თეგებით ძიება

20 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ნახეთ ვის ელის წარმატებული დღე და პლანეტების მფარველობა.

ვერძი
ვარსკვლავები გირჩევენ აქტიური ნებისმიერ საქმეში იაქტიუროთ, სადაც საკუთარი ნიჭის გამოვლენას შეძლებთ. ეს პირველ რიგში ეხება სწავლას, სამუშაოსა და გატაცებას. შეგიძლიათ ეს დღე სახლის დასუფთავებას, მცირე რემონტს ან საყიდლებზე სიარულს დაუთმოთ. შესანიშნავი დროა ბავშვებთან ურთიერთობისთვის. ბევრი მშობელი საკუთარ თავში მოულოდნელად აღმოაჩენს მასწავლებლობის ნიჭს.

კურო
ეს პერიოდი ფინანსებთან დაკავშირებული ნებისმიერი საქმისთვის წარმატებული იქნება. სამსახურში თქვენს მოვალეობებს შესანიშნავად გაუმკლავდებით, ხოლო სახლში სრულყოფილად მოაწესრიგებთ. კარგი დროა ისეთი ნივთების შესაძენად, რომლებიც თქვენს ცხოვრებას უფრო კომფორტულს გახდიან. შეგიძლიათ გარეგნობასთან დაკავშირებული ექსპერიმენტები თამამად ჩაატაროთ.

ტყუპები
გირჩევთ ამ დღეს მთელი ყურადღება პროფესიულ საქმიანობაზე და ფინანსური საკითხების მოგვარებაზე გაამახვილოთ. თუ რაიმე დავალებას ვერ უმკლავდებით, გირჩევთ დახმარებისთვის გამოცდილ ადამიანებს მიმართოთ. თავი შეიკავეთ სილამაზის სალონში წასვლისგან - ეს საუკეთესო დრო არ არის იმიჯის შეცვლისთვის.

კირჩხიბი
გირჩევთ ყოველდღიური, რუტინული პრობლემების მოგვარეება სრულიად ახალი, მოულოდნელი ხერხით სცადოთ. სავარაუდოდ, რომლიღაც ახლობელ ადამიანს თქვენი დახმარება სჭირდება. თუნდაც ამისთვის განწყობილი არ იყოთ, შეეცადეთ თხოვნაზე უარი არავის უთხრათ.

ლომი
ეს პერიოდი ხელსაყრელია ყოველდღიური მოვალეობების ეტაპობრივი შესრულებისთვის. ეცადეთ არ გადაიღალოთ, ამ დღეს ზედმეტი ფიზიკური დატვირთვა არასასურველია. სამსახურიდან თავისუფალ დროს, ეცადეთ საკუთარ თავს გართობისა და დროის სასიამოვნოდ გატარების უფლება მისცეთ.

ქალწული
პრინციპულობისა და მიზანსწრაფულობის წყალობით ურთულეს საქმეს ადვილად გაუმკლავდებით. ფინანსურმა პრობლემები გაშინებთ, მაგრამ გონივრული მოქმედებებით სირთულეებს თავს დააღწევთ. გირჩევთ მომავალი ხარჯები ოჯახთან ერთად განიხილოთ და შეეცადეთ ზედმეტი ხარჯები თავიდან აიცილოთ.

სასწორი
ამ დღეს ყურადღება პირველ რიგში, იმ საქმეების შესრულებაზე უნდა გაამახვილოთ, რომელთა მოგვარება თავად შეგიძლიათ. ეცადეთ საკუთარ სურვილებსა და მათი განხორციელების მეთოდებში ზომიერება დაიცვათ. უარი თქვით ერთობლივ საქმეებე ხალხთან, რომლებიც თქვენს ნდობას არ იმსახურებენ. დამოუკიდებლადაც ყველაფერს შესანიშნავად გაუმკლავდებით.

მორიელი
ამ დღეს უამრავი საქმე გაქვთ და გეჩვენებათ, რომ ყველაფერს დამოუკიდებლად ვერ გაუმკლავდებით. თუ ხვდებით, რომ დახმარება გჭირდებათ, მეგობრებს ან ახლო ნათესავებს უნდა მიმართოთ.

მშვილდოსანი
ხელსაყრელი დროა თვითგანვითარებისა და დასვენებისთვის. ეცადეთ საქმეები და გრძნობები მოაწესრიგოთ. თუ სასურველი ნივთის შეძენაზე დიდხანს ოცნებობდით, ამის გაკეთების დრო მოვიდა. გირჩევთ ჯანმრთელობის უმცირესი პრობლემის შემთხვევაშიც კი კონსულტაციისთვის ექიმს მიმართოთ. პროფილაქტიკური მკურნალობის დაწყებისთვის ხელსაყრელი დღეა.

თხის რქა
მარტო ყოფნა მოსაწყენია, ამიტომ ეცადეთ დიდი ხნის უნახავ მეგობრებს შეხვდეთ და წარსულის მოგონებებში ჩაიძიროთ. სასურველია აქტიური დასვენების საშუალება აირჩიოთ, რომ დადებითი ენერგიით დაიმუხტოთ.

მერწყული
ენერგია საკმარისზე მეტი გაქვთ, ამიტომ წინასწარ მოიფიქრეთ რა სასარგებლო საქმისკენ მიმართოთ. გირჩევთ საყვარელ ადამიანთან ურთიერთობის განახლებაზე და ოჯახური პრობლემების მოგვარებაზე იზრუნოთ. გამორიცხული არ არის კითხვაზე პასუხი იპოვოთ, რომელიც დიდი ხანია გაწუხებთ.

თევზები
ვარსკვლავები გირჩევენ ამ პერიოდისთვის მნიშვნელოვანი საქმე არ დაგეგმოთ. დროა, დაისვენოთ. მოულოდნელი, მაგრამ სასიამოვნო შეხვედრები გელით. შესაფერისი დროა ხანმოკლე სასიამოვნო მოგზაურობისთვის.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა