თევზები – ზოდიაქოს ყველაზე ამოუცნობი ნიშანი
თევზები ზოდიაქოს ყველაზე უჩვეულო ნიშანია, მისი ხასიათი მუდმივად იცვლება და ვითარდება. ამის გამო ხშირად ვერ აფასებენ და ვერ უგებენ. ენერგიის და განზრახვის სხვადასხვა მიმართულებით ნაკადის გამო თევზს რთული და ხანგრძლივი ურთიერთობის ჩამოყალიბება უჭირს.
ემპათია – თევზების მამოძრავებელი ძალა
თევზები ძალიან თანამგრძნობიარეები არიან. ხშირად მელოდრამებზე ტირიან და ქველმოქმედებისთვის მუდმივად თანხას იღებენ, ამ ყველაფერს არა საჩვენებლად, არამედ გულწრფელად აკეთებენ. თუ ყურადღებიან და მზრუნველ პარტნიორს ეძებთ, თევზებზე დაფიქრდით!.
ძალიან მგრძნობიარეები არიან
ყურადღებით იყავით, როცა გადაწყვეტთ მეგობარ-თევზს შენიშვნა მისცეთ იმის გამო, რომ ის ზედმეტად ბევრს ლაპარაკობს. თქვენ მეგობარს ეწყინება – და უფრო მეტად, ვიდრე ფიქრობთ. თევზები ძალიან მგრძნობიარეები არიან და ნებისმიერ დროს შეუძლიათ აღელდნენ ან განწყობა გაუფუჭდეთ. დაფიქრდით, სანამ რამეს იტყვით.
თუ სტრესს თავად განიცდით, შეგიძლიათ ამის შესახებ მეგობარ-თევზს არც უთხრათ. მან უკვე ყველაფერი იცის.
საოცრად მრავალფეროვანი პიროვნება აქვთ
თევზებს ისე სურთ ცხოვრება, რომ მათთვის ერთი სიცოცხლე საკმარისი არაა. მას ურჩევნია რამდენიმე ცხოვრება ერთ სიცოცხლეში იცხოვროს, სწორედ ამიტომ სხვადასხვა როლის მორგებას ცდილობს – ეს ნორმალური და ბუნებრივია. ორპირობაში არ დაადანაშაულოთ.
თუ თევზმა ზუსტად არ იცის, ახლა რა როლს ასრულებს, ჩვეულებრივ გადაწყვეტილების მიღება და შემდეგი ნაბიჯის გადადგმა უჭირს. უბრალოდ ასე არიან მოწყობილნი.
მათი გაცნობა ადვილია, მაგრამ ცოტას თუ უშლის გულს
ისინი ცდილობენ ყოველთვის და ყველგან ახალი ადამიანები ჰყავდეთ გვერდზე. თუმცა არასდროს იციან, თუ როგორ გადააქციონ ახალი ნაცნობები ნამდვილ მეგობრებად.
თევზებს სხვების მხრიდან სრული მხარდაჭერის მიღების იმედი არ აქვთ. არადა თავად ყოველთვის მზად არიან ამისთვის!
აი, რატომ შეიძლება თევზმა თქვენს ცხოვრებაზე ბევრი კითხვა დაგისვათ. მათ ნამდვილად აინტერესებთ. და გული სტკივათ, როცა მას არ ენდობით.
ისინი ყველას ღებულობენ
თევზები ყოველთვის იმედოვნებს, რომ ადამიანები საუკეთესო მხარეს დაანახებენ. ისინი იდეალური ადვოკატები არიან. როგორც მინიმუმ, არ ასამართლებენ ადამიანს მანამ, სანამ მისი დანაშაული დამტკიცებული არ იქნება.
მათთან წვეულებაზე ყოველთვის მხიარულება არის: აქ საზოგადოების ყველა ფენის წარმომადგენელს შეხვდებით.
ზოგჯერ რეალობა და ფანტაზია ერთმანეთში ერევათ
თევზები – დედამიწის მთავარი მეოცნებეები არიან. ყველაფერი იმიტომ, რომ მათი ზეციური მფარველები არიან იუპიტერი და ნეპტუნი.
თევზები ყოველთვის ახალი მიზნის ძიებაში იტანჯება, არ შეუძლიათ დამშვიდება. ზოგჯერ ეს უნარი შეუძლებლის მიღწევაში ეხმარებათ.
მათი ენერგია გარშემომყოფების ენერგიას ასახავს
თევზები ძალიან მგრძნობიარეები არიან. ზოგჯერ სხვისი ემოცია მათ იმდენად იპყრობს, რომ საკუთარ თავში გარკვევა არ შეუძლიათ. ზოგჯერ მათი ცხოვრება ქაოსს ჰგავს, რადგან საკუთარ პრობლემებს ვერ უმკლავდებიან: ირგვლივ ხომ ამდენი უცხო ადამიანია!
ყოველთვის ახალ შთაბეჭდილებებს ეძებენ
თევზები ყოველთვის ახალი ნივთების და შთაბეჭდილებების ძიებაში არიან. განსაკუთრებით ბედნიერები არიან მაშინ, როცა პოულობენ ადამიანს, რომელიც მასთან ერთად შთაბეჭდილებების გაზიარებისთვის მზად არის. ჩვეულებრივ თევზებს კარგი ურთიერთობა აქვთ მათთან, ვისას მათსავით ქაოსი და აჟიოტაჟი უყვართ.
თუ თევზები სტაბილურობის მახეში ებმება, შესაძლოა რაიმე იმპულსური საქციელი ჩაიდინოს და ცხოვრების რადიკალურად შეცვლის პირველივე შანსს იყენებს.
თევზები – ზოდიაქოს ბოლო ნიშანი
თევზები – მე-12 და ზოდიაქოს ბოლო ნიშანია. ეს იმას ნიშნავს, რომ ყველა, ვინც ამ ნიშნის ქვეშ დაიბადა, წინა 11 ნიშნის ხასიათის ნარევს წარმოადგენს.
სწორედ ამიტომ თევზებს საკუთარ თავსა და გრძნობებში გარკვევა ძალიან უჭირთ. აი, რატომ არიან ასეთი გადაწყვეტილებების მიღება უჭირთ და ხშირად სულელურ გადაწყვეტილებებს იღებენ.
მიუხედავად ყველაფრისა, ამ ადამიანების დადებითი მხარე იმაში მდგომარეობს, რომ ძალიან გულახდილები არიან. თევზები – მეგობარი, რომელიც ყოველთვის გეტყვით „დიახ“ მაშინაც კი თუ შემდეგ ამის გამო ინანებს.