თეგებით ძიება

21 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ნახეთ ვის ელის წარმატებული დღე და პლანეტების მფარველობა.

ვერძი
ამ დღეს ყურადღებით უნდა იყოთ, განსაკუთრებით ჭორებსა და ცილისწამებას ერიდეთ. უარი თქვით ეგოისტ და აგრესიულ ადამიანებთან ურთიერთობაზე. ეცადეთ რელიგიების ახალი თეორიების გავლენების ქვეშ არ მოექცეთ და საკუთარი იდეალების ერთგული დარჩით. მოერიდეთ კონფლიქტებში მონაწილეობას და საღამო ოჯახის წევრებთან ერთად, მშვიდ, ოჯახურ გარემოში გაატარეთ.

კურო
პასიური დღეა, რომელიც არახელსაყრელია სიახლეების, ცვლილებებისა და მოგზაურობისთვის. ერიდეთ ნაჩქარევი გადაწყვეტილებების მიღებას და ეცადეთ მოლოდინის რეჟიმში გადახვიდეთ. დილა სასურველია, რომ შვილებთან ერთად, სუფთა ჰაერზე გაატაროთ, საღამო კი ერთგულ მეგობრებთან ერთად. დღის მეორე ნახევარში თქვენს სახლში ისევ სიყვარული და მშვიდობა დაისადგურებს.

ტყუპები
მონანიების, თავმდაბლობის, შეცდომების აღიარების დღეა. სასურველია ტაძრის მონახულება და სულიერი დონის ამაღლება. ყველა საქმე დაივიწყეთ და უპირატესობა საოჯახო საქმეებს მიანიჭეთ. ეწვიეთ დავიწყებულ მეგობრებს და ნათესავებს ან თქვენთან მოიპატიჟეთ. ამ დღეს სქესობრივი კავშირი არასასურველია.

კირჩხიბი
ეს დღე ცოდნისა და გამოცდილების დაგროვების სიმბოლოა და ხელსაყრელია მეცნიერების, ხელოსნობის, სწავლებისა და მიზნის მისაღწევად. ბევრ კირჩხიბს შეეძლება მომავლის პროგნოზირება. ამ დღის მთავარი საფრთხე სიჯიუტეა. სიზმრები შეიძლება წინასწარმეტყველური იყოს და მალე ახდეს.

ლომი
ეჭვების დაძლევისა და საკუთარი ბედის განსაზღვრის დღეა, რომელმაც შეილება თქვენი ცხოვრება რადიკალურად შეცვალოს და მანამდე მიუწვდომელ სიმაღლეებზე აიყვანოს. ნათესავებისა და მეგობრების დახმარების იმედი ნუ გექნებათ - ყველაფერი დამოუკიდებლად უნდა აკეთოთ. ნებისმიერ საქმეში თანმიმდევრულობა და მოთმინეწბა უნდა გამოიჩინოთ.

ქალწული
ეს დღე აღინიშნება ორგანიზმის დამცავი ძალის შემცირებას უკავშირდება. გამორიცხული არ არის ჯანმრთელობის მცირე პრობლემები - სავარაუდოდ ,მსუბუქი გაციება. უმჯობია ცოტა ხნით სახლში დარჩეთ. ყურადღება მიაქციეთ კვების რეჟიმს.

სასწორი
მიუხედავად იმისა, რომ ეს დღე აქტიური მოქმედებისათვის შესაფერისია, შეცდომებისგან არავინ არის დაზღვეული. სირთულეები შეიძლება ნაჩქარევი გადაწყვეტილებების მიღებას და გადაჭარბებულ პატივმოყვარეობას მოჰყვეს. გირჩევთ უცნობ ადამიანებთან გულწრფელობისგან თავი შეიკავოთ, რადგან შწეილება ეს თქვენს წინააღმდეგ გამოიყენონ.

მორიელი
ამ დღეს ვარსკვლავები აქტიურობას და კონკრეტულ საკითხებზე ყურადღების გამახვილებას გირჩევენ. ეცადეთ ეს დრო სწავლისა და თვითრეალიზაციისთვის გამოიყენოთ. მეგობრებთან და ახლობლებთან შეხვედრები დადებითი ემოციებით აგავსებთ. გირჩევთ თავისუფალ დროს საკუთარ ჯანმრთელობაზეიზრუნოთ.

მშვილდოსანი
გირჩევთ ადრე დაწყებული საქმეები დროულად დაასრულოთ. შესანიშნავი დროა ბავშვებთან ურთიერთობისთვის.თუ საკუთარი არ გყავთ, გირჩევთ მეგობრების ან მეზობლების ბავშვები სასეირნოდ წაიყვანოთ. ეს თქვენც და მათაც უსიდეს სიამოვნებას მოგანიჭებთ.

თხის რქა
შესანიშნავი დრო დასვენებისა და გართობისთვის. თუ დიდი ხანია რამის შეძენას, ვინმესთან შეხვედრას ან სადმე წასვლას გეგმავთ, ნუ დააყოვნებთ. ეცადეთ მარტო არ დარჩეთ, რომ შეცდომები არ დაუშვათ.

მერწყული
ამ დღეს სიტუაციის ობიექტურად შეფასება გაგიჭირდებათ, ამიტომ გირჩევთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დროისთვის გადადოთ. კარგი იქნება თუ მოჭარბებულ ენერგიას სახლის კეთილმოწყობაზე დახარჯავთ. ამ დღეს რაც არ უნდა გააკეთოთ, შედეგი მოლოდინს გადააჭარბებს.

თევზები
ეცადეთ დროულად დაასრულოთ საქმეები, რომლებიც დიდი ხნის წინ, თაროზე შემდეთ. საყვარელ ადამიანებთან რაც შეიძლება მეტი დრო გაატარეთ. სიფრთხილე გამოიჩინეთ ფინანსურ საკითხებში - უმჯობესია დიდი რაოდენობით თანხები თუნდაც სანდო ადამიანებზე არ გაასესხოთ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა