თეგებით ძიება

უგემრიელესი ნამცხვარი "შავტუხა" - შოკოლადის მოყვარულებს გულგრილს არ დაგტოვებთ

ბისკვიტის მომზადება საჭიროებს მინიმალურ ინგრედიენტებს და ცხობისას იზრდება ორჯერ, სასწაულად ნოტიო ბისკვიტია, არ საჭიროებს დანამვას. მოუხდება ნებისმიერი კრემი ან უბრალოდ შოკოლადი.

ინგრედიენტები:
250 გ. ფქვილი
1.5 ჩ.კ სოდა ( არა გამაფხვიერებელი!)
1 ჩ.კ.მარილი ( ნუ გადაავსებთ )
55 გ. კაკაო( 5.5 ს.კ)
300 გ. შაქარი
2 ც.კვერცხი
60 გ.კარაქი ოთახის ტემპერატურის
60 მლ.ზეთი
1 ჩ.კ ვანილის ექსტრაქტი
280 მლ.რძე
1. ს.კ ძმარი

მომზადება:
გავახუროთ ღუმელი 170გრადუსამდე.
მშრალი ინგრედიენტები ავურიოთ, გავცრათ, დავახალოთ კვერცხი, შევურიოთ კარაქი, ზეთი, რძე და ავთქვიფოთ. ბოლოს დავასხათ ძმარი, კიდევ ერთხელ გავთქვიფოთ და მზადაა. გამოვაცხოთ 20 ან 22 დიამეტრის ფორმაში, დაახლოებით 40 წთ. შეამოწმეთ 35 წთ რომ გავა ყოველ 5 წუთში ხის ჩხირით.

უგემრიელესი ნამცხვარი "შავტუხა" - შოკოლადის მოყვარულებს გულგრილს არ დაგტოვებთ


უგემრიელესი შოკოლადის კრემი:
1 ქილა მოხარშული შესქელებული რძე (380 გ.)
100 მლ. რძე
ვანილი
2 ს.კ. ფქვილი
2 ს.კ. კაკაო
100 გ. შავი შოკოლადი( 60-70% იანი)
50 გ. კარაქი.

სქელძირიან ქვაბში ვათავსებთ შესქელებულ რძეს, შევურიოთ რძე, ფქვილი (სიმინდის სახამებელიც შეიძლება) კაკაო, შევურიოთ კარგად, დავდგათ დაბალ გაზზე და ვურიოთ გამუდმებით, რომ გაცხელდება, ვამატებთ დაქუცმაცებულ შოკოლადს და ვურიოთ თან, მასა რომ შესქელდება 10-12 წთ სჭირდება, გადავდგათ, შევურიოთ კარაქი კარგად, გადავიტანოთ სხვა ჭურჭელში, დავაფაროთ კონტაქტურად სამზარეულოს ცელოფანი და გავაციოთ.



ბისკვიტი გავჭერი შუაზე, მოვასხი კრემი შუაში და ზემოდან მოასხით შოკოლადის გლაზური.

ავტორი: ინგა ჩიქოვანი


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა