-ი დაფრინავს.

მნიშვნელოვანია, თუ როდის მისცემენ ისინი მესამე ქვეყნებს ევროკავშირში მარტივად შესვლის უფლებას. თუმცა, როგორც კი ჩვენ მოთხოვნას დავინახავთ, როდესაც მოგვეცემა შესაძლებლობა, რომ ქართველი მგზავრები ევროკავშირის მიმართულებით გადავიყვანოთ და ამასთან, ევროპელი მგზავრების საქართველოს მიმართულებით ჩვენ განვაახლებთ ოპერირებას.

ქუთაისში ბაზის დაბრუნება სწორედ შეზღუდვების მოხსნასთან არის დაკავშირებული.

გვინდა, რომ 2021 წელს საქართველოდან ვიფრინოთ, დავაბრუნოთ ბაზა, დავეხმაროთ საქართველოს ეკონომიკას, მაგრამ სამწუხაროდ ეს ყველაფერი ჩვენი კონტროლის მიღმაა.

ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, ვცდილობთ ინდივიდუალური ნებართვები მივიღოთ საქართველოსა და სხვა ქვეყნებს შორის საფრენად, მაგრამ ეს არც ისე ადვილია.

სამწუხაროდ ჯერჯერობით ვერც ერთი მიმართულება მოვიძიეთ, სადაც ქუთაისის აეროპორტიდან ფრენას შევძლებდით.

ამიტომ ვფიქრობთ, მარტი საკმაოდ ადრეა ფრენების დასაწყებად.

ახლა რთულია თარიღებით სპეკულირება, მოდით, იმედი ვიქონიოთ, რომ ზაფხული კარგი სიახლეების მომტანი იქნება ჩვენთვის“- განაცხადა ანდრაშ რადომ.

ინფორმაციისთვის, პირველი თებერვლიდან გაიხსნა საჰაერო სივრცე სხვადასხვა კომპანიებისათვის, თუმცა ქვეყანაში ისევ შეზღუდვები მოქმედებს, გახსნილი არ არის ზამთრის კურორტები, მოქმედებს კომენდანტის საათი და არ არის დიდი მოლოდინი, რომ მგზავრთა რაოდენობა იქნება მაღალი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა