თეგებით ძიება

არჩევანი სამართლებრივ გადაწყვეტილებაზე გაკეთდა - სერგეენკო მელიას დაკავებაზე

ოპოზიციის ნაწილისგან ესკალაციისთვის მზადება ძალიან მაღალი იყო, ამიტომ არჩევანი გაკეთდა სამართლებრივ გადაწყვეტილებაზე, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, დავით სერგეენკომ ნიკა მელიას დაკავების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ის მოვლენები, რაც ბოლო პერიოდში ვითარდება და ის, რაც დილით განვითარდა, სამი ნაწილისგან შედგება: ეს არის სამართლებრივი, პოლიტიკური და საინფორმაციო.

„მნიშვნელოვანია, რომ გამოძიებამ და სასამართლომ მაქსიმალურად სწრაფად, მოკლე დროში გააკეთოს აქცენტირება სამართლებრივზე და მალე მიიღოს სამართლიანი გადაწყვეტილება, იმისათვის, რომ დანარჩენი ორი პუნქტი - პოლიტიკური და საინფორმაციო, ის, რაც ჭარბად არის, შემცირდეს და აქცენტი გადავიდეს სამართლებრივ ნაწილზე, რაც არ უნდა პოლიტიკური სარჩული ჰქონდეს ამას. მმართველი ძალა ყოველთვის პასუხისმგებელია ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია დააკავეს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა