"დაჭრილი ნაპოლეონი" - სამარხვო
"დაჭრილი ნაპოლეონი" - სამარხვო ვარიანტის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:
ჩვეულებრივი კლასიკური ცომი:
1 ჩ/ჭ წყალი, 1 ს/კ ძმარი, 1 ს/კ არაყი, 2 ს/კ ზეთი შევურიოთ და 3-4 ჩ/ჭ ფქვილით მოვზილოთ მაგარი ცომი. (ჭიქა 250 მლ)
ცომი გავყოთ 3 ნაწილად. გავაბრტყელოთ და თითოეულს წავუსვათ დარბილებული 50 გრამი მარგარინი, დავკეცოთ კონვერტისებურად და შევინახოთ მაცივარში 20 წუთით. ასე გავიმეოროთ 3-ჯერ. ამისთვის დაგვჭირდება 450 გრამი მარგარინი.
მომზადება:
გავაბრტყელოთ ცომის თითოეული ნაწილი, დავჭრათ ოთხკუთხედებად ჭარხლის საჭრელით და შემდეგ გადავკეცოთ ისე, რომ სამკუთხედის ან მართკუთხედის ფორმები მივიღოთ (სურვილით). ოდნავ დავაწვეთ ხელით, რომ ცხობისას არ გადაიშალოს.
გამზადებული ცომი დავალაგოთ საცხობ ფირფიტაზე და შევდგათ 200° -ზე გაცხელებულ ღუმელში შუა თაროზე. 10 წთ.-ის შემდეგ სიმხურვალეს დავუწიოთ და ისე გამოვაცხოთ.
მზა გამომცხვარ ფორმებს ჩავუდოთ კრემი (მოხარშული კრემი გამოვიყენე სამარხვო)
ზემოდან მოვაყაროთ შაქრის პუდრა.
ავტორი: მზია ახვერდაშვილი