თეგებით ძიება

ვახტანგ გომელაური - კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საპოლიციო დანაყოფი შეიქმნება

კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საპოლიციო დანაყოფი შეიქმნება, - ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტის ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.

გომელაურმა პარლამენტში შინაგან საქმეთა სამინისტროში დაგეგმილი სიახლეების შესახებ ისაუბრა.

„კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით, ქვეყანა ეფექტიან ნაბიჯებს დგამს. თბილისის პოლიციის დეპარტამენტში შეიქმნა კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით მომუშავე სპეციალიზებული სამმართველო. თბილისის მსგავსად, ეტაპობრივად, ყველა დიდ ქალაქში შეიქმნება კიბერდანაშაულის წინაღმდეგ ბრძოლის დანაყოფი. დანაყოფების მიერ მოხდება ონლაინსივრცის პროაქტიური მონიტორინგი, არასრულწლოვანთათვის მავნე ზეგავლენის შინაარსის ვებგვერდების დროული იდენტიფიცირების მიზნით“, – აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა