23 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
ნახეთ ვის ელის წარმატებული დღე და პლანეტების მფარველობა.
ვერძი
შეიძლება საინტერესო იდეები გაგიჩნდეთ და ნუ დააყოვნებთ დაუკავშირდით მათ, ვინც მათ განხორციელებაში დაგეხმარებათ. ეცადეთ სერიოზულად გაანალიზოთ საკუთარი ფინანსური შესაძლებლობები და იფიქროთ იმაზე, თუ როგორ აიცილოთ ზარალი და შეინარჩუნოთ სტაბილურობა. ხელსაყრელი დროა იმ ხალხთანურთიერთობისთვის, ვის მიმართაც თბილი გრძნობები გამოძრავებთ.
კურო
ეს დღე მშვიდად ჩაივლის, თუ „ცარიელ ადგილზე“ პრობლემებს არ შეიქმნით. თუ ყველა წვრილმანზე გაღიზიანდებით, საკუთარ თავსაც და სხვებსაც პრობლემებს შეუქმნით. ეცადეთ საყვარელ საქმეს მეტი დრო დაუთმოთ.
ტყუპები
ამ დღეს ნუ დაიწყებთ საქმეს, რომელიც სერიოზულ ფიზიკურ დატვირთვას მოითხოვს. თუ ემოციებით იხელმძღვანელებთ, შეიძლება დაუფიქრებელი და მცდარი გადაწყვეტილება მიიღოთ. სთხოვეთ კოლეგებს, ოჯახის წევრებს და მეგობრებს, რომ მეტი თანაგრძნობა გამოიჩინონ.
კირჩხიბი
მიმდინარე საქმეებზე არ ინერვიულოთ, თუნდაც ყველაფერი ისე არ მიდიოდეს, როგორც გსურთ. გაორიცხული არ არის, რომ დაუფიქრებელი მოქმედებით ხელოვნურად შექმნათ სირთულეები და შემდეგ გაბედულად გადალახოთ. სავარაუდოდ, ამის გამო ამის გამო სხვების, ძირითადად კოლეგების საყვედურების მოსმენა მოგიწიოთ. ეცადეთ დადებითი განწყობა შეიქმნათ და დღე წარმატებული იქნება.
ლომი
თქვენს ცხოვრებაში დიდი ცვლილებები მოსალოდნელი არაა. საკუთარი თავისგან გმირობას ნუ მოითხოვთ და ნუ ცდილობთ ყველა ოჯახური და პროფესიული პრობლემა დაუყოვნებლივ მოაგვაროთ. წარმატებული დღეა შეძენისა და მეგობრების კომპანიაში სასიამოვნო შეხვედრებისთვის.
ქალწული
სანამ რამეს გააკეთებთ, კარგად დაფიქრდით. ეცადეთ ისეთი საქმე იპოვოთ, რომელიც უარყოფითი აზრების განდევნაში დაგეხმარებათ. ნათესავებთან ურთიერთობაში უმჯობესია, ლოდინის პოზიცია აირჩიოთ. ეცადეთ ნებისმიერი პრობლემა მშვიდობიანად მოაგვაროთ.
სასწორი
ეს დღე შეიძლება ძალიან რთული აღმოჩნდეს, ამიტომ სერიოზულ გეგმებს ნუ დაისახავთ. თუ არ გსურთ ცხოვრება გაირთულოთ,ნურავის ნურაფერს დაპირდებით, განსაკუთრებით იმ ადამიანებს, რომლებზეც დამოკიდებული ხართ. შეგიძლიათ ოჯახის წევრებისა და მეგობრების სრული მხარდაჭერის იმედი გქონდეთ.
მორიელი
შეეცადეთ ამ დღეს არ გადაიღალოთ და ისეთ საქმეებს არ შეეჭიდოთ, რომლებიც ამ ეტაპზე თქვენს ძალებს აღემატება. სავარაუდოდ, ძველი მეგობრების მხარდაჭერა დაგჭირდებათ. დაურეკეთ მათ, ვინც დიდი ხანია არ გინახავთ და ოჯახურ წვეულებაზე მიიწვიეთ. ამ დღეს ფული არ უნდა ისესხოთ ან გაასესხოთ.
მშვილდოსანი
ამ დღეს შანსი მოგეცემათ, რომ მიზანს მიაღწიოთ. არ გამოტოვოთ მოვლენები, რომლებმაც შეიძლება თქვენს მომავალზე გავლენა მოახდინონ. აუცილებლად წადით სტუმრად, თუ ასეთი მიწვევა მიიღეთ. გამორიცხული არ არის ახალი რომანტიკული ნაცნობობა.
თხის რქა
ნუ მისცემთ საკუთარ თავს სიზარმაცის უფლებას. მალე ბევრი უზუსტობა და გაუგებრობა გაირკვევა, რომელიც თქვენს ცხოვრებაში მოხდა და ყველაფერი თავის ადგილზე დადგება. ეცადეთ დამოუკიდებლად იმოქმედოთ. იმიტომ არა, რომ უახლოესი ადამიანები გიღალატებენ, უბრალოდ, ეცადეთ ყველა საქმის კურში იყოთ და უმცირესი დეტალიც არ გამოგეპაროთ.
მერწყული
ეცადეთ დაწყებული საქმეები დროულად დაასრულოთ და ს საქმიანი ქაღალდები მოაწესრიგოთ. ამუეს შეიძლება ყველაზე აუცილებელი საქმეა, რომელსაც დღეს გააკეთებთ. პლანეტების ხელსაყრელი მდებარეობა ნებისმიერ საკითხზე შეთანხმებში დაგეხმარებათ.
თევზები
ეცადეთ გადაწყვეტილების მიღებისას მეტი სითამამე გამოიჩინოთ! შეგიძლიათ პოტენციურ პარტნიორებთან პროფესიული საკითხები განიხილოთ. სიფრთხილე გამოიჩინეთ შემთხვევით ნაცნობებთან ურთიერთობაში და არავითარ შემთხვევაში პირადი საიდუმლო არ გაანდოთ. თანამოაზრეებთან ურთიერთობა დადებითი ემოციებით აგავსებთ.