თეგებით ძიება

სექსუალური ჰოროსკოპი - ვის ეწყობა მერ­წყუ­ლი

ზოდიაქოს ნიშნები, ტემპერამენტისა და ხასიათის შტრიხების მიხედვით, თორმეტ ფსიქოტიპად იყოფიან. აქედან გამომდინარე, თითოეულ მათგანს გააჩნია არამხოლოდ კონკრეტულად მისთვის დამახასიათებელი მსოფლმხედველობა, არამედ სექსუალური მიდრეკილებებიც.

ნიშნების მიხედვით განვიხილოთ, თუ თითოეული მათგანი როგორ ეწყობა სექსუალური კუთხით ზოდიაქოს დანარჩენ თერთმეტ წარმომადგენელს.

მერ­წყუ­ლის სექ­სუ­ა­ლუ­რი თავ­სე­ბა­დო­ბა და­ნარ­ჩენ ნიშ­ნებ­თან

მერ­წყუ­ლი და ვერ­ძი – ურ­თი­ერ­თო­ბა უმე­ტეს შემ­თხვე­ვა­ში წარ­მა­ტე­ბუ­ლი თუმ­ცა მოკ­ლე­ვა­დი­ა­ნია. მერ­წყუ­ლი და ვერ­ძი, ორი­ვე სი­ახ­ლის მოყ­ვა­რუ­ლი და ექ­სპე­რი­მენ­ტა­ტო­რი ნი­შა­ნია. თა­ნაც ამ ურ­თი­ერ­თო­ბა­ში, რო­გორც წესი, ყო­ველ­თვის ვერ­ძი ლი­დე­რობს. თუმ­ცა თა­ვი­სუფ­ლე­ბის­მოყ­ვა­რე მერ­წყუ­ლი ზოგ­ჯერ კა­ტე­გო­რი­უ­ლად არ აღი­ა­რებს ვერ­ძის ლი­დე­რო­ბას და სწო­რედ აქ იწყე­ბა კონ­ფლიქ­ტი. რა­საც შე­საძ­ლოა მათი ურ­თი­ერ­თო­ბა სა­მუ­და­მოდ შე­ე­წი­როს.

მერ­წყუ­ლი და კურო – მეტ-ნაკ­ლე­ბად თავ­სე­ბა­დი კავ­ში­რია. გო­ნებ­რი­ვი აქ­ტი­ვო­ბით გა­მორ­ჩე­უ­ლი მერ­წყუ­ლი, სექ­სის სა­კი­თხით ისე არ ინ­ტე­რეს­დე­ბა, რო­გორც მი­წი­ე­რი კურო. მერ­წყუ­ლებს, რო­გორც წესი, სექ­სუ­ა­ლუ­რი ლტოლ­ვა პარტნი­ო­რის მი­მართ, მენ­ტა­ლუ­რი და ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი ჰარ­მო­ნი­ის სა­ფუძ­ველ­ზე უჩ­ნდე­ბათ. რაც კუ­როს­თვის საკ­მა­ოდ გა­უ­გე­ბა­რი სა­კი­თხია.

მერ­წყუ­ლი და ტყუ­პი – ემო­ცი­უ­რი, ცვა­ლე­ბა­დი და სი­ახ­ლე­ე­ბის მოყ­ვა­რუ­ლი ტყუ­პი შე­სა­ნიშ­ნა­ვად უგებს ნო­ვა­ტორ და კრე­ა­ტი­ულ მერ­წყულს. ამ ორს შო­რის შე­სა­ნიშ­ნა­ვი კავ­ში­რი ყა­ლიბ­დე­ბა, რო­გორც მენ­ტა­ლუ­რი, ისე სექ­სუ­ა­ლუ­რი თავ­სე­ბა­დო­ბის კუ­თხით, რა­საც დრო კი­დევ უფრო ამ­ყა­რებს. ამ წყვილს შე­უძ­ლია ერ­თმა­ნე­თი ორი­გი­ნა­ლუ­რი საქ­ცი­ე­ლის ჩა­დე­ნის­კენ წა­ა­ქე­ზოს და ამის ხარ­ჯზე მათი კავ­ში­რი კი­დევ უფრო სა­ინ­ტე­რე­სო გახ­დეს.

მერ­წყუ­ლი კირჩხი­ბი – თავ­ქა­რი­ა­ნი, არაპ­როგ­ნო­ზი­რე­ბა­დი მერ­წყუ­ლი, კირჩხი­ბის ფსი­ქი­კას და ისე­დაც რყე­ვა­შე­პა­რულ თვით­შე­ფა­სე­ბის კო­ე­ფი­ცი­ენტს, სა­ერ­თოდ თავ­და­ყი­რა და­ა­ყე­ნებს. მერ­წყუ­ლის მო­თხოვ­ნი­ლე­ბას არა­სო­დეს შე­ი­ზღუ­დოს თავი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბით, კირჩხი­ბის და­ნერ­ვო­ზე­ბა შე­უძ­ლია, ამი­ტომ ამ ორს შო­რის სექ­სუ­ა­ლუ­რი კავ­ში­რიც კრა­ხის მომ­ტა­ნი შე­იძ­ლე­ბა იყოს.

მერ­წყუ­ლი და ლომი – მათ შო­რის შე­საძ­ლოა ძა­ლი­ან ორი­გი­ნა­ლუ­რი და მხურ­ვა­ლე რო­მა­ნი გა­ჩაღ­დეს. ბუ­ნე­ბით ექ­სპე­რი­მენ­ტა­ტო­რი მერ­წყუ­ლი ყო­ველ­თვის შეძ­ლებს ლომ­ში აღ­ფრთო­ვა­ნე­ბა და და­ინ­ტე­რე­სე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს. თუმ­ცა, ლომი ასე­ვე შე­იძ­ლე­ბა გა­ა­ღი­ზი­ა­ნოს მერ­წყუ­ლის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბელ­მა ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­ო­ბამ და ანა­ლი­ზის უნარ­მა. მარ­თა­ლია, მერ­წყუ­ლებს ჭკუ­ის სწვა­ლე­ბის­კენ მის­წრა­ფე­ბა არა­ნა­ი­რად არ ახა­სი­ა­თებთ, მაგ­რამ მათი დაკ­ვირ­ვე­ბის საგ­ნად ქცე­ულ ლომს ხში­რად სა­კუ­თარ შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­ში ეჭვი ეპა­რე­ბა და ეში­ნია პარტნი­ორს თვალ­ში სა­სა­ცი­ლოდ არ გა­მოჩ­ნდეს.

მერ­წყუ­ლი და ქალ­წუ­ლი – მარ­თა­ლია ამ ორს შო­რის ხში­რად ყა­ლიბ­დე­ბა შე­სა­ნიშ­ნა­ვი გო­ნებ­რივ-ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი კავ­ში­რი, მაგ­რამ მერ­წყუ­ლის მიდ­რე­კი­ლე­ბა ექ­სპე­რი­მენ­ტე­ბის­კენ და უპა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, ხში­რად იწ­ვევს ქალ­წუ­ლის გა­ღი­ზი­ა­ნე­ბას. თუკი ამ ლაფ­სუსს უგულ­ვე­ბელ­ყოფთ, ამ ორის­გან მშვე­ნი­ე­რი წყვი­ლი შე­იძ­ლე­ბა დად­გეს, მაგ­რამ მოკ­ლე­ვა­დი­ა­ნი პერ­სპექ­ტი­ვით.

მერ­წყუ­ლი და სას­წო­რი – ერთ-ერთი იდე­ა­ლუ­რი და ჰარ­მო­ნი­უ­ლი წყვი­ლია. ურ­თი­ერ­თო­ბა რო­გორც წესი, ყო­ველ­თვის მერ­წყუ­ლის მიერ და­წე­რი­ლი ორი­გი­ნა­ლუ­რი სცე­ნა­რით ვი­თარ­დე­ბა, რო­მელ­საც სას­წო­რი სი­ა­მოვ­ნე­ბით აა­ყო­ლებს სა­კუ­თა­რი ცხოვ­რე­ბის რიტმს. მათ შო­რის შე­სა­ნიშ­ნა­ვი თან­ხვედ­რაა, რო­გორც ემო­ცი­უ­რი, ისე სექ­სუ­ა­ლუ­რი, მენ­ტა­ლუ­რი და ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი კუ­თხით.

მერ­წყუ­ლი და მო­რი­ე­ლი – საკ­მა­ოდ არას­ტა­ბი­ლუ­რი და შე­უ­სა­ბა­მო წყვი­ლია. რო­გორც ემო­ცი­უ­რად, ისე სექ­სუ­ა­ლუ­რი კუ­თხით. მო­რი­ელს ძა­ლი­ან უჭირს მერ­წყუ­ლის არაპ­როგ­ნო­ზი­რე­ბად და თავ­ქა­რი­ან ბუ­ნე­ბას გა­უ­გოს, მა­შინ როცა მერ­წყუ­ლი თა­ვის მხრივ მო­რი­ე­ლის მხრი­დან გა­მო­ხა­ტულ მე­სა­კუთ­რულ თვი­სე­ბებს გა­აფ­თრე­ბამ­დე მიჰ­ყავს.

მერ­წყუ­ლი და მშვი­ლოდსა­ნი – ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო წყვი­ლია, რო­გორც ემო­ცი­უ­რი, ისე მენ­ტა­ლუ­რი და სექ­სუ­ა­ლუ­რი თავ­სე­ბა­დო­ბის კუ­თხით. მერ­წყუ­ლი, რო­მე­ლიც გა­ცი­ლე­ბით უფრო დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი და ლო­ი­ა­ლუ­რი ნი­შა­ნია, ხში­რად ინარ­ჩუ­ნებს ურ­თი­ერ­თო­ბა­ში დამ­ბა­ლან­სებ­ლის როლს, ხოლო სექ­სუ­ა­ლურ ურ­თი­ერ­თო­ბა­ში წი­ნა­აღ­მდე­გი არა­სო­დე­საა მშვილ­დო­სან­თან ერ­თად სხვა­დას­ხვა ექ­სპე­რი­მენ­ტი ჩა­ა­ტა­როს სა­წოლ­ში.

მერ­წყუ­ლი და თხის რქა – ამ ორს შო­რის სექ­სუ­ა­ლუ­რი ლტოლ­ვა და მხურ­ვა­ლე რო­მა­ნი, შე­საძ­ლოა ძა­ლი­ან კარგ მე­გობ­რო­ბა­ში გა­და­ი­ზარ­დოს. თხის რქის­თვის რთუ­ლია, და­აკ­მა­ყო­ფი­ლოს მერ­წყუ­ლის მო­თხოვ­ნი­ლე­ბა ექ­სპე­რი­მენ­ტე­ბის მი­მართ. არა იმი­ტომ, რომ მას სა­ა­მი­სოდ ტემ­პე­რა­მენ­ტი არ უწყობს ხელს, არა­მედ იმი­ტომ, რომ იგი უბ­რა­ლოდ ძა­ლი­ან ჯი­უ­ტი და კონ­სერ­ვა­ტო­რია. შე­სა­ბა­მი­სად, სი­ახ­ლე­ე­ბი აში­ნებს. მერ­წყუ­ლი კი ყო­ველ­თვის ეძებს ნო­ვა­ცი­ას. მათ შო­რის სექ­სუ­ა­ლუ­რი კუ­თხით.

მერ­წყუ­ლი და მერ­წყუ­ლი – საკ­მა­ოდ ჰარ­მო­ნი­უ­ლი და კარ­გი წყვი­ლია. ორი­ვე გა­მომ­გო­ნებ­ლუ­რი ნი­ჭით, ექ­სპე­რი­მენ­ტე­ბი­სა და სი­ახ­ლის სიყ­ვა­რუ­ლით გა­მო­ირ­ჩე­ვა. ისი­ნი ერ­თმა­ნეთს სტი­მულს აძ­ლე­ვენ რო­გორც მენ­ტა­ლუ­რი, ისე ფი­ზი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბის კუ­თხით. მათ ყო­ველ­თვის გა­აჩ­ნი­ათ სა­სა­უბ­რო თემა, სა­წოლ­შიც კი. ამი­ტომ ორი მერ­წყუ­ლის წყვი­ლი ერ­თად არა­სო­დეს მო­ი­წყენს.

მერ­წყუ­ლი და თევ­ზე­ბი – ხშირ შემ­თხვე­ვა­ში საკ­მა­ოდ რთუ­ლი და პრობ­ლე­მა­ტუ­რი კავ­ში­რია. მათ შო­რის დიდი სექ­სუ­ა­ლუ­რი მი­ზი­დუ­ლო­ბაა, რო­მე­ლიც ხა­სი­ა­თე­ბის აბ­სო­ლუ­ტუ­რი სხვა­ო­ბის გამო შე­საძ­ლოა მძაფრ­სი­უ­ჟე­ტი­ან მე­ლოდ­რა­მა­ში გა­და­ი­ზარ­დოს. სენ­სი­ტი­უ­რი თევ­ზე­ბი, ზედ­მე­ტად და­მო­კი­დე­ბუ­ლი ხდე­ბა ემო­ცი­უ­რად თა­ვი­სუფ­ლე­ბის­მოყ­ვა­რე და ზე­და­პი­რულ მერ­წყულ­ზე. რო­მე­ლიც აუ­ცი­ლებ­ლად შე­ეც­დე­ბა თავი გა­ი­თა­ვი­სუფ­ლოს ზედ­მე­ტი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის­გან.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა