ტესტი: შენი ხასიათის განსაკუთრებულობა
ხშირად ადამიანს გაცნობიერებული არ აქვს საკუთარი უნიკალურობა. ყოველი ადამიანი ინდივიდუალურია და ის იბადება თავისი განსაკუთრებული მახასიათებელი თვისებით ან თვისებებით, ხოლო როდესაც გააცნობიერებს და აღმოაჩენს საკუთარ უნიკალურობას ეს მას მატებს თავდაჯერებულობასა და საკუთარი თავის რწმენას, ეს რესურსები კი ეხმარება მაქსიმალურად რეალიზდეს ცხოვრებაში ცხოვრების ყველა ასპექტის დონეზე!
ენერგეტიკული პრაქტიკების ოსტატი, ფსიქოლოგი ანუკი ვეფხვაძე გთავაზობთ ფსიქოლოგიურ ტესტს, რომელიც გიამბობთ თქვენი ხასიათის განსაკუთრებულობის შესახებ და გაიაზრებთ თქვენს ძლიერ მხარეებს!
დააკვირდით ფოტოს, ბევრი არ იფიქროთ და აირჩიეთ თვალი ინტუიციურად, ხოლო პასუხები იხილეთ ნუმერაციის მიხედვით...
1. მწვანე თვალი:
თქვენ - დამოუკიდებელი და მიზანდასახული პიროვნება ხართ, რომელიც არასდროს გადაუხვევს დასახული მიზნიდან. ირგვლივმყოფების აზრი თქვენზე გავლენას არ ახდენს, თუმცა ზოგჯერ ღირს ადეკვატური კრიტიკის გათვალისწინება, ეს პირიქით დაგეხმარებათ წინსვლაში.
2. ყავისფერი თვალი:
თქვენ - გახსნილი და გულწრფელი ადამიანი ხართ. თქვენი სიკეთე გულიდან მოდის, თუმცა ზოგჯერ დამოკიდებულება გეცვლებათ ხოლმე და თავადვე უკუაგდებთ ადამიანებს თქვენგან, რადგან გეშინიათ, რომ გულს გატკენენ.
3. ცისფერი თვალი:
თქვენ გაბედული და გადაწყვეტილების მიმღები პიროვნება ხართ. თქვენს ცხოვრებას ცვლით მოულოდნელად და თავდაჯერებულად, როდესაც აცნობიერებთ, რომ მიზნისკენ არ მიდიხართ. თუმცა გადაწყვეტილების მიღება დაფუძნებულია ემოციური ფონით და არა ჯანსაღი აზროვნებით.
4. კატისებრი თვალი:
თქვენ ხართ ამოუცნობი ადამიანი, იდუმალი. არავინ იცის თქვენი ნამდვილი სურვილები და მიზნები. თქვენ ფაქტიურად არავისთან იხსნებით, რადგან ბოლომდე არავის ენდობით. ურთიერთობაში უფრო მეტად ცუდის მოლოდინი გაქვთ, თუმცა ეს ხშირად ილუზიური ხედვაა ვიდრე სინამდვილე.
5. მისტიური თვალი:
თქვენ შემოქმედებითი ადამიანი ხართ. თქვენს ფანტაზიებს არ აქვს საზღვრები. თქვენ ბევრი რამის ნიჭი გაქვთ, თუმცა ჯერ ბოლომდე ვერ გაგიაზრებიათ, რადგან უფორ მეტად თვითკრიტიკული ხართ და ეს გიშლით ხელს.
ენდეთ თქვენს ინტუიციას და ყველაფერი გამოგივათ!