თეგებით ძიება

რატომ არის ვალენტინობის დღე ურთიერთობისთვის კატასტროფა?

ბოლოდროინდელი გამოკვლევების თანახმად, პარტნიორთან განშორების ალბათობა თებერვალში იზრდება. როგორ უკავშირდება ეს სევდიანი სტატისტიკა წლის ყველაზე რომანტიკულ დღესასწაულს და რა უნდა გააკეთოთ, რომ ვალენტინობის თქვენი ურთიერთობის დამასრულებელ აკორდად არ იქცეს?

ითვლება, რომ 14 თებერვალი სიყვარულის დღესასწაულია - რომანტიკითა და ბედნიერებით აღსავსე დღე, როდესაც საყვარელი ადამიანები ერთმანეთს საჩუქრებს ჩუქნიან, სასიამოვნო სიურპრიზებს უწყობენ და დროს სასიამოვნოდ ატარებენ. მაგრამ ზოგიერთი წყვილისთვის ეს დღესასწაული სხვა სცენარით ვითარდება.

მრავალი, მათ შორის ფეისბუქის სტატუსების გამოკვლევა ადასტურებს, რომ რომანტიკული კავშირები ყველაზე ხშირად ვალენტინობამდე რადენიმე კვირით ადრე ან მის შემდეგ იშლება. კვლევები ამ პარადოქსის რამდენიმე მიზეზზე მიუთითებენ.

გაზრდილი მოლოდინები
ბევრი ადამიანისთვის ვალენტინობის დღის მოლოდინი საჩუქრებს, კომპლიმენტებს, სანთლების შუქზე რომანტიკულ სადილებს უკავშირდება. ეს განსაკუთრებით ქალებს ეხებათ, რომლებსაც ყველაფრის დაგეგმვა უყვართ. თავის ოცნებებში ქალი უკვე საყვარელ ადამიანთან ერთად, რესტორანში, სანთლების შუქზე ვახშმობს. ფიქრობს თუ რა რა შეუკვეთოს დესერტად, როგორ მიიღოს მისგან რომანტიკული საჩუქარი, გაგრძელდება საღამო თუ არა, მამაკაცი სახლში ხომ არ მიიწვევს და ხომ არ ღირს წინასწარ ლამაზი თეთრეულის შეძენა? ჩვენ ხომ ასე ძალიან გვიყვარს ოცნება, თუმცა რა არის ამაში ცუდი?

კვლევებმა აჩვენა, რომ ასეთი ოცნებები ურთიერთობებისთვის სასარგებლო არ არის, რადგან დიდ მოლოდინებს დიდი იმედგაცრუება მოჰყვება, როდესაც რეალობა მათთან წინააღმდეგობაში მოდის. ექსპერტები ამტკიცებენ, რომ წყვილები, რომლებიც ურთიერთობებს მაღალი მოლოდინებით იწყებენ, მეტად იმედგაცრუებულები რჩებიან თავიანთი რომანტიკული ურთიერთობით, ვიდრე უფრო რეალისტური მოლოდინის მქონეები.

გარდაუვალი შედარებები
14 თებერვალთან დაკავშირებული „სიყვარულის დღესასწაულის" ატმოსფეროში ის ადამიანებიც კი ხდებიან ჩათრეული, ვისაც ეს სრულიად არ აინტერესებს. საუბარია არა იმდენად თვის დასაწყისიდან ვარდისფერი გულიებით, დათუნიებითა და ბუშტებით გამოტენილი მაღაზიების ვიტრინებზე, არამედ საინფორმაციო სივრცეზე, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ.

საუკეთესო მეგობარმა, ვალენტინობამდე ერთი კვირით ადრე გაგიმხილათ, რომ მისმა რჩეულმა ვალენტინობის დღის პარიზში გატარება შესთავაზა. ყოფილმა კლასელმა ვარდების უზარმაზარი თაიგულის ფოტო გამოაქვეყნა, ხოლო კოლეგამ უზარმაზარი პოსტი დაწერა იმის შესახებ, თუ როგორი რომანტიკული საღამო გაატარა საყვარელ ადამიანთან ერთად და ნათქვამი ფოტო-მტკიცებულებით დაადასტურა. ერთ საინფორმაციო სივრცეში მყოფი ადამიანების ინფორმაციის კითხვის ან მოსმენის დროს ძნელია თავიდან ავიცილოთ შედარება საკუთართან. თუ ეს შედარებები თქვენთვის სასარგებლო არ აღმოჩნდა, უკმაყოფილების განცდას მოგიტანთ.

გამადიდებელი შუშის ეფექტი
თუ თქვენსა და თქვენს პარტნიორს შორის ურთიერთობა ისედაც დაძაბულია, მაშინ ვალენტინობის დღემ შეიძლება პრობლემა უფრო გაამწვავოს. ჩვენ ხომ დღესასწაულის წინ მხოლოდ საჩუქრებზე და რომანტიკულ ვახშამზე კი არა, ზოგადად, ურთიერთობებზეც ვფიქრობთ? ფიქრის დროს კი შეიძლება უამრავი უსიამოვნო რამ აღმოაჩინოთ, რაც უკმაყოფილებას მხოლოდ გაზრდის.

ვალენტინობის დღეს კიდევ ერთი დიდი ნაკლი აქვს: ჩვენ ვცდილობთ, რომ მთელი სიყვარული ერთ დღეში ჩავტიოთ, ვცდილობთ, რომ ეს დღე ნათელი და დასამახსოვრებელი გახდეს. შედეგად, შეიძლება გულწრფელი ზრუნვა, ნდობა და მადლიერება, რაც ჯანსაღი ურთიერთობის გასაღებია, გარე ეფექტებით - რესტორნებით, მდიდრული თაიგულებითა და ძვირადღირებული საჩუქრებით ჩავანაცვლოთ.

ფსიქოლოგებმა, ჯონ და ჯული გოტმანებმა კვლევა ჩაატარეს, რომელშიც 130 ადამიანი მონაწილეობდა. ფსიქოლოგები აკვირდებოდნენ თუ როგორ ურთიერთობდნენ წყვილები დღის განმავლობაში და დაადგინეს, რომ მაგალითად, ექვწლიანი ქორწინების შემდეგ ერთად დარჩენის ალბათობა ორჯერ იზრდება წყვილებში, რომლებშიც პარტნიორები ერთმანეთს ყურადღებას აქცევენ, ცდილობენ ყოველდღიურად კონტაქტი დაამყარონ და საკუთარ ცხოვრებაში საყვარელი ადამიანის მნიშვნელობა აღნიშნონ. ნახევარს და ხაზს უსვამენ მათ ცხოვრებაში მნიშვნელოვან მნიშვნელობას.

ექსპერიმენტის შედეგები ფსიქოლოგებს საშუალებას აძლევს 94 პროცენტიანი სიზუსტით თქვან, დაშორდება თუ არა ესა თუ ის წყვილი მომავალში.

სწორედ ამიტომაა ასე მნიშვნელოვანი, რომ ურთიერთობაზე ყოველ დღე იმუშაოთ და სიყვარულის გამოსავლენად ერთ განსაკუთრებულ დღეს არ დაელოდოთ.

ფსიქოლოგები გვთავაზობენ რამდენიმე გზას, რომელიც ურთიერთობის გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ არა მხოლოდ 14 თებერვალს, არამედ მთელი ცხოვრების განმავლობაში.

პაემანის ღამე
ვალენტინობის დღის ლოდინი არ გჭირდებათ, რომ ერთად სასიამოვნო საღამო გაატაროთ. პარტნიორთან შეთანხმდით, რომ პაემნებს სხვა დროსაც დანიშნავთ, მაგრამ ეს შეთანხმება მხოლოდ სიტყვებად რომ არ დარჩეს, აიღეთ მარკერი და პაემნის ღამე კალენდარზე აღნიშნეთ. თარიღის დაგეგმვა ალბათობას გაზრდის, რომ პაემანი ნამდვილად შედგება და ასევე ხელს შეუწყობს, რომ უფრო საინტერესო და სასურველი გახდეს.

ერთად მოსინჯეთ რაღაც ახალი
ყოველდღიური ცხოვრეის რუტინამ შეიძლება ვნების ცეცხლი ყველაზე ლამაზ ურთიერთობაშიც კი ჩააქროს. ამიტომ, ეცადეთ, რომ მუდმივად ახალი შთაბეჭდილებები ეძებოთ: პარაშუტით გადმოხტით, შაბათ-კვირას ქალაქგარეთ გაისეირნეთ, საძინებელში კედლები გადაღებეთ და ა.შ. რაც მთავარია, ერთად უნდა იყოთ. ერთად მიღებული გამოცდილება თქვენს ურთიერთობას ახალ ფერებს შესძენს.

რა თქმა უნდა, ზემოთ ნათქვამი არ ნიშნავს, რომ ვალენტინობის დღე საერთოდ არ უნდა აღვნიშნოთ. უბრალოდ, ამის მეტისმეტად სერიოზულად მიღება არ ღირს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა