რა შეცდომები არ უნდა დავუშვათ კოცნის დროს?
რა არის საჭირო ღვთაებრივი და დაუვიწყარი კოცნისთვის? თურმე, ბევრი რამ... თქვენი პიროვნებისა და სხეულის ქიმია, სწორი განწყობა, ტუჩების იდეალური სიმკვრივე, ხელების კოორდინაცია და ციური სხეულების სწორი განლაგებაც კი...
მხოლოდ ერთი რამით შეგვიძლია დავიმშვიდოთ თავი: ყველაფერი ეს ჩვენ სისხლში გვაქვს. მთავარია, არ გადავაჭარბოთ.
და მაინც... რა შეცდომები არ უნდა დავუშვათ ვნებიანი კოცნის დროს?
1. უინიციატივობა
სექსში უნიათო ქალებს "კუნძებს" უწოდებენ. კოცნის დროსაც არ მოეწონება მამაკაცს ქალი, რომელიც გაშეშებულია და ელის, როდის გაიწევს მისკენ საკოცნელად ის. თუნდაც თვლიდე, რომ
მამაკაცი ლიდერია და მას უნდა მისცე უფლება გმართოს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ უნდა გაიყინო, როგორც დაჰიპნოზებული კურდღელი და სიამოვნების მიღების მთელი პასუხისმგებლობა მას დააკისრო. იქონიე რეაქცია, გამოხატე სიამოვნება და თანხმობა, აგრძნობინე შენი სურვილები, ეცადე, ასიამოვნო მას. ეს აუცილებლად დაგიფასდება!
2. თვალი თვალში
ბევრი კოცნის დროს თვალებს ხუჭავს და სიამოვნებას ასე მიეცემა. თუ შენ ადამიანთა ამ რიცხვს არ მიეკუთვნები და გირჩევნია, დატკბე შენი პარტნიორის ვნებიანი სახის ცქერით, მაშინ გაითვალისწინე, რომ მან შესაძლოა, უხერხულად იგრძნოს თავი, თუ მოულოდნელად კოცნის დროს თვალს გაახელს – ალბათ, იფიქრებს, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში მიშტერებული უყურებდი მას.
3. არასწორად შერჩეული დრო და ადგილი.
იმაში გასაკვირი არაფერია და აბსოლუტურად ნორმალურია, თუ გამუდმებით გსურს, შეეხო შენს საყვარელ ადამიანს. მაგრამ არანორმალურია, თუ ყველგან და ყოველთვის, უხერხულ დროსა და ადგილას (მაგალითად, შუქნიშანზე გადასვლის დროს) ცდილობ, ჩამოეკიდო მას კისერზე და კოცნა დაუწყო.
4. არაჯანსაღი სუნთქვა
არცერთი მამაკაცი არ მოიხიბლება შენი ვნებიანი და ოსტატური კოცნით, თუ პირიდან ნივრიანი ძეხვის, ყავისა და სიგარეტის ან სხვა არასასიამოვნო სუნს იგრძნობს. ალბათ, აქ ინსტრუქციის მოცემა საჭირო არ არის... არსებობს მილიონი საშუალება, რომ სუნთქვა გაიჯანსაღო.
5. მიზანს მიღმა
რა უნდა იყოს იმაზე ალერსიანი და სითბოს გამომხატველი, თუ არა მის ლოყაზე ტუჩებით ნაზად შეხება? ან ყურის ბიბილოზე პიკანტური კოცნა? არაფერი! მაგრამ ნუ გადააჭარბებთ – გვერწმუნეთ, არ ღირს მის ცხვირზე, ნიკაპსა და ყელზე ენის ტრიალი და ველური კოცნის კვალის დატოვება მთელ მის სახეზე. დაგვიჯერეთ, ეს სექსუალური სულაც არ არის.
marao.ge