ნიკა მელიას განაჩენს სააპელაციო სასამართლოში ასაჩივრებენ
"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას წინააღმდეგ სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს ადვოკატები სააპელაციოში ასაჩივრებენ.
როგორც მელიას ინტერესების დამცველმა, დიტო საძაგლიშვილმა ბრიფინგზე განმარტა, მოსამართლე ჩახნაშვილმა სარეზოლუციო ნაწილში მიუთითა, რომ ეს განჩინება ცალკე არ საჩივრდება.
"განჩინებაში არ წერია თითქმის არაფერი გარდა შაბლონური ტექსტებისა. ნიშანდობლივია, რომ ჩახნაშვილმა სარეზოლუციო ნაწილში მიუთითა, რომ ეს განჩინება ცალკე არ საჩივრდება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს განმარტება არის არაკონსტიტუციური და ამიტომ გუშინ ჩვენ წარვადგინეთ საჩივარი სააპელაციო სასამართლოში, რადგან მიგვაჩნია, რომ როდესაც ხდება ადამიანისთვის პატიმრობის შეფარდება, მნიშვნელობა არ აქვს ეს ხდება გამოძიების ეტაპზე თუ არსებითი განხილვის მიმდინარეობისას, უნდა შეიძლებლოდეს მისი გასაჩივრება", - თქვა დიტო საძაგლიშვილმა.
ადვოკატის თვქმითვე, სააპელაციო სასამართლოს საჩივრის მიხედვით 72 საათიანი ვადა აქვს, თუმცა შეიძლება შუამდგომლობა ვადით არ შემოისაზღვროს.