თეგებით ძიება

როგორ უნდა მოიქცეთ, თუ სექსის გეშინიათ? - ფსიქოლოგის რჩევა

ფილმებში სექსი ძალიან მარტივი ჩანს, მაგრამ რეალურ ცხოვრებაში ბევრისთვის ეს შეიძლება ძალიან დიდი გამოწვევა იყოს. ზოგიერთში სექსით დაკავების ფიქრიც კი პანიკის საბაბი ხდება.

რა უნდა გააკეთოთ თუ სექსზე ფიქრიც კი გაშფოთებთ? - ფსიქოლოგების 4 რჩევა:

1. მოითმინეთ, დაელოდეთ - არ არსებობს იმის მიზეზი, რომ გააკეთოთ რაიმე, როცა ამისთვის 100%-ით მზად არ ხართ, არც ფიზიკურად და არც ფსიქოლოგიური თვალსაზრისით. არ არსებობს დედლაინი იმისა, თუ როდის უნდა დაკავდეთ კონკრეტულ ადამიანთან სექსით.

ფსიქოლოგების რჩევით, უნდა მოიცადოთ, სანამ არ დარწმუნდებით, რომ სექსითვის ყველანაირი თალსაზრისით მზად ხართ. მოუსმინეთ თქვენს სხეულს. როცა სექსისთვის მზად ხართ სხეული ამ დროს მოშვებულია და ინსტინქტურად აკეთებთ ყველაფერს, ყოველგვარი დაძაბულობისა და შფოთვის გარეშე.

2. ყურადღებას ნუ მიაქცევთ საზოგადოების აზრს სექსის შესახებ - საზოგადეობის მხრიდან უზარმაზარი ზეწოლა არსებობს მაშინაც კი, როცა საქმე ძალიან ინტიმურ საკითხს, სექსს ეხება. თქვენ უნდა გქონდეთ საკუთარი აზრი იმის შესახებ, თუ რას გულისხმობს სექსი.

ტრიშა არის გოგონა, რომელსაც ეშინოდა სექსის იმ ნეგატიური, სტიგმატიზებული დამოკიდებულების გამო, რომელიც საზოგადოებაში არსებობს ამ აქტთან დაკავშირებით.

„წარმომედგინა, რომ ეს იყო საშინელი და საოცრად მტკივნეული პროცესი და ამის გამო წარმოუდგენლად მეშინოდა, გადაწყვეტილი მქონდა, რომ სექსით არასოდეს დავკავებულიყავი და ფსიქოლოგთან თერაპია დამჭირდა“, - იხსენებს გოგონა.

3. მოუყევით პარტნიორს თქვენი შიშების შესახებ, უთხარით, რა გაშფოთებთ და რატომ გაშფოთებთ სექსზე ფიქრი - ყოველივე გაცილებით გაამარტივებს თქვენს პრობლემას. ერთობლივად ამ საკითხთან დაკავშირებული გართულების მოგვარება გაცილებით მარტივია.

მსგავსი საუბრები ადამიანის მიმართ ნდობას კიდევ უფრო ძლიერს ხდის და იმ ადამიანთან სექსით დაკავება, რომელსაც ბოლომდე ენდობით, გაცილებით მარტივია და ნახავთ, რომ შფოთვა მოგეხსნებათ.

4. უბრალოდ ეცადეთ, რომ ისიამოვნოთ - შთააგონეთ საკუთარ თავს, რომ სექსი სასიამოვნო პროცესია, ეს არის აქტი, რომლითაც სიამოვნება უნდა მიიღოთ, იგრძენით თავი კომფორტულად. მოეშვით და უბრალოდ ისიამოვნეთ.

trend.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა