22 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
ნახეთ ვის ელის წარმატებული დღე და პლანეტების მფარველობა.
ვერძი
მშვიდი დღეა და უსიამოვნო სიურპრიზებს არ უნდა ელოდოთ. შეადგინეთ დღის გეგმა და ყურადღება მთავარ მიზნებზე გაამახვილეთ. ასეთ შემთხვევაში თქვენი წარმატების შანსბი გაურმაგდება. თავი შეიკავეთ ახლობლებთან ურთიერთობის გარკვევისგან. ამჟამად ეს უსარგებლო საუბრებისა და ორმხრივი გაღიზიანების გარდა, არაფერს მოგიტანთ.
კურო
ბედის უეცარი ცვლილებები გელით. გირჩევთ გამონახოთ დრო უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებისა და აუცილებელი ნივთების შეძენისთვის. ხელსაყრელი პერიოდია ახალი ნაცნობობისა და რომანტიკული პაემნებისთვის. დღის მეოერე ნახევარში სასურველია კულტურულ ან გასართობ ღონისძიებებზე დასწრება.
ტყუპები
გირჩევთ საკუთარ თავზე ზედმეტი ვალდებულებები არ აიღოთ. თუ დაღლილობას გრძნობთ, დაუსრულებელი საქმეებისა და გადაუჭრელი პრობლემების მოგვარება სამომავლოდ გადადეთ. ეს დღე შედარებით მარტივი იქნება მათთვის, ვისაც ახალ გარემოებებთან სწრაფად შეგუება შეუძლია.
კირჩხიბი
მშვიდი დღეა. მკვეთრ ცვლილებებს და მოულოდნელობებს არ უნდა ელოდოთ. ერიდეთ კონფლიქტებს, განსაკუთრებით, გაუწონასწორებელ ადამიანებთან. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობის მდგომარეობას. შესანიშნავი დროა ექიმთან კონსულტაციისთვის ვიზიტებისა და პროფილაქტიკური მკურნალობისთვის. ზომიერი ვარჯიში და ფიზიკური დატვირთვა თქვენს ჯანმრთელობაზე დადებითად იმოქმედებს.
ლომი
ეცადეთ ეს დღე ისე დაგეგმოთ, რომ ცხოვრებისაგან რაც შეიძლება მეტი სიამოვნება მიიღოთ. ბევრი ლომი გადაწყვეტს ამ დღეს სახლისთვის ინტერიერის ნივთები ან საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეიძინოს, ზოგი გარდერობს ახალი, ლამაზი სამოსით შეავსებს, ზოგი კი გადაწყვეტს, რომ ეს დრო სახლიდან მოშორებით გაატაროს.
ქალწული
თუ რომელიმე საქმის დაწყება გიჭირთ ან ამჟამად ამის სურვილი არ გაქვთ, შეგიძლიათ ამის მოგვარება რამდენიმე დღით გადადოთ. ახლა სრულფასოვანი დასვენებისთვის ხელსაყრელი დროა. გამორიცხული არ არის, რომ ძლიერი მფარველი გამოგიჩნდეთ, რომელიც თქვენი პრობლემების ნაწილს საკიუთარ თავზე აიღებს.
სასწორი
მთელ დღეს საყვარელ ადამიანებთან, ნათესავებთან, მეგობრებთან და ნაცნობებთან ერთად გაატარებთ, რაც დადებითი ემოციებით აგავსებთ და გაგამხიარულებთ. მხიარულება კარგია, მაგრამ არც საკუთარი ჯანმრთელობის შესახებ უნდა დაივიწყოთ. გირჩევთ მცირე დისკომფორტის შემთხვევაშიც კი ექიმს მიმართთ. საკუთარი სხეულიდან მომდინარე სიგნალები უყურადღებოდ არ უნდა დატოვოთ.
მორიელი
ეს დღე ყველა თვალსაზრისით ხელსაყრელია. ნუ გაურბიხართ ნაცნობებთან შეხვედრას და საუბარს - ამან შეიძლება ახალი, საინტერესო პერსპექტივები გააჩინოს. მომავალკვირას დატვირთული მუშაობა მოგიწევთ, ამიტომ ეცადეთ რამდენიმე დღე დაისვენოთ და ქალაქიდან გახვიდეთ, სადაც პროფესიული საზრუნავი და საშინაო საქმეები თავს არ შეგახსენებთ.
მშვილდოსანი
ამაღლებულ განწყობაზე ხართ. ოჯახის წევრების მხარდაჭერა და სიყვარული წარმატეწბის მიღწევაში დაგეხმარებათ. და ჯერჯერობით მარტოხელა ხართ, შეიძლება ცხოვრების თანამგზავრი იპოვოთ. მთავარია, ყურადღებით იყოთ, რომ მისი სიახლოვე არ გამოგეპაროთ.
თხის რქა
ეს პერიოდი შეიძლება ძალიან ნაყოფიერი აღმოჩნდეს. საკუთარ ჩანაფიქრს 100%-იანი სიზუსტით განახორციელებთ. შეგიძლიათ დაუბრუნდეთ სამუშაოს, რომელიც დიდი ხნის წინ თაროზე შემოდეთ. წარმატების გასაღებს თქვენი კავშირებისა და ნაცნობობის საშუალებით იპოვით.
მერწყული
სამსახურში ზედმეტი ინიციატივის გამოჩენას ერიდეთ - შეიძლება უფროსებისა და კოლეგების მხრიდან გაუგებრობას შეეჯახოთ. გირჩევთ ფული მომჭირნედ ხარჯოთ, რომ პრობლემები თავიდან აიცილოთ. სასურველია მეტი ყურადღება მიაქციოთ ყოველდღიურ საქმეებს.
თევზები
შეეცადეთ ემოციები აკონტროლოთ, რომ დაუფიქრებელი სიტყვით ან მოქმედბით ახლობლი ადამიანი დამსახურებულად არ გაანაწყენოთ. თუ საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებული არ ხართ, ახლობლების დახმარებაე უარი არ უნდა თქვათ. იზრუნეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე და ყველაფერში ზომიერება დაიცვათ.