ინტიმი განრიგით: რამდენად ხშირად კავდებიან სექსით წყვილები? (18 +)
როცა ფიქრობთ კითხვაზე, რამდენად ხშირად კავდებით სექსით, შესაძლოა გაჩნდეს სხვადასხვა შეკითხვა: და რამდენი უნდა იყოს ნორმა? რამდენჯერ კავდებიან სექსით ჩვენი მეგობრები? ფუჭდება სექსის გარეშე ურთიერთობები? რა უნდა იცოდეთ სინამდვილეში სექსის სიხშირეზე.
სექსის სიხშირე - ინტიმური ცხოვრების მხოლოდ ერთი პარამეტრია. მნიშვნელოვანია ხარისხი, ხანგრძლივობა, სიამოვნების მიღება და დაკმაყოფილება, თუმცა ყველაზე მარტივი აქტების რაოდენობის დათვლაა.
ყველაზე ხშირი კითხვა
კვლევაში მონაწილეობა 26 000-მა ამერიკელმა მიიღო, რომელთა საშუალო რაოდენობა სექსის 54 შეადგენდა, რაც ნიშნავს დაახლოებით კვირაში ერთხელ სიამოვნების მიღებას. როგორც აღმოჩნდა,
ეს 9-ჯერ ნაკლებია, ვიდრე ანალოგიური კვლევა ჩატარებული 1990 წელს. მონაწილეობას მასში ღებულობდნენ მარტოხელა, დაოჯახებული, ერთად მცხოვრები ადამიანები. დაოჯახებულებმა წელიწადში 51 აქტი დათვალეს.
ყველაზე ბედნიერი პასუხი
ბედნიერები არიან წყვილები კვირაში ერთხელ სექსით? ზოგიერთი თვლის, რომ სიხშირე ბევრ რამეზეა დამოკიდებული. 30 000 ამერიკელის გამოკითხვამ კი პირიქით შედეგი გამოავლინა. ადამიანებს მოსწონთ სინამდვილეში 2-3-ჯერ კვირაში სექსი, რაც მათ ბედნიერს ხდის. რა ხდება მაშინ მათთან, ვისაც ინტიმური ცხოვრება ნაკლებად ინტენსიური აქვთ?
ველაზე რთული პასუხი
წყვილები იშვიათი სექსით ნაკლებად ბედნიერები არიან. 16%-მა 6029 მონაწილიდან უპასუხა, რომ სექსი თვეზე მეტია არ ჰქონიათ, ხოლო 15%-მა უპასუხა, რომ ნახევარი წელიწადია არ ჰქონიათ სექსი. სექსის გარეშე ქორწინებას სპეციალისტები უბრალოდ ურთიერთობებს უწოდებენ, რომელიც წელიწადში დაახლოებით 10 სექსუალურ აქტს ითვლის.
თუკი სექსი იშვიათად გაქვთ, გული არ გაიტეხოთ. მთავარია, რომ მოგწონდეთ პროცესი - ეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ყოველდღიურად სექსით დაკავდეთ, უინტერესოდ. ასევე გასათვალისწინებელია გარემოებები: დამღლელი სამუშაო, პატარა ბავშვები, ლიბიდოს დაქვეითება - ერთ-ერთი მიზეზი, რომლის დროსაც სიყვარულით კავდებიან ჩვეულებრივზე იშვიათად.
marao.ge