თეგებით ძიება

"ბედნიერების გასაღები“ - რჩევები ფსიქოლოგისგან

ენერგეტიკული პრაქტიკების ოსტატი, ფსიქოლოგი ანუკი ვეფხვაძე გთავაზობთ სტატიას, რომელშიც განიხილავს დეტალურად იმ თემას, თუ რატომ უნდა აირჩიოს ადამიანმა ბედნიერება და რატომ არის ეს მდგომარეობა მისთვის მომგებიანი.

პირველ რიგში ვიყოთ გულწრფელები და გავაცნობიეროთ, რომ ბედნიერების მდგომარეობა არ გადაგიჭრით ყოველდღიურ ყოფით პრობლემებს, თუმცა, დარწმუნებით გეტყვით, რომ ბედნიერი მდგომარეობა თქვენს ცხოვრებას ნამდვილად უკეთესს გახდის!

ალბათ თითოეული თქვენთაგანი ხშირად ჩაფიქრებულა ამ საკითხზე: "რა არის ბედნიერება?“ ადამიანი მიილტვის იყოს მეტად ლამაზი, წარმატებული, მდიდარი, შეიძინოს ბინა, ავტომობილი, იმოგზაუროს და შეისრულოს სხვადასხვა სურვილები, იმისათვის, რომ გახდეს ბედნიერი, თუმცა ეს ყველას არ გამოსდის.

ზოგჯერ ისეც ხდება, რომ იღებს ადამიანი სასურველს, თუმცა ეს მას არ აბედნიერებს და ბედნიერი და პოზიტიური ემოციების ნაცვლად განიცდის იმედგაცრუებასა და უბედურებას...

იმისათვის, რომ გახდეთ ბედნიერები, გიზიარებთ ბედნიერების გასაღებს: შეუძლებელია განიცადოთ ბედნიერება სასურველის მიღებისას, თუ თქვენ მუდმივად დათრგუნული ხართ და სტრესს განიცდით.

არსებობს ამდაგვარი პარადოქსი: "ოცნებები სრულდება მაშინ, როდესაც ბედნიერება არის თქვენი ჩვეული მდგომარეობა“, ხოლო, როდესაც მუდმივად შოფთვებში ხართ და ყველაფერზე წუწუნებთ არაფერი მოგწონთ თქვენში და თქვენს ირგვლივ, რა თქმა უნდა, თქვენი ცხოვრება ფოკუსირებულია ნეგატიურზე და ნეგატიური მოვლენები ჭარბობს...

ბედნიერება არის თქვენი პირადი არჩევანი, რომელზეც თავად ხართ პასუხისმგებელი და აქედან გამომდინარე, სხვა, ვინც არ უნდა იყოს, ქმარი, შეყვარებული, შვილი, მეგობარი, მშობლები და ასე შემდეგ... ვერავინ შეძლებს თქვენს გაბედნიერებას, თუ თავად არ იზრუნეთ თქვენს ბედნიერებაზე!

ბედნიერების განცდა კი მხოლოდ სასიამოვნო კი არა, მომგებიანიც არის, რადგან როდესაც დადებით ემოციებს ტრანსლირებთ სამყაროში, ცხოვრებაში უფრო მეტს აღწევთ!

როგორ გახდეთ ბედნიერი?!
ყოველდღიურად აკეთეთ ის, რისი გაკეთებაც მოგწონთ და გსიამოვნებით, ეს არის ბედნიერების ყველაზე მარტივი ფორმულა. ფორმულის არსი მდგომარეობს არა იმ ფაქტში, თუ როგორ აკეთებთ, არამედ შეგრძნებები, რამდენად განიჭებთ ეს ყოველივე სიამოვნებას, სიხარულსა და ბედნიერებას.

როგორ მოიშოროთ ნეგატიური ფიქრები:

1 ნაბიჯი - გაცნობიერება:
ყოველ ჯერზე, როდესაც დაიწყებთ ნეგატიურად ფიქრს, გადართეთ გონება პოზიტიურზე, არ იფიქროთ იმაზე, რას ვერ მიაღწიეთ, არამედ იფიქრეთ იმაზე, თუ რისი მიღწევა გსურთ!
მაგალითად: არ მოგწონთ სახლი, სამსახური, პირადი ურთიერთობა, ნუ დაიწყებთ გამუდმებით იმაზე ფიქრს და უსიამოვნო განცდებს, თუ რამდენად გაღიზიანებთ და არ მოგწონთ ეს ყოველივე, რადგან ეს განცდები გადავა სხვა სამსახურში, სახლში და ურთიერთობაში, რადგან აგრძელებთ თქვენს ცხოვრებაში ნეგატიურ ხაზს. რა მნიშვნელობა აქვს სასახლეში იცხოვრებ ან მაღალანაზღაურებიან სამსახურში მოეწყოები, თუ ეს ემოციები თან გადაგყვება, განცდების და შფოთვების მიზეზი კი აუცილებლად გამოჩნდება ყველგან თუ ეს ადამიანს ჩვევად აქვს ქცეული...

მე- 2 ნაბიჯი:
უარი თქვით უკმაყოფილო მდგომარეობაზე, რადგან ყველაფერში შეიძლება მოძებნო დადებითი მხარე და სიხარულის მიზეზი...
"თუ თქვენ მადლიერებას განიცდით, იმისთვის როგორც ხართ და რაც გაგაჩნიათ ამ ეტაპზე, თქვენ ტრანსლირებთ პოზიტიურ ენერგიას,
თუ დაგებადათ კითხვა სტატიის წაკითხვისას: "რა უნდა მაბედნიერებდეს?!“ გაიხსენეთ, რომ შესაძლოა ნებისმიერ დროს ამაზე ცუდად იყოთ, ამიტომ გაუფრთხილდით თქვენს ფიქრებს და იყავით მადლიერი და იფიქრეთ იმაზე, თუ როგორ გსურთ იყოთ ხვალ, ზეგ, მომავალში...!

გთავაზობთ რეკომენდაციებს, რაც დაგეხმარებათ თქვენი მდგომარეობის გაუმჯობესებაში:
მედიტირება;
ბუნებაში სეირნობა;
დაკავდით პიროვნული და სულიერი განვითარებით;
იკითხეთ საინტრესო სტატიები, წიგნები;
ახალი ცოდნა ეს არის წარმატების და ბედნიერების საწინდარი!


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა